ტრისტან და იზოლდა (ოპერა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 47:
1854 წლის ბოლოსთვის ვაგნერს სამივე მოქმედების მონაზახი მზად ჰქონდა ტრისტანის თემაზე, გოტფრიდ ფონ შტრასბურგის ვერსიის მიხედვით. ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ადრინდელი მონახაზები 1856 წლის დეკემბრით თარიღდება, თუმცა, მთლიანი ყურადღება ვაგნერმა ამ ოპერას მხოლოდ 1857 წლის აგვისტოდან დაუთმო, რისთვისაც ''ზიგფრიდზე'' მუშაობაც შეწყვიტა. 20 აგვისტოს დაიწყო ტექსტის მონახაზებზე მუშაობა და [[ლიბრეტო]], (ან ''პოემა'', როგორც ვაგნერი უწოდებდა) 18 სექტემბრისთვის მზად იყო.<ref>Millington 1992, p. 300.</ref> ამ დროისათვის ვაგნერი ვეზენდოკის მამულში აშენებულ კოტეჯში ცხოვრობდა და ''ტრისტანზე'' მუშაობის დროს მატილდა ვეზენდოკთან ჰქონდა ურთიერთობა. პლატონური იყო ეს ურთიერთობა თუ არა, უცნობია. იმავე წლის სექტემბრის ერთ საღამოს, ვაგნერმა ''ტრისტანის'' დასრულებული პოემა წაუკითხა აუდიტორიას, რომელშიც შედიოდნენ მისი მეუღლე, მინა; მისი მუზა, მატილდა და მომავალი საყვარელი (და შემდგომ მეუღლე), კოზიმა ფონ ბიულოვი.
 
1857 წლის ოქტომბერში ვაგნერს დაწყებული ჰქონდა პირველი აქტის მუსიკის მონახაზი. თუმცა, ოქტომბერში დაწერა მუსიკა მატილდას ხუთ ლექსზე, რომლებიც ახლა ''ვეზენდოკის ლიდებისსიმღერების (Wesendonck Lieder)'' სახელითაა ცნობილი. ეს უჩვეულო სვლა იყო ვაგნერის მხრიდან, რომელიც, როგორც წესი, მუსიკაში მხოლოდ საკუთარ ტექსტებს იყენებდა ხოლმე. ვაგნერის თქმით, ამ სიმღერებიდან ორი - „Im Treibhaus“ და „Träume“ სავარჯიშოები იყო ''ტრისტანისთვის:'' „Träume“ იყენებს იგივე მოტივს, რომელიც გამოყენებულია მე-2 მოქმედების სასიყვარულო დუეტში, ხოლო "Im Treibhaus-ში" ისმის თემა, რომელიც შემდგომ ოპერის მე-3 მომქმედების პრელუდია გახდა.<ref>Millington 1992, p. 318.</ref> ვაგნერი ''ტრისტანის'' წერას მხოლოდ მას შემდეგ დაუბრინდა, რაც გააფორმა შეთანხმება ლაიფციგში არსებულ გამომცემლობასთან Breitkopf & Härtel, 1858 წლის იანვარში. ამ დროიდან მოყოლებული, ვაგნერი ამთავრებდა თითოეულ მომქედებასმოქმედებას და გზავნიდა გადასაწერად, ხოლო შემდეგ იწყებდა მომდევნო მოქმედებაზე მუშაობას, რაც აღსანიშნავი ფაქტია ნაწარმოების უპრეცედენტო მასშტაბის და პარტიტურის სირთულის გამო.<ref>Deathridge 2008, "Public and Private Life", pp. 117–32.</ref>
 
1858 წლის აპრილში ვაგნერის ცოლს, მინას, ხელში ჩაუვარდა კომპოზიტორის მიერ მატილდასთვის გაგზავნილი წერილი. ვაგნერის პროტესტის მიუხედავად, რომ მინა წერილის „ვულგარულად ინტერპრეტირებას“ ცდილობდა, მან ჯერ ვაგნერი, ხოლო შემდეგ მატილდა ღალატში დაადანაშაულა.<ref>Gutman 1990, pp. 180–82.</ref> ბევრი ტანჯვის შემდეგ, ვაგნერმა დაარწმუნა მინა, რომელსაც გულის დაავადება ჰქონდა, დასასვენებლად წასულიყო, ხოლო ოტო ვეზენდოკმა მატილდა იტალიაში წაიყვანა. ამ ორი ქალბატონის არყოფნის დროს დაიწყო ვაგნერმა მე-2 მოქმედების მუსიკის მონახაზების გაკეთება. მიუხედავად ამისა, 1858 წლის ივლისში მინას დაბრუნებამ სიტუაცია კვლავ დაძაბა, რის გამოც კომპოზიტორი იძულებული გახდა, მინაც და მატილდაც დაეტოვებინა და [[ვენეცია|ვენეციაში]] წასულიყო.