ფეხბურთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ჯეო-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 4:
თამაში თანამედროვე სახით ჩამოყალიბდა [[ინგლისი|ინგლისში]], რასაც [[ფეხბურთის ასოციაცია|ფეხბურთის ასოციაციის]] შექმნა მოჰყვა, რომლის [[1863]] წელს შედგენილმა კანონებმა განაპირობა სპორტის განვითარება ისე, როგორც მას ამჟამად თამაშობენ. ფეხბურთის საერთაშორისო მმართველი ორგანიზაციაა [[ფიფა]] ({{lang-fr|Fédération Internationale de Football Association}}; აკრონიმი - FIFA). ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო შეჯიბრია [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი|ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატი]], რომელსაც ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს მსოფლიოში სპორტულ ღონისძიებებს შორის.
 
==ისტორია==
[[ფაილი:One_Hundred_Children_in_the_Long_Spring.jpg|მინი|300პქ|მარჯვნივ|ცუჯუ]]
ხანის დინასტიის ერთ–ერთი ძვ.წ.-ის სამხედრო სახელმძღვანელოში სხვა ფიზიკურ ვარჯიშთა გვერდით აღწერილია ერთგვარი თამაში, რომელსაც “ცუჯუ” ანუ „დაარტყი ბურთს” ეწოდებოდა. ამ თამაშის გასამართად ბამბუკის ორ, ათი მეტრის სიგრძის ჭოკს შორის გააბამდნენ აბრეშუმის ბადეს, რომელსაც შუაშიც 30–40 სანტიმეტრიანი ხვრელი ჰქონდა. ორი მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეებს, რიგ–რიგობით უნდა ეცადათ ბუმბულითა და თივით გატენილი ტყავის ბურთის ამ ხვრელში გატარება. ამავე თამაშის ერთ–ერთ ვარიანტში კი ბურთის გასატანად მოედანზე გამოსულ მოთამაშეს მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშენი ხელს უშლიდნენ. დამრტყმელს შეეძლო ფეხის, მკერდის და მხრის გამოეყენებინა, ხელების გამოყენება კი აკრძალული იყო. ეს თამაში ძალიან წააგავდა თანამედროვე ფეხბურთს.
 
“ცუჯუში” გამარჯვებულებს ყვავილებით, ხილით, ღვინითა და ვერცხლის თასებით აჯილდოვებდნენ. განსაკუთრებით დახვეწილ მოთამაშეებს „სამსახურეობრივ კიბეზე” დაწინაურებაც კი ელოდათ. ცნობილია ისეთი შემთხვევაც, რომ „ცუჯუს” ერთ–ერთ ოსტატს წარმატებული შეხვედრის შემდეგ იმპერატორმა მას მხედართმთავრობა უბოძა. რაც შეეხება დამარცხებული გუნდის კაპიტანს, მას ჩვეულებრივ საჯაროდ სცემდნენ ხოლმე.
 
ფეხით ბურთაობა უცხო არც იაპონელთათვის ყოფილა, ოღონდ იაპონური თამაშის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით, ჩვ. წ. VI-VII საუკუნეთა მიჯნაზე ჩნდება. ამ თამაშს „კემარი” ჰქვია („მარი” იაპონურად ბურთს ნიშნავს, ბურთით მოთამაშეს კი „მარიაშს” უწოდებენ). სხვა აღმოსავლური მონათესავეებისგან განსხვავებით, ეს ბურთაობა დღემდე არ გადაშენებულა. „კემარის” 14 კვადრატული მეტრის ფართობის მოედანზე კიდესთან მდგომი რვა მობურთალი თამაშობს – მისი არსი კი ის არის, რომ ირმის ტყავისგან გაკეთებული ბურთი თამაშის მონაწილეებმა ერთმანეთს მიწაზე დაუგდებლად (რაც მთავარია, ხელის დაუხმარებლად) უნდა გადააწოდონ.
== იხილეთ აგრეთვე ==
 
Line 21 ⟶ 14:
* [http://www.fifa.com/worldfootball/lawsofthegame/index.html თამაშის წესები] ფიფა-ს ოფიციალურ საიტზე.
* [http://gff.ge/ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი].
* [http://shemecneba.ge/ფეხბურთის-წარმოშობა-და-გ/ ფეხბურთის წარმოშობის ისტორია].
 
{{სპორტის ოლიმპიური სახეობები}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფეხბურთი“-დან