მერაბ კოსტავა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 33:
 
== ბიოგრაფია ==
მერაბ კოსტავა დაიბადა თბილისში 1939 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მისი მშობლები ოლღა დემურია და ვანო კოსტავა კულტურული და განათლებული ოჯახებიდან იყვნენ. მერაბის წინაპრები მამის მხრიდან [[იმერეთი|იმერეთიდან]] იყვნენ. XIX საუკუნის მიწურულს და XX საუკუნის დასაწყისში [[ქუთაისი|ქუთაისში]] ნინოშვილის ქუჩაზე მცხოვრები კოსტავები ცნობილი მეღვინეები იყვნენ. მერაბის ბაბუაპაპა ქრისტეფორეც მეღვინეობას მისდევდა.
 
მერაბის აღზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მისმა ოჯახის წევრებმა: ბებიამისმა კატო ნუცუბიძემ, ცნობილი ადამიანი იყო მერაბის ბაბუის ძმა იაკობ კოსტავა, რომელიც რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი იყო და ღიად გამოხატავდა ანტიკომუნისტურ განწყობას. იაკობის სახლში ხშირად იკრიბებოდნენ: [[კონსტანტინე გამსახურდია]], [[შალვა ნუცუბიძე]], [[ვახტანგ კოტეტიშვილი]]. იაკობის ხშირი სტუმარი იყო აგრეთვე მერაბიც, მერაბზე დიდი გავლენა იქონია იაკობმა, ისევე როგორც მერაბის მამის ძმამ გრიგოლმა. გრიგოლი ცნობილი მსახიობი და ყოფილი პოლიტპატიმარი იყო, იგი პირველად 1924 წლის აჯანყების დროს დააპატიმრეს, 1945 წელს კი დახვრეტა მიუსაჯეს, თუმცა მალევე განაჩენი შეუცვალეს 10 წლიანი პატიმრობით. 1955 წელს გრიგოლი სამშობლოში დაბრუნდა და გააგრძელა მსახიობობა, მას 90-მდე როლი აქვს განსახიერებული. 1965 წელს სახალხო არტისტის წოდებაც კი მიანიჭეს. ასევე გადასახლებაში იყო მერაბის მამა, ვანო კოსტავაც, იგი 1964 წელს სამშობლოში დაბრუნებული [[ინსულტი]]თ გარდაიცვალა. დედა, ოლღა დემურია კი ჰიდროპროექტში დამპროექტებლად მუშაობდა 1967 წლამდე, იგი 2003 წელს გარდაიცვალა.
 
მერაბი ძირითადად ბებია-ბაბუასთანპაპასთან ვლადიმერ დემურიასთან და ლუბა გოგავასთან იზრდებოდა, ვლადიმერ დემურია ცნობილი მასწავლებელი იყო და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს პედაგოგიკასა და რუსულ ენას უკითხავდა.მერაბს და ან ძმა არ ჰყოლია. თავიდან თბილისის ვაჟთა მე-7 სკოლაში შემდეგ კი პირველ საშუალო სკოლაში სწავლობდა.
 
[[1946]] წელს მერაბ კოსტავა შეიყვანეს თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში (დღევანდელი თბილისის კლასიკური გიმნაზია). იგი მეტად ნიჭიერი და ბეჯითი მოწაფე იყო. ამ სკოლაში გაიცნეს ერთმანეთი [[ზვიად გამსახურდია]]მ და მერაბ კოსტავამ. აქვე გადაწყვიტეს, ებრძოლათ სამშობლოს თავისუფლებისათვის. მეგობრების და მათი თანამოაზრეების ზნეობრივად ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია ქართველმა კლასიკოსმა [[კონსტანტინე გამსახურდია]]მ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მერაბ_კოსტავა“-დან