გრაუვაკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
განახლება
No edit summary
ხაზი 10:
| გამოიყენება =
}}
'''გრაუვაკა''' ({{lang-de|grau}} — ნაცრისფერი და Wacke — ქანი) — მუქი შეფერილობის, ძირითადად, [[ქვიშაქვა|ქვიშაქვური ქანი]], რომელიც შეიცავს [[თიხა|თიხის ნატეხებს]], [[არგილიტი|არგილიტებს]], [[ალევროლითი|ალევროლითებს]], [[ქვიშაქვა|ქვიშაქვებს]], სხვადასხვა მეტამორფულ ეფუზიურ და ინტრუზიულ ქანებს ([[გრანიტოიდი|გრანიტოიდების]] გარდა), მუქი ფერის მინერალებს, ფუძე და საშუალო პლაგიოკლაზებს. გრაუვაკა ნაცრისფერი, მუქი ნაცრისფერი, მომწვანო, ხშირად მიწისფერი იერისაა. ჩვეულებრივ, დიდი რაოდენობით შეიცავს (10–15% და მეტად) თიხოვან შემვსებს (ვაკებს), თუმცა შეიძლება თიხისაგან (არენიტები) იყოს წარეცხილიც უფრო გვიანდელი კარბონატული, კაჟიანი და ფეროოქსიდური ცემენტით. ზოგიერთი მკვლევარი გრაუვაკას აგრეთვე უწოდებს ანალოგიური შედგენილობის მსხვილ- და უხეშნატეხოვან ქანებს (ხვინჭა, ხრეში, კენჭნარი და სხვა). ზოგჯერ გრაუვაკა გამოიყენება როგორც ტერმინ ტურბიდიტის სინონიმი.
 
გვხვდება ძირითადად პოლიმიქტური (შედგება სხვადასხვა ქანების ან მინერალების ნატეხებისაგან), უფრო ნაკლებად, მონომიქტური, მაგ., ბაზალტური, პიროქსენული) ქანებიც. მინარევის სახით მასში არაიშვიათად არის წარმოდგენილი კვარციტების, გნაისებისა და გრანიტოიდების ნატეხები, რომელთა შემცველობისას 25 %-ზე მეტად გამოყოფენ გარდამავალ სხვაობას საკუთრივ გრაუვაკიდან კვარცულ ან არკოზულ ნატეხებამდე. გრაუვაკის შედგენილობა განსაზღვრავს მათ ლითოლოგიურ უმწიფობას. გრაუვაკა ჩვეულებრივ დაუხარისხებელია ან ცუდად არის დახარისხებული; არაშრეებრივი ან ჰორიზონტალურად გრადაციული, ირიბი და ტალღოვანი ფენისაა. გრაუვაკა უფრო ფართოდ არის გავრცელებული ვიდრე სხვა შედგენილობის ნატეხი ქანები (კვარცული, არკოზული). წარმოშობის წესისა და პირობების მიხედვით, გრაუვაკას ყოფენ პროლუვიურ, სამთო-ალუვიურ, ზღვიურ (ზვირთცემული, ნაკადური, კოლუვიური, ტურბიდიტული და სხვა), ვულკანურ (ჰიალოკლასტიტები, ტუფები, ტუფიტები),
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გრაუვაკა“-დან