ფეხბურთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ჯეო-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 2:
'''ფეხბურთი''' — გუნდური [[სპორტი]], რომელშიც თერთმეტი წევრისგან შემდგარი ორი გუნდი ეთამაშება ერთმანეთს. თამაში მიმდინარეობს მართკუთხა მინდორზე საგოლე კარებით ორივე ბოლოში. თამაშის მიზანი გუნდის წევრებს შორის ბურთით მანევრირებაა მოწინააღმდეგე გუნდის კარში გოლის გასატანად. ამ სპორტის მთავარი დამახასიათებელი წესის მიხედვით, მოთამაშეებს, [[მეკარე (ფეხბურთი)|მეკარის]] გარდა, ბურთზე ხელის ან მკლავის გამოყენების უფლება არ აქვთ თამაშის პერიოდში. მატჩის გამარჯვებული ის გუნდია, რომელიც უფრო მეტ გოლს გაიტანს თამაშის ბოლომდე. ფეხბურთში არის ერთი მთავარი და ოთხი დამხმარე მსაჯი, აქედან 2 გვერდითი არბიტრი, 2 პირითი ხაზის დამხმარე მსაჯი. მთავარ მსაჯს აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება – დააჯარიმოს თუ არა გუნდი კონკრეტულ ეპიზოდში თამაშის წესების დარღვევისთვის. მსაჯს შეუძლია ფეხბურთელს უჩვენოს ყვითელი ან წითელი ბარათი. ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად უხეშად ითამაშა ფეხბურთელმა. მსაჯის მიერ ყვითელი ბარათის ორჯერ ან პირდაპირ წითელი ბარათის ჩვენების შემთხვევაში ფეხბურთელი ტოვებს მინდორს და ავტომატურად ტოვებს მისი გუნდის მომდევნო შეხვედრასაც იმ კონკრეტულ ტურნირზე, სადაც მიიღო წითელი ბარათი. იმ შემთხვევაში თუ წითელი ბარათი ფეხბურთელმა არასპორტული საქციელის გამო მიიღო, შესაძლოა მას რამდენიმე თამაშის გამოტოვებაც მოუწიოს (მისი საკითხი განიხილება უეფას ან ფიფას სადისწიპლინო კომიტეტზე).
 
თამაში თანამედროვე სახით ჩამოყალიბდა [[ინგლისი|ინგლისში]], რასაც [[ფეხბურთის ასოციაცია|ფეხბურთის ასოციაციის]] შექმნა მოჰყვა, რომლის [[1863]] წელს შედგენილმა კანონებმა განაპირობა სპორტის განვითარება ისე, როგორც მას ამჟამად თამაშობენ. ფეხბურთის საერთაშორისო მმართველი ორგანიზაციაა [[ფიფა]] ({{lang-fr|Fédération Internationale de Football Association}}; აკრონიმი - FIFA). ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო შეჯიბრია [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი|ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატი]], რომელსაც ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს მსოფლიოში სპორტულ ღონისძიებებს შორის. 1872 წლის 30 ნოემბერს შედგა პირველი სანაკრებო შეხვედრა. ინგლისი შოტლანდიას დაუპირისპირდა და უგოლოდ დაუზავდა (0:0). იმ მომენტისათვის შოტლანდიაში საფეხბურთო ასოციაცია ჯერ კიდევ არ არსებობდა. იქ ასოციაცია 1873 წელს შეიქმნა. ორი წლის შემდეგ შეიქმნა უელსის საფეხბურთო ასოციაცია, ირლანდიისა კი 1880 წელს. ამის შემდეგ ფეხბურთი ნელ–ნელა ბრიტანეთის საზღვრებსაც გასცდა.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფეხბურთი“-დან