გრიგოლი (ბერბიჭაშვილი): განსხვავება გადახედვებს შორის

სტატიის განახლება
(სტატიის განახლება)
| სახელი = გრიგოლი
| წოდება = [[ფოთისა და ხობის ეპარქია|ფოთისა და ხობის ეპარქიის]] [[მიტროპოლიტი]]
| სურათი =მიტროპოლიტი გრიგოლი.jpeg Mitropoliti_grigoli.jpg
| წარწერა = მეუფემიტროპოლიტი გრიგოლი
| პროვინცია = [[სამეგრელო]]
| ეკლესია= {{დროშა|საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია}}
| ხელმოწერა =
| ვებ გვერდი =
*კათედრა [[ფოთი|ფოთში]], რეზიდენცია =ფოთსა და [[ხობი|ხობში]].}}
}}
 
მიტროპოლიტი '''გრიგოლი''' (ერისკაცობაში — გურამ ბერბიჭაშვილი; დ. [[18 ივლისი]], [[1956]], [[თბილისი]]) — [[ფოთისა და ხობის ეპარქია|ფოთისა და ხობის ეპარქიის]] მიტროპოლიტი.
 
== განათლება ==
[[1990]] წელს დაამთავრა [[თბილისის სასულიერო სემინარია]] და სწავლა განაგრძო [[თბილისის სასულიერო აკადემია|თბილისის სასულიერო აკადემიის]] ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე, რომელიც [[1994]] წელს დაამთავრა. [[1989]] წლის [[14 ოქტომბერი|14 ოქტომბერს]] ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ აკურთხა დიაკვნად [[სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი|სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში]], ხოლო [[1990]] წლის [[27 მარტი|27 მარტს]] მღვდლად [[ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი|ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში]]. [[1994]] წლის [[2 თებერვალი|2 თებერვალს]] მიენიჭა [[დეკანოზი]]ს წოდება. [[1996]] წლის [[21 მარტი|21 მარტს]] კი შემოქმედის მონასტერში [[ბერი|ბერად]] აღკვეცა მთავარეპისკოპოსმა [[იობი (მეუფე)|იობმა]], ორი დღის შემდეგ, [[23 მარტი|23 მარტს]] [[არქიმანდრიტი]]ს წოდება მიენიჭა, ხოლო მეორე დღეს, [[24 მარტი|24 მარტს]] [[სვეტიცხოველი|სვეტიცხოვლის]] ტაძარში აღესრულა მისი კურთხევა ფოთის [[ეპისკოპოსი|ეპისკოპოსად]]. [[1996]]-[[2003]] წლებში შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი იყო. [[2003]] წლის აპრილიდან გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის თავმჯდომარეა. [[2003]] წლის [[7 სექტემბერი|7 სექტემბერს]] ებოძა [[მთავარეპისკოპოსი]]ს წოდება, ხოლო [[2007]] წლის [[3 ივნისი|3 ივნისს]] [[მიტროპოლიტი]]ს წოდება.
[[1990]] წელს დაამთავრა [[თბილისის სასულიერო სემინარია]] და სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე, რომელიც [[1994]] წელს დაამთავრა. [[2017]] წლის მაისში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფილოსოფიაში, თემაზე: „იონა ხელაშვილის მეტაფიზიკური კონცეფცია“ და მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
 
== ხელდასხმები და წოდებრივი აღმსავლა ==
*კათედრა [[ფოთი|ფოთში]], რეზიდენცია ფოთსა და [[ხობი|ხობში]].
1985-88 წლებში იყო [[თბილისი]]ს წმიდა დიდმოწამე ბარბარეს ეკლესიის მნათე. [[1989]] წლის 14 ოქტომბერს ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ აკურთხა დიაკვნად სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, ხოლო, 1990 წლის 27 მარტს მღვდლად ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში. [[1994]] წლის 2 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ მიენიჭა დეკანოზის წოდება და დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით. 1996 წლის 14 მარტს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის კრების მიერ გამორჩეულ იქნა [[ფოთი]]ს ეპისკოპოსად. 1996 წლის 21 მარტს აღკვეცილ იქნა ბერად; [[1996]] წლის 23 მარტს აღყვანილ იქნა [[არქიმანდრიტი]]ს ხარისხში და დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრითა და მიტრით. 1996 წლის 24 მარტს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ წმიდა სინოდის წევრთა თანამსახურებით აღესრულა არქიმანდრიტ გრიგოლის ხელდასხმა ფოთის ეპისკოპოსად.  [[2003]] წლის 7 სექტემბერს მიენიჭა [[მთავარეპისკოპოსი]]ს წოდება. [[2007]] წლის 3 ივნისს ებოძა [[მიტროპოლიტი]]ს წოდება.
 
== მსახურება ==
[[1990]] წლის აპრილში გამწესებულ იქნა [[ოზურგეთი]]ს რ-ნის სოფელ ლიხაურში ღვთისმშობლის შობის ეკლესიის წინამძღვრად. 1990 წლის ნოემბრიდან დამატებით ინიშნება აჭის წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. 1991-1995 წლებში იყო ოზურგეთის საღვთო სჯულის პედაგოგების მოსამზადებელი საღვთისმეტყველო კურსების ხელმძღვანელი. 1991-1996 წლებში იყო მართლმადიდებელ ქრისტიანთა ჟურნალ „წყაროს“ რედაქტორ-გამომცემელი. 1995 წლის 30 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებით დაინიშნა ოზურგეთის ახლად დაარსებული წმ. ნინოს გიმნაზიის რექტორად.
 
1996-2003 წლებში იყო [[საქართველოს საპატრიარქო]]ს შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე. 1997 წლიდან ინიშნება ფოთში ახლად დაარსებული გრიგოლ ღვთისმეტყველის სახ. საღვთისმეტყველო-კატეხიზატორული სკოლის რექტორად. 2003 წლიდან  დღემდე არის საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის თავმჯდომარე. 2005-08 წ.წ.  იყო სახელმწიფოსთან განათლების საკითხებში ურთიერთობის საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლბითი კომისიის ხელმძღვანელი. 2010 წლიდან  არის  საქართველოს საპატრიარქოს ჟურნალ „უფლის ციხის“ მთავარი რედაქტორი. 2014 წლიდან არის ა(ა)იპ „[[ახალი საქართველოს უნივერსიტეტი]]ს“ რექტორი.
 
== საგანმანათლებლო საქმიანობა ==
'''ახალი საქართველოს უნივერსიტეტი'''
 
[[1997]] წელს მიტროპოლიტ გრიგოლის ინიციატივთ დაფუძნდა ფოთის წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის საღვთისმეტყველო-კატეხიზატორული სკოლა. 2009 წელს სასწავლებელს ეწოდა „ფაზისის საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური აკადემია“. 2012 წელს დაიწყო მისი რეორგანიზება, რის შედეგადაც არსებული აკადემიის ბაზაზე ჩამოყალიბდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი. [[2015]] წლის 14 დეკემბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის განხორციელებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისთვის სავალდებულო ავტორიზაცია-აკრედიტაციის პროცესი. ამის შედეგად მას მიენიჭა უნივერსიტეტის სტატუსი. ახალი საქართველოს უნივერსიტეტი ახორციელებს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებს ქრისტიანული ფილოსოფიისა და ქრისტიანული ფსიქოლოგიის მიმართულებით.
 
'''ფოთის წმ. ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა'''
 
ფოთის წმ. ნიკოლოზის სახეობის სკოლა, მიტროპოლიტ გრიგოლის ინიციატივით, 2003 წელს დაარსდა. სკოლა ხელმძღვანელობს  ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით  და ეროვნული სასწავლო გეგმით, მან რამდენჯერმე წარმატებით გაიარა ავტორიზაციის პროცესი. ამჟამად სკოლაში ასწავლის 30-ზე მეტი პედაგოგი და სწავლობს 200-მდე მოსწავლე.
 
== საეკლესიო და სახელმწიფო ჯილდოები ==
 
* წმ. გიორგის ოქროს ორდენი (სრულიად საქ. კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანება - 25.12.2007.)
* ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი (საქ. პრეზიდენტის ბრძნება № 611, 16.09.2008.)
* ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (საქ. პრეზიდენტის განკარგულება № 13/09/01, 13.09.2012.)
* წმინდა ნიკოლოზის ორდენი (საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება № 04/11/04, 04.11.2013.)
 
== რჩეული ნაშრომები ==
 
==== წიგნები ====
 
* ''იონა ხელაშვილის მეტაფიზიკური კონცეფცია,'' თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2017, 220 გვ.
* ''ადამიანის უფლებათა ფილოსოფიის რამდენიმე აქტუალური პრობლემის შესახებ'', თბილისი, 2013.
* „''კეთილ არს სჯული უკეთუ ვინმე წესიერად იპყრას იგი''“ (1 ტიმ.1,8), [ავტ. დეკანოზი გურამ ბერბიჭაშვილი, ლიხაურისა და აჭის ეკლესიების წინამძღვარი], ოზურგეთი, 1995.
* ''მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის მოკლე კატეხიზმო კათაკმეველთათვის'', შემდგ. მამა გურამი, [მე-2 გამოცემა], ოზურგეთი, 1992.
 
==== სამეცნიერო სტატიები: ====
 
* ''About Some Unknown Aspects of Iona Khelashvili’s (1778-1837) Life and Work'', in: European Scientific Journal, special edition, vol. 2 (November, 2014), pp. 146-152.
* ''იონა ხელაშვილის ბიოგრაფიის რეკონსტრუირებისთვის'', წიგნში: ახალი დროის ქართული ფილოსოფია და მისი მთავარი წარმომადგენლები (XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე), თბილისი, 2014, გვ. 101-116.
* ''ქრისტიანობა და ადამიანის უფლებები'', ჟურნალში: „უფლის ციხე“. საქართველოს საპატრიარქო, # 3 (თბილისი, 2014), გვ. 18-26.
* ''ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული რამდენიმე აქტუალური პრობლემის შესახებ,'' ჟურნალში: „გული გონიერი“, № 7, თბილისი, 2014, გვ. 7-22.
* ''თავისუფლების მეტაფიზიკა იონა ხელაშვილის მიხედვით,'' კრებულში: თავისუფლების იდეა ფილოსოფიაში, თეოლოგიასა და სოციალურ მეცნიერებებში, კრებულის შემდგენელი და სამეცნიერო რედაქტორი თ. ირემაძე, თბილისი, 2016, გვ. 76-90.
* ''იონა ხელაშვილი მეტაფიზიკური კონცეფცია ფილოსოფიური ღვთისმეტყველების კონტექსტში'', ჟურნალში: „უფლის ციხე“. საქართველოს საპატრიარქო, # 4 (თბილისი, 2017), გვ. 54-62.
* ''Iona Khelashvili`s Metaphysics,'' in: T. Iremadze/H. Schneider, Veritas et subtilitas. Truth and subtlety in the History of Philosophy. Essays in memory of Burkhard Mojsisch (1944-2015), Amsterdam/Philadelphia: John Benjamins Publishing Company, 2017, pp. 431-439. https://benjamins.com/catalog/bsp.59
 
== იხილეთ აგრეთვე ==
 
==რესურსები ინტერნეტში==
*[http://www.patriarchate.ge/?action=eparchy18geo/wminda-sinodi/wevrebi/fotisa-da-xobis-mitropoliti-grigoli/ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი - საპატრიარქოს ვებ-გვერდი]
*[http://ngu.edu.ge/about-university/rector/metropolitan-grigoli-2 ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის ბიოგრაფია]
*[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00002914/ მიტროპოლიტი გრიგოლი - ბიოგრაფიული ლექსიკონი]
*[http://ngu.edu.ge/aktivobebi/kristianoba-da-tanamedroveoba მიტროპოლიტი გრიგოლი - ქრისტიანობა და თანამედროვეობა]
*
 
{{საქართველოს ეპარქიების მმართველები}}
58

რედაქტირება