გერასიმე ცაგარეიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
==ბიოგრაფია==
[[1883]] წელს დაამთავრა [[ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი]]. [[1893]] წელს დაამთავრა [[ნოვოროსიის უნივერსიტეტი|ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის]] ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. იმავე წელს [[იაკობ ფანცხავა|იაკობ ფანცხავასთან]] ერთად [[ბათუმი|ბათუმში]] გახსნა პირველდაწყებითი სკოლა პანსიონით და გაკვეთილების გასამეორებელი კლასებით; [[1894]] წელს მასწავლებლად დაიწყო მუშაობა [[ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებელი|ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებელში]], წარმატებით ასწავლიდა [[რუსული ენა|რუსულ]] და [[ლათინური ენა|ლათინურ ენებს]], [[ისტორია]]ს, [[გეოგრაფია]]ს, [[არითმეტიკა]]ს. [[1904]]-[[1905]] სასწავლო წლიდან ქუთაისის სააზნაურო სკოლა გიმნაზიად გადაკეთდა და მალე გადაიქცა განათლებისა და კულტურის ერთ-ერთ კერად დასავლეთ საქართველოსათვის. გერასიმე ცაგარეიშვილი ყველა კულტურული დაწესებულების და ღონისძიების ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო. ამავე დროს ის რამდენჯერმე იყო არჩეული ქუთაისის საქალაქო საბჭოს ხმოსნად; ს. ს. ხუნდაძესთან ერთად, იგი გიმნაზიის ინსპექტორად აირჩიეს და თანამდებობაზე დარჩა გიმნაზიის ტექნიკუმად გადაკეთებამდე. მან თავისი წვლილი შეიტანა სკოლის გაეროვნების საქმეშიც. [[1920]] წელს გამოიცა მისი გეოგრაფიის სახელმძღვანელო. ექვსი წელიწადი მუშაობდა საბჭოთა სკოლაში.
 
==ლიტერატურა==
346

რედაქტირება