ტრისტან და იზოლდა (ოპერა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 20:
| საიტი =
}}
'''''ტრისტანი და იზოლდა''''' (''Tristan und Isolde'') [[რიხარდ ვაგნერი|რიხარდ ვაგნერის]] მუსიკალური დრამა (ოპერა) სამ მოქმედებად კომპოზიტორის ლიბრეტოთი, დაფუძნებული გოტფრიდ ფონ შტრასბურგის ''ტრისტანზე'' (XII ს.). დაიწერა 1857-1859 წლებში და პირველად შესრულდა [[მიუნხენი|მიუნხენის]] ნაციონალურ თეატრში, ჰანს ფონ ბიულოვის დირიჟორობით, 1865 წლის 10 ივნისს. ვაგნერი ნაწარმოებს უწოდებდა არა ოპერას, არამედ „eine Handlung” (სიტყვასიტყვით, „დრამა“, „სცენარი“, „მოქმედება“). მსგავს ტერმინს იყენებდა თავისი დრამებისთვის ესპანელი დრამატურგი პედრო კალდერონიც.
 
ვაგნერის მიერ ''ტრისტანის და იზოლდას'' შექმნა შთაგონებული იყო [[არტურ შოპენჰაუერი|არტურ შოპენჰაუერის]] ფილოსოფიით, განსაკუთრებით მისი ნაშრომით ''სამყარო, როგორც ნება და წარმოსახვა'', აგრეთვე, სასიყვარულო ურთიერთობით მატილდა ვეზენდოკთან. ''ტრისტანი'', რომელიც ფართოდაა აღიარებული, როგორც საოპერო რეპერტუარის ერთ-ერთი მწვერვალი, აგრეთვე გამორჩეულია ვაგნერის მიერ ქრომატიზმის, ტონალური გაურკვევლობის, საორკესტრო ფერის და ჰარმონიული დაძაბულობის უპრეცედენტო გამოყენებით.