ბართლომეს ღამე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
.
ხაზი 2:
'''ბართლომეს ღამე''' — [[კათოლიციზმი|კათოლიკეების]] მიერ [[ჰუგენოტები]]ს მასობრივი ჟლეტა [[პარიზი|პარიზში]] [[1572]] წლის 24 აგვისტოს, წმინდა ბართლომეს დღესასწაულის წინა ღამეს.
 
ამ მსოფლიოში ცნობილი ხოცვის მოთავეები იყვნენ [[საფრანგეთი]]ს მეფის [[შარლ IX]]-ის დედა [[ეკატერინე მედიჩი]] და კათოლიკეთა ბელადები - ჰერცოგი გიზები, რომლებსაც აშინებდათ ჰუგენოტებისა და მათი ბელადის [[გასპარ დე კოლინი]]ს გავლენის ზრდა შარლ IX-ზე. მათ ისარგებლეს ჰუგენოტების ერთ-ერთი ბელადის, ანრი ნავარელის (შემდგომში [[ანრი IV]]) და შარლ IX-ის დის მარგარეტ ვალუას ქორწილზე (18 აგვისტო) მრავალი ჰუგენოტის ჩამოსვლით. კათოლიკობის მომხრეებმა [[1572]] წლის 24 აგვისტოს, ღამის 2 საათზე დაიწყეს ჰუგენოტების მასობრივი ჟლეტა, რის შედეგადაც უამრავი გამოჩენილი პერსონა იქნა ლიკვიდირებული, მათ შორის [[ჰუგენოტები]]ს წინამძღოლი [[გასპარ დე კოლინი]]ც. ანრი ნავარელმა და პრინცმა კონდემ სასწრაფოდ აღიარეს თავიანთ კონფესიად [[კათოლიციზმი]] და ამით უშველეს თავს. ხოცვა-ჟლეტა ოქტომბრის დამდეგამდე გაგრძელდა და მოედო საფრანგეთის სხვა დიდ ქალაქებსაც, მაგ: [[ლიონი|ლიონს]], [[ორლეანი|ორლეანს]], [[რუანი|რუანს]], [[მო]]ს, [[ბორდო]]სა და სხვ. მიუხედავად ასეთი ბარბაროსული ძალადობრივი აქტისა ბართლომეს ღამემ ვერ გატეხა ჰუგენოტები და მათ გააგრძელეს ბრძოლა სარწმუნოებრივი თავისუფლებისთვის, რასაც მოჰყვა რელიგიური ომების განახლება ([[საფრანგეთის რელიგიური ომები|საფრანგეთის რელიგიური ომები]]). სწორედ, ამ ისტორიული მოვლენის შედეგად დამკვიდრდა მსოფლიოს ლიტერატურულ ლექსიკაში ტერმინი ,,ბართლომეს ღამე", როგორც მასობრივი ძალადობრივი აქტის სიმბოლო. ამ ფაქტს მიუძღვნა გამოჩენილმა ფრანგმა მწერალმა [[ალექსანდრ დიუმა (უფროსი)|ალექსანდრე დიუმამ]] თავისი ცნობილი რომანი [[დედოფალი მარგო (რომანი)|დედოფალი მარგო]] .
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბართლომეს_ღამე“-დან