ნაწლავღრუიანები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 11:
| commons =
}}
'''ნაწლავღრუიანები''' ({{lang-lat|Coelenterata}}) — [[უხერხემლოები|უხერხემლო ცხოველების]] ტიპი. უმეტესობა ზღვის ბინადარია, ზოგი მტკნარ წყალში ცხოვრობს. გვხვდება ნაწლავღრუიანების მარტოული და კოლონიური ფორმები. ზოგი ნაწლავღრუიანები მჯდომარეა (მტკნარი წყლის ჰიდრები, ჰიდროიდული ფა მარჯნის პოლიპები), ზოგი — თავისუფლადმცურევი ([[მედუზები]]). ნაწლავღრუიანების მრავალ სახეობას ახასიათბს [[მეტაგენეზი]]. ნაწლავღრუიანების მარტივ ან საკნებად დაყოფილ ერთადერთ ნაწლავის ღრუში ხდება საკვების მონელება. ნაწლავის ღრუ გარემოს უკავშირდება პირის ხვრელით, რომელიც გარშემორტყმულია საცეცებით. ნაწლავღრუიანების სხეული შედგება [[ექტოდერმი]]სა და [[ენტოდერმი]]საგან, რომელთა შორის განვითარებულია [[მეზოგლეა]]. ექტოდერმა ძირითადად შედგება ეპითელიუმურ-კუნთოვანი, მსუსხავი და არადიფერენცირებული უჯრედებისაგან. ენტოდერმაში მოთავსებულია ეპითელიუმურ-კუნთოვანი და ჯირკვლოვანი საჭმლის მომნელები უჯრედები, რომლებიც [[ამებები|ამების]] ცრუფეხების მსგავსი გამონაზარდებით ნაწლავის ღრუდან უჯრედში შეიტაცებენ ნაწილობრივ მონელებულ საჭმლის ნაწილაკებს და იწყება უჯრედშიგა მონელება. გადამუშავებელი ნარჩენები პირის ხსვრელით გარეთ გამოიდესვნება. ნაწლავღრუიანებს [[ნერვული სისტემა]] წარმოდგენილია სუბპითელიუმური ნერვული ბადით. გრძნობის ორგანოებიდან აღსანიშნავია შუქშემგრძნობი თვალები და [[სტატოცისტები]] (წონასწორობის ორგანო), რომლებიც მხოლოდ მედუზებს აქვთ. ნაწლავღრუიანები, როგორც წესი, ჰაყოფილსქესიანებია. განაყოფიერება გარეგანია. ზიგოტიდან ვითარდება ლარვა-პლანულა, რომლისაგანაც [[მეტამორფოზი]]ს შედეგად მიიღება პოლიპი (იშვიათად მედუზა). მრავლდებიან ვეგეტატიურადაც (დაკვირტვა ანუ სტრობილაცია), რომლის შედეგადაც უფრო ხშირად კოლონია წარმოიქმნება. ზოგი ნაწლავღრუიანები [[თევზები]]ს საკვებია. ნაწლავღრუიანები ივითარებენ კიროვან ჩონჩხს, რომელიც წარმოქმნის წყალქვეშა და წყალზედა კლდეებს (რიფები, ატოლები). ნაწლავღრუიანებთაგან აღსანიშნავია [[კეთილშობილი მარჯანი|კეთილშობილი (წითელი) მარჯანი]], რომლის ვარდისფერი კიროვანი ღერძი საიუველირო ნაკეთობების დასამზადებლად გამოიყენება. ზოდ მედუზას ადამიანი საკვებად იყენებს, ზოგიერთის მსუსხავი უჯრედები მობანავეთა მძიმე ტოქსიკოზს და სიკვდილსაც კი იწვევენ. ნაწლავღრუიანების ტიპი 3 კლასს შეიცავს: [[ჰიდროიდულები]], [[სციფოიდურები]] და [[მარჯნის პოლიპები]]. ზოგჯერზოგ ჯერ ნაწლავღრუიანებს მიაკუთვნებენ სავარცხლურებსაც. ცნობილია ნაწლავღრუიანების 9000-მდე თანამედროვე სახეობა. ცნობილია აგრეთვე ნაწლავღრუიანების 20000-მდე გადაშენებულისახეობა, რომელთა უმეტესობამ მონაწილეობა მიიღო მძლავრი კირქვიანი შრეების წარმოქმნაში.
 
==ლიტერატურა==