ლუარსაბ I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
+ext. link
ხაზი 3:
ირან-ოსმალეთის ომის ([[1514]]-[[1555]]) უკანასკნელ ეტაპზე, როცა ორივე აგრესორი განსაკუთრებული ენერგიით ცდილობდა საქართველოს დამორჩილებას, ლუარსაბ I მტკიცედ ადგა თავიდანვე აღებულ პოლიტიკურ კურსს და დაიმორჩილა სამცხე-ჯაცახეთი, კოლა-არტაანი. [[1551]] [[თამაზ I|თამაზ I-ის]] მე-3 შემოსევის შედეგად ლუარსაბ I იძულებული გახდა დაეტოვებინა [[სამცხე-საათაბაგო|სამცხე-საათაბაგოს]] შემოერთებული ტერიტორიები. [[1554]], თამაზ I-ის მე-4 შემოსევის დროს ლუარსაბ I იმერეთში გადავიდა. შაჰის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, ბაგრატ III-მ არ გასცა ქართლის მეფე. [[1554]]-[[1555]], ირან-ოსმალეთის საზავო მოლაპარაკების დროს, ლუარსაბ I ბაგრატ III-თან ერთად ცდილობდა ხელი შეეშალა ზავის დადებისათვის, რადგან ორ აგრესორს შორის ომი უადვილებდა ქართველებს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას. [[1555]] ირან-ოსმალეთის ამასიის ზავის შემდეგაც ლუარსაბ I განაგრძობდა ბრძოლას: დაიბრუნა ქართლის მრავალი ციხესიმაგრე და შეავიწროვა თბილისის ყიზილბაშური გარნიზონი. [[1556]] ყიზილბაშთა წინააღმდეგ გმირულ [[გარისის ბრძოლა 1556|ბრძოლაში]] ლუარსაბ I სასიკვდილოდ დაიჭრა. ლუარსაბ I მრავალრიცხოვანი მტრის წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკას იყენებდა — მცირე რაზმებს პირდაპირ ესხმოდა თავს და ანადგურებდა, დიდ ლაშქართან ბრძოლას თავს არიდებდა, მოხერხებულად იყენებდა ადგილობრივ ბუნებრივ პირობებს, უსაფრდებოდა მტერს, ღამით აწყობდა თავდასხმებს. ამით აიძულებდა მტერს საომარი ოპერაციები შეეწყვიტა და ციხესიმაგრეებში ჩაკეტილიყო. ლუარსაბ I-ის თანამედროვე და შემდგომი დროის ქართველი და უცხოელი ავტორები, მათ შორის თვით მოწინააღმდეგენიც, მას ახასიათებდნენ როგორც კარგ სარდალს, მამაც და გულად მებრძოლს; უწოდებდნენ დიდს, თავდადებულ გმირს, რომელმაც ათეული წლების თავგანწირული ბრძოლით დაიცვა "ქართველობა" — ქართული სოციალურ-ეკონომიური და პოლიტიკური წყობილება, ქართული კულტურა.
 
==რესურსები ინტერნეტში==
*[http://www.istoria.ge/personografia/L/luarsab%20I.htm ლუარსაბის ბიოგრაფია istoria.ge-ზე].
 
{{ბიო}}
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართლის მეფეები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლუარსაბ_I“-დან