გრაუვაკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 10:
| გამოიყენება =
}}
'''გრაუვაკა''' ({{lang-de|grau}} — ნაცრისფერი და Wacke — ქანი) — მუქი შეფერილობის, ძირითადად, [[ქვიშაქვა|ქვიშაქვური ქანი]], რომელიც შეიცავს [[თიხა|თიხის ნატეხებს]], [[არგილიტი|არგილიტებს]], [[ალევროლითი|ალევროლითებს]], [[ქვიშაქვა|ქვიშაქვებს]], სხვადასხვა მეტამორფულ ეფუზიურ და ინტრუზიულ ქანებს ([[გრანიტოიდი|გრანიტოიდების]] გარდა), მუქი ფერის მინერალებს, [[პლაგიოკლაზები|ფუძე და საშუალო პლაგიოკლაზებს]]. გრაუვაკა ნაცრისფერი, მუქი ნაცრისფერი, მომწვანო, ხშირად მიწისფერი იერისაა. ადრე ამ ტერმინით აღნიშნავდნენ ფუძე ეფუზივებით გამოფიტვისა და გადარეცხვის შედეგად მიღებულ ქანებს. ახლა მას უწოდებენ დიდი სიმტკიცის [[ქვიშაქვა]]ს.<ref>{{ქსე|3|255||არა}}</ref>
 
ჩვეულებრივ, დიდი რაოდენობით შეიცავს (10-15% და მეტად) თიხოვან შემვსებს (ვაკებს), თუმცა შეიძლება [[თიხა|თიხისაგან]] ([[არენიტი|არენიტები]]) იყოს წარეცხილიც უფრო გვიანდელი კარბონატული, კაჟიანი და ფეროოქსიდური ცემენტით. ზოგიერთი მკვლევარი გრაუვაკას აგრეთვე უწოდებს ანალოგიური შედგენილობის მსხვილ- და უხეშნატეხოვან ქანებს ([[ხვინჭა]], [[ხრეში]], [[კენჭნარი]] და სხვა). ზოგჯერ გრაუვაკა გამოიყენება როგორც ტერმინ [[ტურბიდიტი]]ს სინონიმი.<ref name="bigenc">[http://bigenc.ru/geology/text/2376520 გრაუვაკა // დიდი რუსული ენციკლოპედია] {{ru icon}}</ref>
ხაზი 16:
გვხვდება ძირითადად პოლიმიქტური (შედგება სხვადასხვა [[ქანი (გეოლოგია)|ქანების]] ან [[მინერალი|მინერალების]] ნატეხებისაგან), უფრო ნაკლებად, მონომიქტური, მაგ., ბაზალტური, პიროქსენული) ქანებიც. მინარევის სახით მასში არაიშვიათად არის წარმოდგენილი [[კვარციტი|კვარციტების]], [[გნაისი|გნაისებისა]] და [[გრანიტოიდი|გრანიტოიდების]] ნატეხები, რომელთა შემცველობისას 25%-ზე მეტად გამოყოფენ გარდამავალ სხვაობას საკუთრივ გრაუვაკიდან [[კვარცი|კვარცულ]] ან [[არკოზი|არკოზულ]] ნატეხებამდე. გრაუვაკის შედგენილობა განსაზღვრავს მათ [[ლითოლოგია|ლითოლოგიურ]] უმწიფობას. გრაუვაკა ჩვეულებრივ დაუხარისხებელია ან ცუდად არის დახარისხებული; არაშრეებრივი ან ჰორიზონტალურად გრადაციული, ირიბი და ტალღოვანი ფენისაა.<ref name="bigenc" />
 
გრაუვაკა უფრო ფართოდ არის გავრცელებული ვიდრე სხვა შედგენილობის ნატეხი ქანები ([[კვარცი|კვარცული]], [[არკოზი|არკოზული]]). წარმოშობის წესისა და პირობების მიხედვით, გრაუვაკას ყოფენ პროლუვიურ, მთა-ალუვიურ, ზღვიურ (ზვირთცემული, ნაკადური, კოლუვიური, ტურბიდიტული და სხვა), ვულკანურ ([[ჰიალოკლასტიტი|ჰიალოკლასტიტები]], [[ტუფი|ტუფები]], [[ტუფიტი|ტუფიტები]]), აგრეთვე მყინვარულ და ეოლურ დანაგროვებად. გრაუვაკა შედის ფლიშურ, შლირულ, მოლასურ, ვულკანურ, ნახშირიან და სხვა ნაოჭა და ვულკანური სარტყლების ფორმაციებში, შიდაკონტინენტურ რიფტებში, [[კონტინენტის წყალქვეშა კიდე|კონტინენტურ კიდეებზე]], იშვიათად — ოკეანის ცენტრალურ ნაწილებშიც. დანალექების ჭრილში გრაუვაკის არსებობა მოწმობს დანაწევრებული [[რელიეფი]]სა და აქტიური ტექტონიკური მოძრაობის პირობებში არსებულ ნალექთდაგროვების მიმდინარეობასა და [[ვულკანიზმი|ვულკანური აქტივობის]] გამოვლინებაზე.<ref name="bigenc" />
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გრაუვაკა“-დან