ბალახოვანი მცენარე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
==ძირითადი მახასიათებლები==
 
სიცოცხლის ამ ფორმის მთავარ მახასიათებლად მიწისზედა ნაწილების არარსებობა ითვლება, რომლებსაც მკაცრი პირობების გადანა შეუძლიათ. ეს განსაზღვრება ადვილად შეგივიძლია მივუსადაგოთ ჩრდილოეთის [[კლიმატი|კლიმატურ]] ზონებში (ზაფხული-ზამთარი) გავრცელებულ მცენარეებს. სამხრეთის უდაბნოებსა და [[ტროპიკები|ტროპიკებში]] ეს მახასიათებელი გარკვეული თავისებურებებით არის მისაღები. მაგალითად, ტროპიკებში სადაც ზამთარი და მშრალი სეზონი არ იცის, ბალხებს შესაძლოა მრავალწლიანი საკმაოდ დიდი ზომის, მიწისზედა ნაწილები ჰქონდეთ. ამიტომაც ბალახეულთა განსხვავებისათვის ბიოლოგები სხვა ნიშნებს იყენებენ. ესენია მერქნისებური მიწისზედა ნაწილების და მეორადი გამსხვილების უნარის არქონა და შერეული გამტარობის სისტემა. თუმცა, ეს ნიშნები ყოველთვის არ მოქმედებს, რადგანაც გამერქნება სხვადასხვა ხარისხით ბევრი ბალახეულისათისაა დამახასიათებელი, [[ხე|ხეებსა]] და [[ბუჩქი|ბუჩქებს]] შორის კი რბილმერქნიანი თითქმის ბალახოვანი ფორმებიც გვხვდება. საქმეს ისიც ართულებს, რომ ბალახოვან და მერქნიან მცენარეებს შორის ბევრი გარდამავალი ან შუამავალი ფორმები არსებობს.
ბალახები ფესვთა სისტემასა და ნაზარდებს (ღერო, ფოთოლი და ყვავილოვანი ნაწილი) ივითარებენ.
ორწლიანი და მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეების ღეროები ვეგეტაციური პერიოდის დასრულების შემდეგ კვდებიან, მაგრამ მცენარის ნაწილი სეზონიდან სეზონამდე მიწაში ან მიწის სიახლოვეს აგრძელებს სიცოცხლეს. ახალი ყლორტი ან ამონაყარი კი მიწაზე ან მიწაში დარჩენილი ცოცხალი ქსოვილიდან (ძირხვენა, ბოლქვი, მიწისზედა ღერო) ვითარდება.
ორწლიან ბალახოვანი მცენარეებად ითვლებიან [[სტაფილო]], [[ძირთეთრა]], [[თავყვითელა]]. ბალახოვან მრავალწლოვანებად კი [[იორდასალამი]], [[პიტნა]], [[გვიმრანაირნი|გვიმრების]] უმრავლესობა და ბალახების დიდი ნაწილი. ბალახოვანი მცენარეებიდან განსხვავებით, არაბალახოვანი მრავალწლოვან მცენარეებს მიწის ზემოთ ღეროები გააჩნიათ და ისინი არავეგეტაციის პერიოდშიც ცოცხლები რჩებიან. ზრდა-განვითარება კი მომდევნო წელს მიწისზედა ნაწილიდან ხდება. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ხეები, ბუჩქები და [[ლიანები]].
 
==ბალახების კლასიფიკაცია==
 
ბალახოვანი მცენარეები თავის მხრივ იყოფიან ბევრ სხვა ჯგუფებად (არსებობს სხვადასხვა კლასიფიკაცია):
ერთწლიანი ბალახები - (ერთსეზონიანები) ამ ჯგუფის წარმომადგენლები ვეგეტაციისა და ნაყოფის მომწიფების შემდგომ მთლიანად ხმებიან და მათი განახლება თესლებით ხდება. მაგალითად [[ნაცარქათამა]] (Chenopodium album), [[კამა]] (Anethum graveolens), [[ბოლოკურა]] (Raphanus raphanistrum) და სხვები.
 
==ბალახების სიმაღლე==
 
ბალახების ზოგიერთ სახეობას, მაგალითად [[ქოლგოსნები|ქოლგოსნებს]] (Apiaceae ), მარცვლეულის ზოგ სახეობას (Poaceae), [[რთულყვავილოვანები|რთულყვავილოვანებს]] (Asteraceae) გიგანტიზმისადმი მიდრეკილება გააჩნიათ.
ზოგიერთი ბალახოვანი მცენარე განსაკურებულად დიდი იზრდება. მაგალითად, სახეობა (Musa) წარმოადგენლები, რომელთაც [[ბანანი|ბანანები]] მიეკუთვნებიან. ბანანი - ყველაზე მაღალი ბალახოვანი მცენარეა და 15 მეტრამდე სიმაღლის იზრდება, ხშირად მას ხედ მიიჩნევენ, მაგრამ მისი ღერო არ არის ხის ვარჯი. სხვა მონაცემებით (თუ გამერქნებას მთავარ თვისებად არ ჩავთვლით) მაღალ ბალახებად ითვლება ბამბუკის ზოგიერთი სახეობაც. მათი ღეროს სიმაღლე 35 მეტრამდე აღწევს.
 
==ბალახის მნიშვნელობა და გამოყენება==
 
ადამიანი ოდითგანვე იყენებს ბალახის სხვადასხვა სახეობებს საყოფაცხოვრებო და სამეურნეო მიზნით. ფართოდ მოჰყავთ ისინი კვებისა და საქონლის საკვებად.
დანიშნულების მხრივ ისინი იყოფიან კულინარიულ, სამკურნალო და რელიგიური რიტუალებისათვის განკუთვნილად. კულინარიაში მათ იყენებენ [[სანელებელი|სანელებლად]] და [[მწვანილი|მწვანილად]], გემობრივი თვისებების გასაუმჯობესებლად. მათ მიეკუთვნებათ ისეთი მცენარეები როგორებიცაა [[კამა]], [[ქინძი]], [[ოხრახუში]], [[ნიახური]], [[პიტნა]], [[რეჰანი]], [[ნიორი]] და სხვები. უკვე მრავალი ათასი წელია ბალახებს ადამიანი სამკურნალო მიზნითაც იყენებს. ამის შესახებ ძველ მკურნალთა ჩანაწერებიც მოწმობს.
 
==იხილეთ აგრეთვე==
*ბალახოვანი ხეები
 
==შენიშვნა==
 
*Gray’s Manual of Botany, American Book Co. 1889
*Herbaceous Plant ID Lab
* Levine, Carol. 1995. A guide to wildflowers in winter: herbaceous plants of northeastern North America. New Haven: Yale University Press. page 1.
 
==ლიტერატურა==
 
ბალახი//ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონი. ტომი 86. (82 ტომი და 4 დამ.) 1890—1907.
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარე, ბალახებიმცენარეები]]
[[კატეგორია:ბალახები]]
54

რედაქტირება