ზემო ალვანის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ალვნის ნათლისმცემლის მოხატულობის დამატება
No edit summary
ხაზი 19:
მიუხედავად იმისა, რომ სცენა თითქმის სრულიად არის ჩამოცვენილი, საკვანძო დეტალების წყალობით (ანგელოზის ფრთა, ორი ფიგურის შარავანდი, სულიწმინდა, რომელიც ერთ-ერთ ფიგურაზე გადმოდის) შესაძლებელია სცენის იდენტიფიკაცია, ასევე შესაძლებელია მხატვრულ სტილზე საუბარიც. მსუბუქი, პლასტიკური ფორმები, სამოსის დაკუთხული, მაგრამ რბილი დანაწევრება და დეტალების მკაფიოდ ამოხატვა. ( რაც აშკარად იკითხება არქიტექტურულ ფონზე, რომელიც ხარების სცენაშია ჩართული.) და ორნამენტული მორთულობა. აღსანიშნავია ალვანის ოსტატის სიყვარული არქიტექტურული ფორმების მიმართ. (არქიტექტურული ფორმების ხაზგასმა დამახასითებელია ზოგადპოსტბიზანტიური მხატვრობისათვის) ალვანის ოსტატი ასევე აქტიურად იყენებს ორნამენტულ მოტივებს, აყვავებულ მცენარეულ დეკორს და სხვადასხვა გეომეტრიულ ფორმებს, რომლებითაც მხატვარი ამკობს რეგისტრის ხაზებსა და სცენებს შორის არეებს.
 
ტაძრის დასავლეთ კედლის ქვედა რეგისტრში გამოსახულია 5 ფიგურისაგან შემდგარი რიგი, რომლითაგანაც პირველი ფიგურა წარმოადგენს [[წმინდა ნინო|წმინდა ნინოს]] ხოლო ბოლო ორი იმპერატორ [[Კონსტანტინე I დიდი|კონსტანტინესა]] და მის დედას ელენეს. რიგის მეორე და მესამე გვირგვინოსანი ფიგურა წარმოადგენს [[Ქტიტორი|ქტიტორთა]] პორტრეტებს. ისტორიული წყაროები მოწმობენ რომ რიგის მეორე ფიგურა წარმოადგენს ლევან კახთა მეფეს. ჯერ კიდევ ორმოცდაათი წლის წინ ამ ფიგურის გვერდით იკითხებოდა წარწერა "ლეონ" , რონმელის ახლა დაკარგულია. რაც შეეხება რიგის მესამე ფიგურას, ის ძალზედ დაზიანებულია და მისგან მხოლოდ გვირგვინოსანის სილუეტიღაა შემორჩენილი. ადრინდელი კვლევები მას მიაკუთვნებდნენ [[Თინათინ გურიელი|თინათინ]] გურიელს, ლევან მეფის მეუღლეს, თუმცა უახლესმა გამოკვლევებმა აჩვენა რომ ამ ფიგურის სახეზე შეიმჩნევა მამაკაცის წვერის ფორმაზე მონიშნული სპეციალური ნაკაწრების, [[Გრაფემა|გრაფემების]], კვალი რომელსაც იყენებდნენ მოსამზადებელი ნახატისათვის კონტურების მოსანიშნად. შესაბამისად, რიგის მესამე ფიგურა უნდა ეკუთვნოდეს მამაკაცს.
 
==ლიტერატურა==