ვალიკო ჯუღელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 4:
 
==ბიოგრაფია==
სწავლობდა [[ქუთაისის კლასიკური გიმნაზია|ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში]], ამ პერიოდში ჩაება სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში და მონაწილეობას იღებდა [[1904]]-[[1905]] წლების საპროტესტო დემონსტრაციებში. [[1912]] წელს დაასრულა [[სოხუმი]]ს გიმნაზია და სწავლა განაგრძო [[პეტერბურგი]]ს უნივერსიტეტში. სტუდენტობის პერიოდში მუშაობდა [[რუსეთი]]ს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბოლშევიკურ ფრაქციაში. [[1916]] წლის ზაფხულში, ვალერიან ჯუღელი დააპატიმრეს თბილისში და ჩასვეს [[მეტეხი]]ს ციხეში. [[1917]] წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ მიემხრო სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკურ ფრაქციას. იყო თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, [[1918]] წლიდან კი - ამიერკავკასიის სეიმისა და საქართველოს პარლამენტის წევრი. 1917 წლის დეკემბრიდან სათავეში ჩაუდგა საქართველოს წითელი გვარდიის ([[1918]] წლის ივნისიდან - სახალხო გვარდიის) ჩამოყალიბების საქმეს. [[1917]] წლის 12 დეკემბერს (ახალი სტილით) მისი მეთაურობით გვარდიელებმა დაიკავეს თბილისის არსენალი და განაიარაღეს იქ მდგომი რუსული გაბოლშევიკებული სამხედრო ნაწილები. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, იგი არჩეულ იქნა სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად. მთავარი შტაბის ნომინალური მეთაური იყო [[ნოე ჟორდანია]], თუმცა, პრაქტიკულად, სახალხო გვარდიას ვალიკო ჯუღელი მეთაურობდა. იგი პირადად უჩვენებდა თანამებრძოლებს ბრძოლის მაგალითს სამხედრო მოქმედებების მიმდინარეობისას. იბრძოდა პირველი რესპუბლიკის პერიოდში წარმოებულ ყველა სამხედრო კონფლიქტში. მის შესახებ რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკის სამხედრო ატაშე პ. სიტინი საიდუმლო მოხსენებაში წერდა: {{ციტირება|„დიდი მონაცემების მქონე პიროვნება, ძალიან მიზანდასახული. აქვს დიდი პირადი სიმამაცე, გამბედაობა და გამხნევების უნარი. ღირსებისმოყვარეა, ურჩევნია სოფელში იყოს პირველი, ვიდრე ქალაქში - მეორე. სამხედრო საქმეს იცნობს პრაქტიკულად საკუთარი სიმამაცის წყალობით, ბრწყინვალე ბელადია.”}} [[1919]] წელს, ვალერიან ჯუღელი აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; გახლდათ სამხედრო კომისიის წევრი. [[რუსეთ-საქართველოს ომი (1921)|რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის]] მიმდინარეობისას, ოსიაურის ბრძოლაში (4-6 მარტი) მსუბუქად დაიჭრა. [[1921]] წლის მარტში ვალიკო ჯუღელმა მთავრობასა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმთან ერთად დატოვა საქართველო და ემიგრაციაში გაემგზავრა. ჩაება ანტისაბჭოთა ბრძოლის პროცესში. [[1922]] წელს, სხვა სამხედროებთან ერთად შეიმუშავა და რესპუბლიკის მთავრობას განსახილველად გაუგზავნა საქართველოში შეიარაღებული აჯანყების გეგმა. [[1923]]-[[1924]] წლებში სპეციალური წვრთნა გაიარა საფრანგეთის რესპუბლიკის 35-ე ქვეითთა პოლკში. 1924 წელს თანამებრძოლებთან ერთად არალეგალურად დაბრუნდა საქართველოში. თავდაპირველად ცხოვრობდა [[გურია]]ში, შემდეგ გადავიდა თბილისში, სადაც შევიდა დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო კომისიაში და სათავეში ჩაუდგა აჯანყების სამზადისს. 1924 წლის 6 აგვისტოს [[საქართველოს სსრ]] საგანგებო კომისიამ („ჩეკა”) დააპატიმრა. „ჩეკაში” მას უჩვენეს აჯანყების გეგმა, რის შემდეგაც ვალიკო ჯუღელმა, დარწმუნდა რა აჯანყების წარმატებით დასრულების შეუძლებლობაში, თვითმკვლელობა სცადა, თუმცა, უშედეგოდ. თვიმთმკვლელობის მცდელობის შემდეგ ჯუღელმა მოითხოვა თანამებრძოლებთან შეხვედრა, რათა აჯანყება გაეუქმებინათ. „ჩეკამ” ამისათვის გაათავისუფლა პატიმარი ვანო ღლონტი, მაგრამ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცეკამ, მიღებული წესების თანახმად, რომელიც „ჩეკას” მეშვეობით დაპატიმრებულ 551 თანამებრძოლთან კონტაქტს გამორიცხავდა, ვალერიან ჯუღელს უპასუხა, რომ აჯანყება არ იგეგმებოდა. ვალიკო ჯუღელმა თანამებრძოლებს გაზეთ „კომუნისტიდანაც” მიმართა აჯანყების გაუქმების მოთხოვნით. 1924 წლის 28 აგვისტოს აჯანყების დაწყების შემდეგ, 30 აგვისტოს ვ. ჯუღელი თბილისში დახვრიტეს.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვალიკო_ჯუღელი“-დან