მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვი''' (დ. 1859, გააჩინა – გ. 1935, მოსკოვი) —...
 
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 1:
'''მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვი''' (დ. [[1859]], გააჩინა[[გატჩინა]] გ. [[1935]], [[მოსკოვი]]) — [[ქართველი]] [[კომპოზიტორი]], [[დირიჟორი]] და [[პედაგოგი]]. ქართული საგალობლებისა და ხალხური სიმღერების შემკრები. თბილისის კონსერვატორიის რექტორი. [[1872]]-[[1875]] წლებში პეტერბურგში პირველდაწყებითი მუსიკალური განათლება ინგელსი ალბერტ ინგოროყვა პავლე იპოლიტოვ-ივანოვი მიხეილ 206 მიიღო. კომპოზიციის შესწავლა პეტერბურგის კონსერვატორიაში, კომპოზიტორ რიმსკი - კორსაკოვის კლასში განაგრძო. აღნიშნული სასწავლებელი [[1882]] დაამთავრა. მისი პირველი ნაწარმოებები რუსული ხალხური სიმღერების თემებს დაეფუძნა და [[1883]] წარმატებით შესრულდა [[პეტერბურგი|პეტერბურგში]]. [[1883]] თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. [[საქართველო]]ს ისტორიისა და ქართული კულტურის გაცნობამ დიდი გავლენა იქონია მის შემოქმედებაზე. [[თბილისი|თბილისში]] ყოფნისას მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული პროფესიული მუსიკის განვითარებაში, ხელმძღვანელობდა რუსული მუსიკალური საზოგადოების თბილისის განყოფილებას და თბილისის მუსიკალურ სასწავლებელს, სადაც მუსიკის თეორიასა და ისტორიას ასწავლიდა. მისი მოსწავლეები იყვნენ ზაქარია ფალიაშვილი და დიმიტრი არაყიშვილი. იწერდა და აგროვებდა ქართულ და, ზოგადად, კავკასიურ ხალხურ სიმღერებს. [[1884]]-1893 წლებში იყო თბილისის ოპერის თეატრის დირიჟორი. სიმფონიური მუსიკის კონცერტებს აწყობდა და დირიჟორობდა. ეკუთვნის ნაშრომი „ქართული ხალხური სიმღერა და მისი სადღეისო მდგომარეობა“ ([[1895]]). აქტიურად მონაწილეობდა ქართული საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადატანაში. [[1893]] რუსეთში წავიდა და მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი და რექტორი გახდა. იყო სრულიად რუსეთის მწერალთა და კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე. [[1894]] დაწერა საორკესტრო სიუიტა „კავკასიური ესკიზები“. დამოუკიდებელ [[საქართველო]]ში, [[1920]] წლის 19 სექტემბერს დაიდგა მისი ოპერა „ღალატი“, რომელიც ქართულ ენაზე კ. ფოცხვერაშვილმა თარგმნა. „ღალატი“ დაწერილია სუმბათაშვილ-იუჟინის ამავე სახელწოდების დრამის მიხედვით, რომლის შინაარსიც ქართველი ხალხის განმათავისუფლებელ ბრძოლას ასახავს. ოპერა დადგა ა. წუწუნავამ, დირიჟორი - სამუელ სტოლერმანი. როლებს ასრულებდნენ: ალეშენკო (ზეინაბი), ბურგაცეხანოვსკაია (რუქაია), ვ. სარაჯიშვილი (ერეკლე), ნ. ელიოზიშვილი (ოთარ-ბეგი), საბინინი (სულეიმანი), კურბატოვი (ბესო), დემიანენკო (ანანია), ეზროვი (საბა) და სხვ. [[1924]] ჩერეპნინის თხოვნით [[თბილისი|თბილისში]] ჩამოდის და [[1924]]-[[1925]] წლებში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორია. [[1925]] კვლავ [[რუსეთი|რუსეთ]]ში მიდის, საბჭოთა კავშირის დიდი თეატრის დირიჟორის თანამდებობას იკავებს და რუსული ოპერების პოპულარიზაციას ეწევა. [[1935]] გარდაიცვალა. დაკრძალულია მოსკოვში.
 
==ლიტერატურა==