ტრისტან და იზოლდა (ოპერა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 212:
 
მიუხედავად იმისა, რომ ''ტრისტანი და იზოლდა'' მსოფლიოს საოპერო თეატრებში ხშირად სრულდება, თავდაპირველი კრიტიკული მოსაზრება მასზე უარყოფითი იყო. ''Allgemeine musikalische Zeitung-ის'' 1865 წლის 5 ივლისის ნომერში ეწერა:
{{quote|პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს არის სექსუალური სიამოვნების განდიდება ყველა მაცდური ხერხით, დაუშრეტელი მატერიალიზმით, რომელის მიხედვითაც, ადამიანებს არ გააჩნიათ უფრო მაღალი ბედისწერა, ვიდრე ის, რომ მტრედებივით უმანკო ცხოვრების შემდეგ „ტკბილ სურნელებაში სუნთქვასავით გაქრნენ“. ამ მიზნის მისაღწევად მუსიკა სიტყვას არის დამონებული, [[მუზა|მუზათა]] შორის ყველაზე სრულყოფილს ვულგარული სურათების ხატვისთვის იყენებენ... (ვაგნერი) თავად ვნებას აქცევს თავისი დრამის ნამდვილ სუბიექტად... ჩვენ ვფიქრობთ, რომ პოემა ''ტრისტანი და იზოლდას'' ეს სასცენო წარმოდგენა გარყვნილების აქტის ტოლფასია. ვაგნერი არ გვიჩვენებს ნორდული [[საგა|საგის]] გმირთა ცხოვრებას, რომელიც გაანათლებდა და სულიერად გააძლიერებდა მის გერმანულ აუდიტორიას. რასაც იგი გვიჩვენებს, არის ის, თუ როგორ ანგრევს ვნება გმირების ცხოვრებას.<ref>Barth 1975, p. 208.</ref>}}
 
ედუარდ ჰანსლიკმა ''ტრისტანის'' პრელუდიის მოსმენისას, 1868 წელს, განაცხადა, რომ ის აგონებდა „ერთ ძველ იტალიურ ნახატს, რომელზეც წამებულის შიგნეული ნელ-ნელა გადმოდის მისი სხეულიდან საწამებელ ბორბალზე“. ლოდონის Drury Lane Theatre-ში პირველ წაროდგენას, 1882 წელს, გაზეთი ''The Era'' ასე გამოეხმაურა:
{{quote|არ შეგვიძლია თავი შევიკავოთ ცხოველური ვნების იმ თაყვანისცემის გაპროტესტებისგან, რომელიც ასე თვალშისაცემად ახასიათებს ვაგნერის ბოლო ნამუშევრებს. რა თქმა უნდა, ''ტრისტანში'' არაფერია ისეთი გულისამრევი, როგორიც ''ვალკირიაში'', მაგრამ სისტემა იგივეა. თავად ვნება უწმინდურია და მისი წარმოდგენა სცენაზე - სიბინძურე. სწორედ ამ მიზეზით გვახარებს იმის რწმენა, რომ მსგავსი ნამუშევრები პოპულარული არ გახდება და თუ გახდება, დარწმუნებული ვართ, მხოლოდ ბოროტი ტენდენციებით. მაშასადამე, არის სიხარულის მიზეზიც იმაში, რომ ვაგნერის მუსიკა, მისი საოცარი ოსტატობის და ძალის მიუხედავად, სიძულვილს უფრო მეტ ადამიანში აღძრავს, ვიდრე აღტაცებას.<ref>Mander R. & Mitchenson J. (W.H. Allen, London, 1977), The Wagner Companion, p. 120.</ref>}}
 
[[მარკ ტვენი|მარკ ტვენმა]] ''ტრისტანი'' გერმანიაში ყოფნისას, ბაიროითში მოისმინა და შემდეგი კომენტარი გააკეთა:
{{quote|ვიცნობ რამდენიმეს და მსმენია ბევრი ადამიანის შესახებ, რომელმაც მისი ნახვის შემდეგ ვერ დაიძინა და ღამე ტირილში გაატარა. აქ თავს ძალიან უცხოდ ვგრძნობ. ხანდახან მგონია, რომ ერთადერთი საღად მოაზროვნე პიროვნება ვარ შეშლილთა საზოგადოებაში; ხანდახან მგონია, ბრმა ვარ იქ, სადაც ყველა ხედავს; ერთადერთი ველური სწავლულთა შორი და ერეტიკოსი სამოთხეში.<ref>Twain, Mark (6 December 1891). "Mark Twain at Bayreuth". ''Chicago Daily Tribune''. See {{Cite web |title=At the Shrine of St. Wagner |publisher=twainquotes.com |url=http://www.twainquotes.com/Travel1891/Dec1891.html |accessdate=18 November 2010}}</ref>}}
 
[[კლარა შუმანი]] წერდა, რომ ''ტრისტანი და იზოლდა'' ყველაზე ამაზრზენი რამ იყო, რაც თავის ცხოვრებაში ენახა ან მოესმინა.<ref>Brauenstein, Joseph (1971). Notes for the LP "[[Clara Schumann]]. Piano Concerto in A minor, Op. 7 ". [[Michael Ponti]], piano; [[Berliner Symphoniker|Symphonisches Orchester Berlin]]; Völker Schmidt-Gertenbach, conductor. Vox STGBY649. {{OCLC|34837519|3496053}}.</ref>
 
დროის გასვლასთან ერთად ''ტრისტანის'' მიმართ დამოკიდებულება დადებითად შეიცვალა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე [[ჯუზეპე ვერდი|ჯუზეპე ვერდიმ]] ინტერვიუში თქვა: „გაოცებითა და ძრწოლით ვდგავარ ვაგნერის ''ტრისტანის'' წინაშე“.<ref>Millington 1992, p. 382.</ref> ''სრულყოფილ ვაგნერიანელში (The Perfect Wagnerite)'', მწერალი და სატირიკოსი [[ჯორჯ ბერნადბერნარდ შოუ]] წერს, რომ ''ტრისტანი'' იყო „გასაოცრად ინტენსიური და ნამდვილი გადმოტანა მუსიკაში იმ ემოციებისა, რაც შეყვარებული წყვლის ერთობას ახლავს“ და მას „განადგურებისა და სიკვდილის ლექსი“ უწოდა. [[რიხარდ შტრაუსი]], რომელსაც ტავდაპირველადთავდაპირველად ''ტრისტანი'' არ მოსწონდა, ამბობდა, რომ ვაგნერის მუსიკა მოკლავდა„მოკლავდა კატას და ქვებს ათქვეფილ კვერცხებად გადააქცევდა თავისი საზარელი დისკორდებითდისკორდებით“. თუმცა მოგვიანებით, 1892 წელს, როცა ბაიროითის ფესტივალის ვიწრო წრეში იყო მოხვედრილი, კოზიმა ვაგნერისთვის მიწერილ წერილში განაცხადა: „ჩემი პირველი ''ტრისტანი'' ვიდირიჟორე. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საოცარი დღე იყო.“ 1935 წელს მან იოზეფ გრეგორს, თავის ერთ-ერთ ლიბრეტისტს მისწერა, რომ ''ტრისტანი და იზოლდა'' მთელი რომანტიზმის დასასრული იყო, რადგან მთელი XIX საუკუნის მოლოდინი მასში იყო გაერთიანებული.“ <ref>Kennedy, Michael (Cambridge University Press, 2006), ''Richard Strauss: Man, Musician, Enigma'', p. 67. [https://books.google.com/books?id=VtjN7_oeWmYC&lpg=PA67&dq=%22richard%20strauss%22%20%22tristan%20und%20isolde%22&pg=PA67#v=onepage&q=%22end%20of%20all%20romanticism%22&f=false Google Books]</ref>
 
დირიჟორმა ბრუნო ვალტერმა ''ტრისტანი და იზოლდა'' პირველად 1889 წელს, სტუდენტობისას მოისმინა:
{{quote|ბერლინის ოპერის ყველაზე მაღალ იარუსში ვიჯექი და ჩელოების პირველი ბგერიდან მოყოლებული, გული სპაზმურად შემეკუმშა... მანამდე არასდროს არ განეცადა ჩემს სულს ხმისა და ვნების მსგავსი წარღვნა, ჩემს გულს - მსგავსი სურვილი და ნეტარება... ახალი ეპოქა დაიწყო: ვაგნერი იყო ჩემი ღმერთი და მე მისი წინასწარმეტყველი მინდოდა ვყოფილიყავი.<ref>{{Cite book|url=https://books.google.com/books?id=vGLL4fEE08sC&pg=PA148&lpg=PA148|title=Classical Music: The 50 Greatest Composers and Their 1,000 Greatest Works|last=Goulding|first=Phil G.|date=2011-03-16|publisher=Random House Publishing Group|isbn=9780307760463|language=en|page=148}}</ref>}}
 
[[ფრიდრიხ ნიცშე]], რომელიც ახალგაზრდობაში ვაგნერის ერთ-ერთი უერთგულესი მოკავშირე იყო, წერდა, რომ მისთვის ''ტრისტანი და იზოლდა'' ნამდვილი ''opus metaphysicum'' იყო თავისი უბრალო დიდებულებით. მეგობრის, ერვინ როდესთვის მიწერილ წერილში, 1868 წლის ოქტომბერში, ნიცშემ აღწერა თავისი რეაქცია ''ტრისტანის'' პრელუდიაზე: „უბრალოდ ვერ ვახერხებ, კრიტიკულად მიუკერძოებელი ვიყო ამ მუსიკის მიმართ. იგი ყველა ნერვს ეხება დიდი ხანია მსგავსი ექსტაზის განცდა ჩემში არაფერს გამოუწვევია“. მას შემდეგაც კი, რაც მისი გზები ვაგნერთან გაიყო, ნიცშე განაგრძობდა ''ტრისტანის'' შედევრად მოხსენიებას: „ჯერ კიდევ ვეძებ ისეთ ნამუშევარს, რომელშიც არის ისეთი საშიშისახიფათო აღტაცება, ისეთი ნეტარებით სავსე უსასრულობა, როგორიც ''ტრისტანში'' - ვეძებ უშედეგოდ,ხელოვნების ყველა ფორმაში.“<ref>Nietzsche 1979, p. 61.</ref>
 
[[მარსელ პრუსტი]], რომელზეც ვაგნერმა ძლიერი შტაბეჭდილებაშთაბეჭდილება მოახდინა, ''ტრისტანს'' და მის ულევ„ულევ გამეორებებსგამეორებებს“ არაერთხელ ეხება თავის ნაშრომში ''დაკარგული დროის ძიებაში''. მისი დახასიათებით, პრელუდიის თემა არის „დაკავშირებული მომავალთან, ადამიანის სულის რეალობასთან.“<ref>Proust, In Search of Lost Time (https://www.gutenberg.org/files/7178/7178-h/7178-h.htm)</ref><ref>Nattiez, Jean-Jacques. Proust as Musician. Oxford. https://books.google.com/books?id=tWoHGRw8No0C&printsec=frontcover&source=gbs_ge_summary_r&cad=0#v=onepage&q&f=false</ref>
 
==სქოლიო==