მერსედეს ორლეანელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 22:
 
== ოჯახი და აღზრდა ==
მერსედესი დაიბადა 1860 წლის 24 ივნისს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში. იგი იყო მონტესპიერის ჰერცოგ ანტუან დე ბურბონისა და ინფანტა ლუისა ფერნანდა ესპანელის ქალიშვილი. მამის ხაზით მისი ბებია-ბაბუაპაპა იყვნენ საფრანგეთის მეფე [[ლუი-ფილიპ ორლეანელი|ლუი-ფილიპ I]] და მისი ცოლი, დედოფალი [[მარია ამალია ნეაპოლელი|მარია ამალია სიცილიელი]], ხოლო დედის ხაზით, ესპანეთის მეფე [[ფერდინანდ VII]] და მისი მეოთხე ცოლი, დედოფალი [[მარია კრისტინა სიცილიელი]]. მის მშობლებს ცხრა შვილი ჰყავდათ, რომელთაგან მხოლოდ ოთხმა მიაღწია ოც წლამდე. დაბადებიდან მალევე მერსედესი კათოლიკედ მონათლეს. მისი ნათლია იყო დეიდამისი, ესპანეთის დედოფალი [[ისაბელ II (ესპანეთი)|ისაბელ II.]] მისი ნათლობის სახელია: ''მარია დე ლას მერსედეს ისაბელ ფრანცისკა დე ასის ანტონია ლუისა ფერნანდა ფელიპა ამალია კრისტინა ფრანცისკა დე პაულა რომოლა რიტა კაიეტანა მანუელა ხუანა ჟოზეფა ხოაკინა ანა რაფაელა ფილომენა ტერეზა სანტისიმა ტრინიდად გასპარა მელკორა ბალთაზარა ეტ ომნი სანსტი დე ორლეან ი ბურბონი.''
 
მიუხედავად იმისა, რომ მერსედესი წარმომავლობით საფრანგეთის პრინცესა იყო, იგი დედის სამშობლოში, ანუ ესპანეთში დაიბადა და ცხოვრების პირველი რვა წელიც იქ გაატარა. იგი დასასვენებლად სან ტელმოსა და [[ანდალუსია|ანდალუზიაში]] დადიოდა ხოლმე. ასევე ძალიან პოპულარული იყო მადრიდის სამეფო სასახლეში.