ინკების ცივილიზაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:Ataw Wallpa portrait.jpg|thumb|250|px|იმპერატორი ატაულაპა]]
 
ბრძნული პოლიტიკის წყალობით, იმპერიაში სხვადასხვა ხალხების [[კულტურა]] ერთმანეთს მჭიდროდ გადაეჯაჭვა: ისინი ერთმანეთს უზიარებდნენ არა მარტო ცოდნასა და გამოცდილებას, არამედ ცვლიდნენ რესურსებსაც, რის გამოც აღმოცენდა ურთიერთდახმარების ისეთი საზოგადოება, რომლის მსგავსიც მანმადემანამდე არ არსებობდა.
 
ბიუროკრატიული აღრიცხვიანობისათვის, ინკებმა იმპერიაში შემავალი ოჯახები აკურატულად დაყვეს ათეულებად. თითოეულ 10 "ოჯახურ კერიას" მართავდა ერთ-ერთი რომელიმე ოჯახის თავი, რომელიც ანგარიშს აბარებდა 50 ოჯახისგან შემდგარ ჯგუფის ხელმძღვანელს. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ანგარიშვალდებული იყო პრეფექტების წინაშე, რომლებიც მართავდნენ 100, 500, 5 000, 10 000 "ოჯახურ კერიას". ყოველივე ეს წარმოადგენდა ნატურალური გადასახადების აკრეფის კარგ საშუალებას. ხელოსნები საიმპერატორო კარისა და დიდებულებისათვის გასაოცარი სილამაზის ნივთებს ამზადებდნენ. აღებულ მოსავალს აგზავნიდნენ უზარმაზარ საწყობებში. ამ საწყობიდან ყოველდღე გაიცემოდა სასურსათო ულუფა და ნივთები ქვრივებზე, ობლებზე, ქრონიკულად დაავდაებულებსადაავადებულებსა და შრომის უნარის არმქონე ადამიანებზე. ხოლო სტიქიური უბებდურებებისუბედურებების დროს, დახმარება ყველა ადამიანზე გაიცემოდა. სოციალური დაცვის ამგვარი ღონისძიებების შედეგად, იმპერიაში არავინ არ შიმშილობდა. საწყობებში უთვალავი რაოდენობით იყო ყველაფერი: სურსათ-სანოვაგე თუ საბრძოლო იარაღები. მოსახლეობას არ ეშინოდა მოუსავლიანობის ან სტიქიური უბედურებისა. მაგრამ ამ უსაფრთხოებისათვის საჭირო იყო მსხვერპლის გაღება, ამგავრამგვარ მსხვრერპლსმსხვერპლს კი რეგლამენტირებული, ბიუროკრატიული ცხოვრების სტილი წარმოადგენდა.
 
ხელისუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, საპა ინკას გააჩნდა განსაკუთრებულ ინსპექტორთა მთელი სამსახური, რომელშიც დიდებულები შედიოდნენ. ისინი მოძრაობდნენ ინკოგნიტოდ და ამოწმებდნენ ადგილობრივ მოხელეთა საქმიანობას. მათ უწოდებდნენ "ტოკოი-რიკოკს" (ისინი, ვინც ყველაფერს ხედავენ). ამგვარი რევიზორებისგან მიღებული ინფორმაცია დედაქალაქში ჩაჰქონდათ სპეციალურ კურიერებს ინკების მიერ შესანიშნავად მოწყობილი გზების წყალობით. ეს გზები წარმოადგენდა საინჟინრო ხელოვნების სასწაულს, 15 ათას მილზე მეტი იგრძისსიგრძის მოხერხებულ საგზაო მაგისტრალებს, რომლებზედაც გარკვეულ მანძილზე ერთმანეთისგან დაციელბულიდაცილებული [[სასტუმრო]] – სადგურები (ტამბო)მდებარეობდა, სადაც ოფიციალურ პირებს შეეძლოთ თავშესაფრისა და საგზლის მიღება. მორბენალი კურიერები (ჩასკი) ერთმანეთისაგან რამდენიმე მილის მანძილზე იყვნენ დაცილებულნი. [[კურიერი]], რომელიც ამ საქმიანობისათვის ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში იყო შერჩეული სწრაფი სირბილისა და გამძლეობის გამო, რომელსაც იგი მთის გაიშვიათებულიგაიშვიათებულ ატმოსფეროში ამჟღავნებდა, ბოლომდე ხარჯავდა თავის ძალებს. მორიგ საფოსტო სადგურთან მიახლოებისას, იგი საყვირს უბერავდა. მეორე კურიერი, რომელიც საყვირით გებულობდა კოლეგის მოახლოებას, სწრაფად ემზადებოდა და მასთან ერთად გარბოდა რამდენიმე ასეულ მეტრს და ცდილობდა, ზუსტად დაემახსოვრებინა ის ინფორმაცია, რომელიც მას მესამე კურისრისთვის უნდა გადაეცა, ის მეოთხეს და ა .შ. გზებისა და კურიერული ისტემისსისტემის ამგვარი მოწყობის წყალობით, ინფორმაცია დანიშნულ ადგილამდე აღწევდა დღეში 250 მილის სიჩქარით. ზოგიერთი შიკრიკები ზღვის სანაპიროდან, იმავე დღეს დაჭერილ თევზს აწვდიდნენ [[იმპერატორი]]ს სამზარეულოს.
 
===რელიგია===
{{მთავარი|ინკების რელიგია}}
[[ფაილი:Inti Torre Tagle.png|thumb|right|200px|[[ინტი]]]]
ინკების იმპერია თეოკრატიული იყო, რომლის სათავეშიც იდგა [[საპა ინკა]], რომელიც მზის ღმერთის შვილად ითვლებოდა. სწორედ [[მზე]] იყო ინკების უმთავრესი ღმერთი. [[ინტი|მზის კულტი]] მთელი იმპერიის ოფიციალურ ღვთაებად ითვლებოდა. ამ კულტისადმი თაყვანის საცემად, ინკები აშენებდნენ უამრავ ტაძარს, რომელთაგან მთელს იმპერიაში უმთავრესი იყო [[კორიჩანჩა]]ს ტაძარი [[კუსკო]]ში. ეს ტაძარი წმინდათწმინდათწმინდათაწმინდათ ითვლებოდა იმპერიის მასშტაბით. მზის კულტის ტაძრებს ინკები მთელი იმპერიის ტერიტორიაზე მრავლდმრავლად აშენებდნენ, რომელთაგან ზოგიერთმა ჩვენს დრომდეც მოაღწია. ერთ-ერთი ასეთია [[პერუ]]ში მდებარე [[ვილკაშუმანი]]ს ტაძარი. პერუს უმაღლესი მწვერვალის, [[ოსკარანი]]ს მახლობლად შეგვიძლია ვნახოთ ტაძარი, სადაც სრულდებოდა მსხვერპლშეწირვა.
 
თითქმის ყველა ტაძარს ჰყავდა თავისი [[ქურუმი]], რომელიც ტაძარში ცხოვრობდა. ქურუმები ასრულებდნენ წინასწარმეტყველების, ჯადოქრების და მკურნალების ფუნქციას. მთავარი ქურუმი იყო კუსკოს ქურუმი, მას [[ვილაკ უმუ]]ს უწოდებდნენ.
{{მთავარი|ინკების მითოლოგია}}
 
მზის ღმერთამდე, ინკების მთავარი ღმერთი იყო [[ვირაკოჩა]], რომლის კულტიც 700 - 1200 წლებში გამოჩნდა. ის ჯერ კიდევ ინკებმდელიინკებამდელი ცივილიზაციების მთავარი ღმერთი იყო. ვირაკოჩა ნელ-ნელა ჩაანაცვლა მზის კულტმა, რომელიც XV საუკუნეში იმპერატორმა [[პაჩაკუტი]]მ უკვე ოფიციალურად დააკანონა. ამის შემდეგ დაიწყო სხვა კულტების ნელ-ნელა განდევნა, ვირაკოჩას უამრავი ტაძარი დაანგრიეს და ისინი ჩაანაცვლეს მზის კულტის ტაძრებით.
 
=== სწავლა–განათლება ===
[[ინკა]] [[პაჩაკუტი]] ზრუნავდა მომავალი თაობების ლიოალურობაზე. ის დედაქალაქში იწვევდა დაპყრობილი პროვინციების მმართველების შვილებს იმ სკოლებში სასწავლებლად, რომლებშიც ინკი დიდებულების შვილები სწავლობდნენ. ამ ახალგაზრდებს შემდეგ აბრუნებდნენ სახლებში, სადაც ისინი ინკების სასარგებლო [[პროპაგანდა]]ს ეწეოდნენ. სტუდენტებს ასწავლიდნენ [[რელიგია]]ს, [[გეომეტრია]]ს, [[ისტორია]]ს, სამხედრო სტრატეგიასა და ორატორულ ხელოვნებას. 16 წლის ახალგაზრდები უაღრესად რთულ გამოცდებს აბარებდნენ, სადაც ისინი აჩვენებდნენ თავის გამძლეობას, ძალას, ცოდნასა და მოხერხებულობას. ამგვარი გამოცდები ჩვეულებრივ ერთი თვე გრძელდებოდა, ტარდებოდა ღია ცის ქვეშ და ყვლაყველა მსურველს შეეძლო მასზე დასწრება. მონაწილეებს აშიმშილებდნენ 6 დღის განმავლობაში, აძლევდნენ მხოლოდ მცენარეულ საკვებს და წყალს, რის შემდეგაც, მათ სწრაფად უნდა გაერბინათ ოთხ-ნახევარი მილი. შემდეგ გაუნძრევლად უნდა მდგარიყვნენ, როდესაც დახელოვნებული მოფარიკავე მათ ჩხვლეტდა და ჭრილობებს აყენებდა ან ბასრი [[იარაღი (სამხედრო)|იარაღი]]თ ახლადაბიბინებულ ულვაშებს აჭრიდა. "მათ სასტიკად სცემდნენ ხელებსა და ფეხებზე წნელებით, რათა დარწმუნებულიყვნენ მათ მიერ ნებისმიერი ტკივილის ამტანიანობაში, ხოლო ის ახალგაზრდა, რომელიც ოდნავ მაინც გაამჟღავნებდა ტკივილს, უმოწყალოდ იდევნებოდა" – წერდა ცნობილი ესპანელი ქრონისტი [[გარსილასო დე ლა ვეგა]]. იგი ასევე აღნიშნავს, რომ სამხედრო თამაშობების დროს ხშირი იყო ახალგაზრდების დასახიჩრება და სიკვდილი.
გამოცდები მთავრდებოდა რაინდად კურთხევით. თვით საპა ინკა ხელში იღებდა [[ოქრო]]ს ნემსს, თითოეული ახალგაზრდა მის წინ მუხლებზე დგებოდა და [[იმპერატორი]] საკუთარი ხელით უხვრეტდა მათ ყურების ბიბილოებს საყურეებისათვის. მათ გადაეცემოდათ ოქროს დისკები (საყურეები) - კასტის ნიშნები და კურსდამთავრებულები თავის ადგილს იკავებდნენ უმაღლესი კლასისიკლასის წარმომადგენელთა შორის.
ქანცის გაწყვეტამდე ავარჯიშებდნენ სპეციალურად შერჩეულ ქალიშვილებსაც, რომელთა რიცხვიც იმპერიაში იყო მუდმივი და 15 ათასს შეადგენდა. სპეციალური აგენტები ჩხრეკდნენ ქვეყნის კუთხე-კუნჭულებს და ეძებდნენ ქალიშვილებს, რომლებსაც არჩევდნენ სილამაზის, ნიჭისა და წარმომავლობიწარმომავლობის მიხედვით. შერეჩეულშერჩეულ გოგონებს ყოფდნენჰყოფდნენ ათკაციან ჯგუფებად და აგზავნიდნენ მონასტრებში, სადაც ხანდაზმული "მამაკონები" მათ ქსოვას, ქსოვილის შეღებვას, განსაკუთრებული საჭმელების და [[ჩიჩა]]ს (არყის მსგავსი ალკოჰოლური სასმელი) მომზადებასა და რელიგიური რიტუალების ჩატარებას ასწავლიდნენ. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა საფეიქრო საქმეს, რადგან სწორედ იინიისინი ამზადებდნენ [[ალპაკი]]ს და ვიკუნიას [[მატყლი]]საგან ნატიფ და ნაზ ქსოვილებს, რომლისგანაც იკერებოდა ტანსაცმელი იმპერატორისა და მისი ცოლისათვის.
სამწლიანი სწავლების შემდეგ, გოგონები ჩამოჰყავდათ [[კუსკო]]ში, სადაც იმპერატორი თვითონ ირჩევბდაირჩევდა ცოლებს თავისთვის და სხვა დიდებულებისათვის. ვინც შერჩევის გარეშე რჩებოდა, მათ მონასტრებში [[ქურუმი|ქურუმებად]] ანაწილებდნენ: აქ ისინი გამორჩეული ქალბატონებივით ცხოვრობდნენ, დროს განცხრომაში ატარებდნენ და საყოველთაო პატივისცემით სარგებლობდნენ.
 
==მეცნიერება==
ინკები ფლობდნენ უზარმაზარ ცოდნას მეცნიერების სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით [[მათემატიკა]]სა და [[ასტრონომია]]ში. მათ ჰქონდათ საკუთარი მზისა და მთვარის [[კალენდარი]], იცოდნენ ბუნიობის მოვლენის შესახებ,რომლის მიხედვითაც თესდნენ თუ იღებდნენ მოსავალს.
 
ინკებს საოცრად მაღალ დონეზე ჰქონდათ განვითარებული [[მედიცინა]], რომლითაც ისინი ბევრად უსწრებდნენ იმ დროის ევროპელებს. მრავალი სამკურნალო მცენარის გამოყენებით, რომელთა თვისებებსაც ინკები ზედმიწევნით იცნობდნენ, ისინი ებრძოდნენ და წარმატებითაც ამარცხებდნენ უსერიოზულეს დაავადებებს, მაგალითად [[მალარია]]ს, რომელსაც [[ქინაქინა|ქინაქინით]] კურნავდნენ. მეცნიერების გაოცებას იწვევს ინკების განვითარების დონე [[ქირურგია]]ში. 1975 წელს, პარიზში ჩატარდა პლასტიკური ქირურგიის მუშაკთა საერთაშორისო კონგრესი, რომელზეც პერუელმა მეცნიერმა ე.აპინიმ წარადგინა იმის დამამტკიცებელი მასალები, რომ ინკები, ჯერ კიდევ უხსოვარ დროს, აკეთებდნენ ურთულეს ოპერაციებს თავის ქალაზე. მეცნიერმა შეისწავლა 150 პრეპარირებული თავის ქალა [[ლიმა]]ს და [[კუსკო]]ს ანთროპოლოგიის მუზეუმებიდან და დაადგინა,რომ ძველ ქირურგებს შეეძლოთ დაზიანებული თავის ქალის ნაწილების შეცვლა ორგანული მასალისგან ან ოქროსგან დამზადებული ფირფიტებით. პაციენტების გამოჯანმრთელების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იყო - დაახლოებით 70 პროცენთიპროცენტი. ანესთეზიისათვის იყენებდნენ მცენარემცენარეს - [[კოკაინის ხე|კოკაინის ხეს]].
 
==შეიარაღება==
 
ინკების კანონების თანახმად, ყოველი მამაკაცი, რომელიც ვარგისი იყო სამხედრო სამსახურისთვის, განიხილებოდა როგორც არმიის წევრი საჭიროების შემთხვევაში. ინკების ოფიცერთა კორპუსი შედგებოდა რამდენიმე კლასისაგან. მათ შორის მაღალი რანგის ოფიცრები, მმართველი კლასიდან. ასევე ოფიცრები კანონმდებელთა წრიდან, რომლებიც გათავისუფლებულნი იყვნენ გადასახადებისგან და აყვანილი იყვნენ ინკთა უმაღლეს კლასში.
 
ინკები იყენებდნენ სხვადასხვა საბრძოლო იარაღებს ძირითადად მეზობელ ცივილიზაციებთან ომის დროს. იმ დროისათვის, [[ინკები]]ს არმია მთელს რეგიონში ყველაზე ძლევამოსილი იყო. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ინკებს ნებისმიერ დროს, საჭიროების შემთხვევაში, შეეძლოთ სოფლის რიგითი მკვიდრი ან ფერმერი ექციათ და გამოეყენებინათ ჯარისკაცად. ამიტომ იყო, რომ თითქმის ყველა ინკა მამაკაცს ერთხელ მაინც ჰქონდა ომში მონაწილეობა მიღებული.
ინკები ბრძოლაში შედიოდნენ დაფდაფებისა და სხვადასხვა დასარტყამი ინსტრუმენტების ხმაურით, რაც მათ ერთგვარი ტრიუმფის შეგრძნებას მატებდათ.
მათი საბრძოლო–თავდაცვითი აღჭურვილობა შემდეგნაირად გამოიყურებოდა:
* ხის, ლერწმის ან ცხოველი ტყავისგან დამზადებული მუზარადი.;
* უზარმაზარი სფეროები.;
* პალმის ან ბამბისაგან დამზადებული მრგვალი ფარები.;
* ბამბის მოსასხამები და მეტალის ფირფიტა-საფარველები გულმკერდისა და მხრების დასავაცად.დასაცავად;
* შუბებისა და ისრებისგან დასაცავი საშუალებები.
 
ინკების საბრძოლო შეიარეღებაშეიარაღება კი ასეთი იყო:
* [[ბრინჯაო (მეტალი)|ბრინჯაო]]ს სასროლი შუბები;
* ხის ორტარიანი, წაწვეტებული ხმლები.;
* რკინის ან ხის წაწვეტებულთავიანი კომბლები.;
* [[სპილენძი]]ს და ქვისთავიანი სხვადასხვა იარაღები.;
* "ბოლა" და "აილო" – წაგრძელებულ ქვაზე გამობმული თოკი, რომლის მოქნევითაც მოწინააღმდეგეს კოჭავდნენ (''მას აგრეთვე ნადირობაშიც გამოიყენებდნენ'').
 
ინკების ძალზედ მოწესრიგებული გზების სისტემა არმიას საკმაოდ სწრაფად გადაადგილების საშუალებას აძლევდა. ერთი დღის სავალ ყოველ მონაკვეთზე აშენებული იყო სასტუმროსმაგვარი შენობები – (''ტამბო''), სადაც არმიას შეეძლო დაესვენა და ესადილა.
 
==არქიტექტურა==
[[ფაილი:Mur Inca Décembre 2007.jpg|thumb|250px|ინკების მიერ აშენებული ერთ–ერთი კედელი კუსკოში]]
[[ფაილი:Peru Machu Picchu Sunrise 2.jpg|მინი|250პქ|მაჩუ-პიქჩუ]]
გასაოცარია ინკების [[არქიტექტურა]]. ისინი არა მარტო სილამაზით, არამედ უდიდესი მდგრადობით და სიმყარით გამოირჩევიან, განასაკუთრებითგანსაკუთრებით მიწისძვრისადმი, რომელიც ამ რეგიონში საკმაოდ ხშირია. შემდგომში, ესპანელებმა, უამრავი შენობა ააშენეს ისე, რომ საძირკვლად დატოვეს ინკების შენობების ფუძეები, რომლებიც აღმოჩნდა, რომ ბევრად უფრო მყარი იყო, ვიდრე მათ მიერ აშენებული. ინკების არქიტექტურის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშებია [[მაჩუ-პიკჩუ]] და [[კუსკო]], რომლის მისადგომებთანაც აღმართულია უზარმაზარი ციხე-სიმაგრე [[საქსაუმანი]].თითოეული ქვა,რომლითაც ის არის აგებული,150 ტონას იწონის. როგორ მოახერხეს ამოდენა ლოდების ატანა მთაზე, ზღვის დონიდან 4 ათასი მეტრის სიმაღლეზე,შემდეგ კი მათი ასე მჭიდროდ შედუღება, ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს.
 
==გზები==
[[ფაილი:Peruvian corn.jpg|thumb|200px|ინკები სიმინდის მრავალ სახეობას იცნობდნენ]]
[[ფაილი:Pisac Terrassen medium.jpg|thumb|left|200px|სასოფლო–სამეურნეო ტერასები]]
იმის გამო, რომ ინკები მთიან ადგილებში სახლობდნენ, ძალიან პრობლემური იყო მიწათმოქმედების საკითხი. ეს პრობლემა ინკებმა მარტივად გადაწყვიტეს: ციცაბო ფერდობებზე გაჭრეს ტერასები, სადაც მათ საუკეთესო მოსავალი მოჰყავდათ. გასაოცარია, მაგრამ ისინი იყენებდნენ საირიგაციო სისტემასაც, რომელსაც დღესაც კი გაოცებაში მოჰყავს მნახველი. ინკებს ძირითადად მოყავდათმოჰყავდათ მაისი ანუ [[სიმინდი]], [[პომიდორი]], [[არაქისი]], [[წიწაკა]], [[ნესვი]], [[ანანასი]], [[კაკაო]], [[კოკა]], [[ბამბა]], [[კარტოფილი]]. ინკებისათვის ყველა ეს მცენარეული კულტურა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მათი კვების რაციონში მთავარი ადგილი მაინც კარტოფილს ეკავა, განსხვავებით [[აცტეკები]]სა და [[მაიას ცივილიზაცია|მაიას ცივილიზაციისაგან]], რომელთთვისაც ასეთი მცენარე მაისი (სიმინდი) იყო. სწორედ ინკებმა მოაშენეს პირველად დედამიწაზე კარტოფილი.
[[ფაილი:Patates.jpg|thumb|200px|ინკებს 200–მდე სახეობის კარტოფილი ჰქონდათ კულტივირებული]]
საინტერესო იყო კარტოფილის შენახვის პროცესი: ინკები მას ღამე ტოვებდნენ სიცივეში, შემდეგ დილით გარეცხავდნენ წყლით და შემდეგ მზეზე გაფენდნენ. ამ პროცედურას იმეორებდნენ 3 - 4-ჯერ და კარტოფილი უკვე მზად იყო შესანახად.<ref>{{Cite book | last=Weatherford | first=J. McIver | coauthors= | title=Indian givers: how the Indians of the Americas transformed the world | date=1988 | publisher=Fawcett Columbine | location=New York | isbn=0-449-90496-2 | page=63}}</ref>
ცხოველებიდან, ინკებს მოშენებული ჰყავდათ [[ლამა]] და [[ალპაკა]], რომელთაც გამწევი ძალის გარდა, სახორცედაც გამოიყენებდნენ.
 
== დამწერლობა ==
{{მთავარი|კიპუ}}
[[ფაილი:Inca Quipu.jpg|thumb|left|220px|ინკების დამწერლობა კიპუ]]
ერთობ ორიგინალური იყო ინკების "კვანძოვანი დამწერლობა" – [[კიპუ]]. იგი წარმოადგენდა გრძელ ბაწარს, რომელზეც ჩამოკიდებული იყო სხვადასხვა ფერიასფერის და ზომის ძაფები. ფერების შეხამება და კვანძების კომბინაცია, ბაწარზე ან თოკზე გამოიყენებოდა გადასახადების გასაანგარიშებლადდასაანგარიშებლად, სხვადასხვა ისტორიული მოვლენის დასაფიქსირებლად, საკუთარი სახელიებისა და სხვადასხვა [[ფონეტიკა|ფონეტიკური]] ელემენტების გადმოსაცემად. [[პერუ]]ს ერთ-ერთ ტაძარში აღმოაჩინეს უნიკალური კიპუ, რომელიც 6 კგ-ს იწონიდა. ინკების ისტორიის მცოდნე მეცნიერთა აზრით, ზოგიერთი კიპუს სიგრძე უტოლდებოდა მანძლისმანძილს, მაგალითად [[ბათუმი]]დან [[ბაქო]]მდე, ხოლო ინფორმაციის მოცულობით, შეეცლო მრავალტომიანი სტატისტიკური ცნობარი შეეცვალა.
 
== დღესასწაულები ==
ყოველ თვე, ინკებს სამი სადღესასწაულო დღე ჰქონდათ. [[დღესასწაული]] ინკებისთვის იყო ის მაცოცხლებელი წყარო, რომლისგანაც ისინი თავის ძალას ხაპავდნენ: ეს იყო ხალხსა და ხელისუფლებას შორის კავშირის განმტკიცების, ტახტისადმი ერთგულებისა და შრომისმოყვარეობის თავისებური ჯილდო და ბოლოს, მასებისთვის დაგროვილი ემოციებისაგან გათავისუფლების თავისებური საშუალება. ზეიმების დროს, იმპერატორი მონაწილეებს უზრუნველყოფდა ყოველივე აუცილებლით – საკვებით, სასმელით, მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა რელიგიური რიტუალები, მსხვერპლშეწირვა, მამლების ჩხუბი, მუსიკალური წარმოდგენები და ცეკვები. ყველაზე დიდი [[დღესასწაული]] ტარდებოდა წვიმების სეზონის პირველ თვეს – დეკემბერში. ზეიმს ერქვა "კოპაკ რაიმი" (დიდი ზეიმი). სწორედ ამ დროს, კუსკოში, როგორც საერთო ზეიმის ნაწილი, ტარდებოდა ყმაწვილების მამაკაცებად მონათვლის ცერემონიალი. ეს ცერემონიალი იმდენად წმინდად ითვლებოდა, რომ მასზე [[კუსკო]]ს არა ინკი მაცხოვრებლები 6 მილის სიახლოვეს არ დაიშვებოდნენ.
ცეკვები ატარებდა რიტუალირრიტუალურ ხასიათს და სრულდებოდა მონოტონური, ჰიპნოზური სიმღერების თანხლებით. მღვდელმა კობომ, რომელმაც ესპანელთა მიერ ქვეყნის დაპყრობის შემდეგ მოინახულა კოლსოს პროვინცია, დაახლოებით 40-მდე სხვადასხვა ცეკვა აღწერა.
აკომპანემენტი გამოირჩეოდა დასარტყმელი და ჩასაბერი ინსტრუმენტების გასაოცარი მრავალფეროვნებით. ინკებს ჰქონდათ დიდი და პატარა დოლები, სხვადასხვა ფორმის, ზომის და სახის ფლეიტები, რომლებიც გაკეთებული იყო ძვლისგან, ლერწმისგან. ინკებს დიდი რაოდენობით საყვირები გააჩნდათ, რომლებიც მზადდებოდა ზღვის ნიჟრებისგანნიჟარებისგან, [[გოგრა|გოგრისა]] და ხისგან.
 
== სხვადასხვა წეს–ჩვეულებანი ==
206

რედაქტირება