მიხეილ გორბაჩოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 66:
 
== ბიოგრაფია ==
მიხეილ გორბაჩოვი დაიბადა 1931 წლის 2 მარტს, გლეხის ოჯახში, სოფელ პრივოლნოეში, სტავროპოლის (მაშინ ჩრდილოეთ კავკასიის) მხარეში. მამამისი, სერგეი გორბაჩოვი (1909-1976) იყო რუსი, ხოლო დედა, მარია გოპკალო (1911-1993) უკრაინელი. გორბაჩოვის ორივე ბაბუაპაპა 1930-იან წლებში რეპრესიების ქვეშ მოყვა. ბაბუაპაპა მამის მხრიდან, ანდრეი გორბაჩოვის იყო (1890-1962) ერთპიროვნული გლეხი ({{lang-ru|крестьянин-единоличник}}). 1934 წელს გეგმის შეუსრულებლობის გამო გადასხლებული იქნა ირკუტსკის ოლქში. ორ წელიწადში გაანთავისუფლეს. მამულში დაბრუნების შემდეგ გაწევრიანდა კოლმეურნეობაში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. ბაბუაპაპა დედის მხრიდან, პანტელეიმონ გოპკალო წარმოშობით იყო ჩერნიგოვსკის გუბერნიიდან. 13 წლისას გარდაეცვალა მამა, მოგვიანებით საცხოვრებლად გადავიდა სტავროპოლში. გახდა კოლმეურნეობის თავმჯდომარე, 1937 წელს დაადანაშაულეს ტროცკიზმში და დააპატიმრეს. ციხეში გაატარა 14 თვე, გაუძლო წამებას. დახვრეტისგან პარტიის პოლიტიკის ცვლილება გახდა (1938 წლის თებერვლის პლენუმი). საბოლოოდ, 1938 წლის სექტემბერში განთავისუფლებული იქნა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გორბაჩოვმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მას საბჭოთა რეჟიმი არ უყვარდა, ბაბუსპაპის მონაყოლი იყო.
 
გორბაჩოვის მამა ფრონტზე 1941 წელს წავიდა, როდესაც მიხეილი 10 წლის იყო. 1942 წელს სოფელში ვერმახტი შევიდა. გორბაჩოვის ოჯახმა ხუთ თვეზე მეტი ოკუპაციაში გაატარა. 1943 წლის 21-22 იანვარს სოფელი წითელმა არმიამ გაათავისუფლა. განთავისუფლების შემდეგ მოვიდა ცნობა, რომ სერგეი გორბაჩოვი დაიღუპა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, საბუთი შეცდომით მოვიდა, ხოლო გორბაჩოვის მამა ცოცხალი იყო და ორდენებიც კი მიუღია.