აჩრდილწაღებული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Jooji-san-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 37:
ათი წლის გოგონა ჩიჰირო ოგინო მშობლებთან ერთად მიემგზავრება ახალი სახლისკენ, მაგრამ მამა არასწორი გზით მიდის. ისინი, ძალაუნებურად, მოხვდებიან ჯადოსნურ სამყაროში. სანამ მისი მშობლები ქუჩაში გამოფენილ კერძებს ღორებივით შეექცევიან, ჩიჰირო პატარა დასახლებას ათვალიერებს და ხვდება ბიჭუნა ჰაკუს, რომელიც მას სთხოვს ქალაქის დაღამებამდე დატოვება, მაგრამ უკვე გვიანია - უკან მობრუნებული, გოგონა აღმოაჩენს, რომ მშობლები ნამდვილ ღორებად იქცნენ. იგი გამომწყვდეულია სულების სამყაროში.
 
ქალაქის პატრონია ალქაჯი იუბაბა, სწორედ იგი მართავს აბანოებს და ადგილობივ რესტორნებს, რომლებშიც ისვენებენ ღვთაებები, სულები და სხვა ზებუნებრივი არსებები. ყველა უცხოს იუბაბა ცხოველად აქცევს. მშობლების გადარჩენის იმედით, ჩიჰირო იუბაბას სამუშაოს სთხოვს. ბაბუაპაპა კამაძის და აბანოს კიდევ ერთი მუშაკის, რინის დახმარებით, ჩიჰირო იუბაბამდე აღწევს და ხელს აწერს ხელშეკრულებას, რომელთან ერთად ქრება მისი ძველი სახელიც - ამიერიდან სენი ჰქვია.
 
ჩიჰირო იწყება აბანოებში მუშაობს და ცდილობს, იპოვოს საშუალება, რათა მშობლებს ძველი სახე დაუბრუნოს და ქალაქი დატოვოს. ერთხელ, როდესაც იუბაბა ქალაქიდან წასულია, საიდანღაც ჩნდება ჰაკუ, დრაკონის სახით, რომელსაც მისდევს ათასობით ქაღალდის ჩიტი. ჩიჰირო აღმოაჩენს, რომ ჰაკუ იუბაბას ბრძანებით ამ უკანასკნელის დას, ძენიბას, მოპარა დაწყევლილი ბეჭედი და ამიტომ სიკვდილის პირას არის. კამაძის და „მწარე ღვეზელის“ მეშვეობით, რომელიც მანამდე ერთ-ერთმა კლიენტმა, მდინარეთა სულმა აჩუქა, ჩიჰირო ანადგურებს წყევლას და ჰაკუს გადაარჩენს. ამის შემდეგ იგი მიემგზავრება ძენიბასთან, რათა დაუბრუნოს მოპარული ბეჭედი და ჰაკუს განკურნება სთხოვოს. ჰაკუ ამასობაში გონს მოდის და იუბაბას სთხოვს, მისცეს ჩიჰიროს საშუალება, რათა მან მშობლები დაიბრუნოს - თუკი იუბაბას დაუბრუნდება შვილი, რომელიც მისმა დამ ფრინველად გადააქცია. ჰაკუ ძენიბასთან მიემგზავრება. ძენიბა მას პატიობს. ჩიჰირო და ჰაკუ, იუბაბას შვილთან ერთად, სულების ქალაქში ბრუნდებიან. ამ მოგზაურობისას ჩიჰირო ჰაკუს ეხმარება უკანასკნელის ნამდვილი სახელის გახსენებაში. იბრუნებს რა ყველა მოგონებას, ჰაკუ იუბაბას მსახურობისგან თავისუფლდება.