გრაუვაკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 10:
| გამოიყენება =
}}
'''გრაუვაკა''' ({{lang-de|grau}} — ნაცრისფერი და Wacke — ქანი) — მუქი შეფერილობის, ძირითადად, [[ქვიშაქვა|ქვიშაქვური ქანი]], რომელიც შეიცავს [[თიხა|თიხის ნატეხებს]], [[არგილიტი|არგილიტებს]], [[ალევროლითი|ალევროლითებს]], [[ქვიშაქვა|ქვიშაქვებს]], სხვადასხვა მეტამორფულ ეფუზიურ და ინტრუზიულ ქანებს ([[გრანიტოიდი|გრანიტოიდების]] გარდა), მუქი ფერის მინერალებს, ფუძე და საშუალო პლაგიოკლაზებს. გრაუვაკა ნაცრისფერი, მუქი ნაცრისფერი, მომწვანო, ხშირად მიწისფერი იერისაა. ადრე ამ ტერმინით აღნიშნავდნენ ფუძე ეფუზივებით გამოფიტვისა და გადარეცხვის შედეგად მიღებულ ქანებს. ახლა მას უწოდებენ დიდი სიმტკიცის [[ქვიშაქვა]]ს.<ref>{{ქსე|3|255||არა}}</ref>
 
ჩვეულებრივ, დიდი რაოდენობით შეიცავს (10-15 % და მეტად) თიხოვან შემვსებს (ვაკებს), თუმცა შეიძლება [[თიხა|თიხისაგან]] ([[არენიტი|არენიტები]]) იყოს წარეცხილიც უფრო გვიანდელი კარბონატული, კაჟიანი და ფეროოქსიდური ცემენტით. ზოგიერთი მკვლევარი გრაუვაკას აგრეთვე უწოდებს ანალოგიური შედგენილობის მსხვილ- და უხეშნატეხოვან ქანებს ([[ხვინჭა]], [[ხრეში]], [[კენჭნარი]] და სხვა). ზოგჯერ გრაუვაკა გამოიყენება როგორც ტერმინ [[ტურბიდიტი]]ს სინონიმი.<ref name="bigenc">[http://bigenc.ru/geology/text/2376520 გრაუვაკა // დიდი რუსული ენციკლოპედია] {{ru icon}}</ref>
 
გვხვდება ძირითადად პოლიმიქტური (შედგება სხვადასხვა [[ქანი (გეოლოგია)|ქანების]] ან [[მინერალი|მინერალების]] ნატეხებისაგან), უფრო ნაკლებად, მონომიქტური, მაგ., ბაზალტური, პიროქსენული) ქანებიც. მინარევის სახით მასში არაიშვიათად არის წარმოდგენილი [[კვარციტი|კვარციტების]], [[გნაისი|გნაისებისა]] და [[გრანიტოიდი|გრანიტოიდების]] ნატეხები, რომელთა შემცველობისას 25 %-ზე მეტად გამოყოფენ გარდამავალ სხვაობას საკუთრივ გრაუვაკიდან [[კვარცი|კვარცულ]] ან [[არკოზი|არკოზულ]] ნატეხებამდე. გრაუვაკის შედგენილობა განსაზღვრავს მათ [[ლითოლოგია|ლითოლოგიურ]] უმწიფობას. გრაუვაკა ჩვეულებრივ დაუხარისხებელია ან ცუდად არის დახარისხებული; არაშრეებრივი ან ჰორიზონტალურად გრადაციული, ირიბი და ტალღოვანი ფენისაა.<ref name="bigenc" />
 
გრაუვაკა უფრო ფართოდ არის გავრცელებული ვიდრე სხვა შედგენილობის ნატეხი ქანები ([[კვარცი|კვარცული]], [[არკოზი|არკოზული]]). წარმოშობის წესისა და პირობების მიხედვით, გრაუვაკას ყოფენ პროლუვიურ, მთა-ალუვიურ, ზღვიურ (ზვირთცემული, ნაკადური, კოლუვიური, ტურბიდიტული და სხვა), ვულკანურ (ჰიალოკლასტიტები, ტუფები, ტუფიტები), აგრეთვე მყინვარულ და ეოლურ დანაგროვებად. გრაუვაკა შედის ფლიშურ, შლირულ, მოლასურ, ვულკანურ, ნახშირიან და სხვა ნაოჭა და ვულკანური სარტყლების ფორმაციებში, შიდაკონტინენტურ რიფტებში, [[კონტინენტის წყალქვეშა კიდე|კონტინენტურ კიდეებზე]], იშვიათად — ოკეანის ცენტრალურ ნაწილებშიც. დანალექების ჭრილში გრაუვაკის არსებობა მოწმობს დანაწევრებული [[რელიეფი]]სა და აქტიური ტექტონიკური მოძრაობის პირობებში არსებულ ნალექთდაგროვების მიმდინარეობასა და [[ვულკანიზმი|ვულკანური აქტივობის]] გამოვლინებაზე.<ref name="bigenc" />
 
==რესურსები ინტერნეტში==
{{დსე|013473|გრაუვაკა}}
{{ბრიტანიკა|wacke}}
* [http://www.mining-enc.ru/g/grauvakka/ გრაუვაკა] — სტატია სამთო ენციკლოპედიიდან {{ru icon}}
 
==ლიტერატურა==
* Шуман В. Мир камня. Горные породы и минералы. — М.: Мир, 1986. С. 108;
* Фро­лов В. Т. Ли­то­ло­гия. М., 1993. Т. 2;
* Сис­те­ма­ти­ка и клас­си­фи­ка­ция оса­доч­ных по­род и их ана­ло­гов. СПб., 1998.
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გრაუვაკა“-დან