ავატარა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
 
ათი ავატარა — ეს არის ხორცშესხმული [[ვიშნუ]], მათგან უფრო გამოჩენილი პერსონოფიკაციებია [[რამა]], [[კრიშნა]] და [[ბუდა]]. როდესაც პირველი ორი [[ინდუისტური ლიტერატურა|ინდუისტური ლიტერატურის]] მნიშვნელოვანი პერსონაჟი და თაყვანისცემის ობიექტია, მესამე მათგანმა — [[ბუდა]]მ — ინდოეთში პოპულარობა ვერ მოიპოვა და მისი კულტი მეზობელ სახელმწიფოებში გავრცელდა (''იხ''. [[ბუდიზმი]])
 
კრიშნაიზმის ანუ გაუდია-ვაიშნავიზმის მიხედვით
 
ხანდახან კრიშნა დაეშვება ანუ ევლინება მატერიალურ სამყაროში განსაზღვრული მიზნით. ასეთ გამოვლინებებს ავატარებს უწოდებენ — «ანუ მას, ვინც ეშვება». ქვემოთ მოყვანილია უფლის ავატარების ძირითადი კატეგორიები:
 
• '''პურუშა-ავატარები''' — გამოვლინებები, რომლებშიც უფალი ანხორციელებს და ინარჩუნებს მატერიალურ ქმნილებას:
 
1. მაჰა-ვიშნუ
 
2. გარბჰოდაკაშაი-ვიშნუ
 
3. კშიროდაკაშაი-ვიშნუ
 
• '''ლილა-ავატარები''' — გამოვლინებები, რომლებითაც იგი ეშვება, რათა წარმოუდგინოს სამყაროს თავისი საკვირველი საქმიანობები, რომელთა მიზანიცაა რელიგიის პრინციპების აღდგენა, ცოდვილების დასჯა, და ასევე ერთგულების დაცვა, რომლებიც უფალთან განშორებით იწვიან. არსებობს გამოვლინებების უსაზღვრო რაოდენობა, რომლებიც ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან, თუმცაღა 10 მათგანი (დაშა-ავატარები) ძირითადს წარმოადგენს და რეგულარულად ეშვება მატერიალურ სამყაროში: მატსია, კურმა, ვარაჰა, ნარასიმჰა, ვამანა, პარაშურამა, რამა, ბალარამა, ბუდა, კალკი.
 
• '''გუნა-ავატარები''' — გამოვლინებები, რომლებშიც იგი მატერიალური ბუნების სტიქიებს მართავს:
 
1. '''«ვნება»''' — უფალი ბრაჰმა, სამყაროს შემოქმედი.
 
2. '''«სათნოება»''' — უფალი ვიშნუ, სამყაროს შემნარჩუნებელი.
 
3. '''«უმეცრება»''' — უფალი შივა, სამყაროს დამანგრეველი.
 
• '''მანვანტარა-ავატარები''' — გამოვლინებები, რომლებშიც იგი გვაძლევს რელიგიური კანონების საერთო ნუსხას მთელი კაცობრიობისთვის. ამ გამოვლინებებს უწოდებენ მანუს. ბრაჰმას 1 დღის განმავლობაში (4.320.000.000 წელი) 14 მანუ იცვლება.
 
• '''ჲუგა-ავატარები''' — გამოვლინებები, რომლებშიც იგი ახდენს სულიერი განვითარების ოპტიმალური მეთოდების რეგლამენტირებას სხვადასხვა ეპოქებისთვის (იუგა-დჰარმას). ჩვენს ეპოქაში, რომელსაც «კალი-იუგა» ეწოდება, ღმერთის ამ გამოვლინებას ოქროსფერი კანი აქვს, მისი სახელია შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ, და მისი მოცემული მეთოდი (იუგა-დჰარმა) — ესაა უფლის წმინდა სახელების ერთობლივი გალობა.
 
• '''შაკტი-ავეშა-ავატარები''' — გამოვლინებები ცოცხალი არსებების სახით, რომლებიც უფლებამოსილნი არიან რაიმე განსაკუთრებული მისიით.
 
{{-}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ავატარა“-დან