ზემო ალვანის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით, ბოძები და თაღები ამოყვანილია [[აგური]]თ. ნავები გაყოფილია ბოძების ორი წყვილით. კამარით გადახურული შუა ნავი დასრულებულია საკურთხევლის აფსიდით, გვერდის ნავები კი სწორკუთხა სათავსებით. ბაზილიკის კედლები მოხატულია. [[XVII საუკუნე]]ში ბაზილიკაზე სამხრეთით აგურის ორსართულიანი [[სამრეკლო]] აქვს მიდგმული.
 
=ალვნის ნათლისმცემლის მოხატულობა=
ალვანის ნათლისმცემლის მოხატულობა პოსტბიზანტიური ნაკადის ერთ-ერთი ნიმუშია, ისევე, როგორც [[ლევან(კახთა მეფე)|ლევან]] მეფის ბრძანებით მოხატული სხვა ტაძართა მოხატულობები. ის თავისი დროის მოწინავე, ე.წ. პროფესიული ნაკადის ბერძნული ორიენტაციის ქართულ ნიმუშებთან პოულობს გარკვეულ საერთოს. მაგ. მასზე მოგვიანო, მეჩვიმეტე საუკუნეში შესრულებული ლევან მეორე დადიანის მოხატულობა [[წალენჯიხა|წალენჯიხაში]] ასევე ერთაწმინდის მოხატულობა და თითქმის ალვანის თანადროული, [[გელათი|გელათის]] წმინდა გიორგის ტაძრის მოხატულობა.
 
 
=ალვნის ნათლისმცემლის მოხატულობა=
მოხატულობა ხელწერით ერთგვაროვანია. ერთნაირია თავად ფიგურათა ხასიათიც. ისინი პროპორციული და საკმაოდ მოცულობითია, დამუშავება კი საკმაოდ ფერწერულია. ფიგურები დამუშავებულია რბილი ფერადოვანი გადასვლებით. ფორმები მრგვალი და მძიმეა. რაც შეეხება უშუალოდ სხეულისა და სამოსის ნაკვთებს ისინი სქელი და მომრგვალებულია, ზოგი ფიგურის შემთხვევაში, სამოსის დეტალები ტეხილი ხაზებითაა მონიშნული.
ტაძრის შუა ნავის ზედა ნაწილში ათორმეტ დღესასწაულთა ციკლია გაშლილი, კედლების ქვედა არე წმინდანთა ფრონტალურ ფიგურებს უკავია.
77

რედაქტირება