გრაუვაკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 12:
'''გრაუვაკა''' ({{lang-de|grau}} — ნაცრისფერი და Wacke — ქანი) — მუქი შეფერილობის, ძირითადად, [[ქვიშაქვა|ქვიშაქვური ქანი]], რომელიც შეიცავს [[თიხა|თიხის ნატეხებს]], [[არგილიტი|არგილიტებს]], [[ალევროლითი|ალევროლითებს]], [[ქვიშაქვა|ქვიშაქვებს]], სხვადასხვა მეტამორფულ ეფუზიურ და ინტრუზიულ ქანებს ([[გრანიტოიდი|გრანიტოიდების]] გარდა), მუქი ფერის მინერალებს, ფუძე და საშუალო პლაგიოკლაზებს. გრაუვაკა ნაცრისფერი, მუქი ნაცრისფერი, მომწვანო, ხშირად მიწისფერი იერისაა. ჩვეულებრივ, დიდი რაოდენობით შეიცავს (10-15 % და მეტად) თიხოვან შემვსებს (ვაკებს), თუმცა შეიძლება [[თიხა|თიხისაგან]] ([[არენიტი|არენიტები]]) იყოს წარეცხილიც უფრო გვიანდელი კარბონატული, კაჟიანი და ფეროოქსიდური ცემენტით. ზოგიერთი მკვლევარი გრაუვაკას აგრეთვე უწოდებს ანალოგიური შედგენილობის მსხვილ- და უხეშნატეხოვან ქანებს ([[ხვინჭა]], [[ხრეში]], [[კენჭნარი]] და სხვა). ზოგჯერ გრაუვაკა გამოიყენება როგორც ტერმინ [[ტურბიდიტი]]ს სინონიმი.
 
გვხვდება ძირითადად პოლიმიქტური (შედგება სხვადასხვა [[ქანი (გეოლოგია)|ქანების]] ან [[მინერალი|მინერალების]] ნატეხებისაგან), უფრო ნაკლებად, მონომიქტური, მაგ., ბაზალტური, პიროქსენული) ქანებიც. მინარევის სახით მასში არაიშვიათად არის წარმოდგენილი [[კვარციტი|კვარციტების]], [[გნაისი|გნაისებისა]] და [[გრანიტოიდი|გრანიტოიდების]] ნატეხები, რომელთა შემცველობისას 25 %-ზე მეტად გამოყოფენ გარდამავალ სხვაობას საკუთრივ გრაუვაკიდან [[კვარცი|კვარცულ]] ან [[არკოზი|არკოზულ]] ნატეხებამდე. გრაუვაკის შედგენილობა განსაზღვრავს მათ [[ლითოლოგია|ლითოლოგიურ]] უმწიფობას. გრაუვაკა ჩვეულებრივ დაუხარისხებელია ან ცუდად არის დახარისხებული; არაშრეებრივი ან ჰორიზონტალურად გრადაციული, ირიბი და ტალღოვანი ფენისაა. გრაუვაკა უფრო ფართოდ არის გავრცელებული ვიდრე სხვა შედგენილობის ნატეხი ქანები (კვარცული, არკოზული). წარმოშობის წესისა და პირობების მიხედვით, გრაუვაკას ყოფენ პროლუვიურ, სამთო-ალუვიურ, ზღვიურ (ზვირთცემული, ნაკადური, კოლუვიური, ტურბიდიტული და სხვა), ვულკანურ (ჰიალოკლასტიტები, ტუფები, ტუფიტები),
 
გრაუვაკა უფრო ფართოდ არის გავრცელებული ვიდრე სხვა შედგენილობის ნატეხი ქანები ([[კვარცი|კვარცული]], [[არკოზი|არკოზული]]). წარმოშობის წესისა და პირობების მიხედვით, გრაუვაკას ყოფენ პროლუვიურ, მთა-ალუვიურ, ზღვიურ (ზვირთცემული, ნაკადური, კოლუვიური, ტურბიდიტული და სხვა), ვულკანურ (ჰიალოკლასტიტები, ტუფები, ტუფიტები), აგრეთვე მყინვარულ და ეოლურ დანაგროვებად. გრაუვაკა შედის ფლიშურ, შლირულ, მოლასურ, ვულკანურ, ნახშირიან და სხვა ნაოჭა და ვულკანური სარტყლების ფორმაციებში, შიდაკონტინენტურ რიფტებში, [[კონტინენტის წყალქვეშა კიდე|კონტინენტურ კიდეებზე]], იშვიათად - ოკეანის ცენტრალურ ნაწილებშიც. დანალექების ჭრილში გრაუვაკის არსებობა მოწმობს დანაწევრებული რელიეფისა და აქტიური ტექტონიკური მოძრაობის პირობებში არსებულ ნალექთდაგროვების მიმდინარეობასა და ვულკანური აქტივობის გამოვლინებაზე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გრაუვაკა“-დან