პალეოლითი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''პალეოლითი''' ([[ბერძნ.]] παλαιός — ძველი და λίθος — ქვა; '''ძველი ქვის ხანა''') ([[პალეო...]] და [[...ლითი]]) [[ქვის ხანა|ქვის ხანის]] ყველაზე ხანგრძლივი და ადრეული პერიოდი. ქვის ხანის დაყოფა პალეოლითად და ნეოლითად ეკუთვნის ინგლისელ არქეოლოგსა და ეთნოგრაფს [[ჯონ ლებოკი|ჯონ ლებოკს]] (ტერმინი შემოღებულია 1865). პალეოლითის დასაწყისია უძველესი განათხარი ადამიანების (ჰომო გაბილისი, პითეკანთროპი) არსებობის ხანა და გეოლოგიურად პლეისტოცენის ადრინდელ საფეხურს შეესაბამება. ამ დროის კლიმატური პირობები, მცენარეული საფარი და ცხოველთა სამყარო მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა დღევანდელობისაგან. პალეოლითის ადამიანის ძირითადი იარაღი იყო ქვის ცული. საჩეხი, წვეტანა, საფხეკი, საჭრისი, დანა და სხვა იარაღები. ამზადებდნენ ხისა და ძვლის იარაღსაც. მეურნეობა მიმთვისებლური იყო, მისდევდნენ შემგროვებლობას, [[ნადირობა]]სა და [[თევზჭერა]]ს. შუა პალეოლითში ([[მუსტიეს კულტურა|მუსტიეს ეპოქა]], ნეანდერტალელი ადამიანი) ჩნდება რელიგიის წარმოდგენები, ისახება ხელოვნური ასდრესი ფორმები. პალეოლითი იწყება დაახლოებით 2 — 2,5 მლნ. წლის წინ ([[ოლდოვაის კულტურა]], აღმოსავლეთი აფრიკა).
 
პალეოლითის ყველაზე ადრეულ საფეხურს ეწოდება ოლდუვაის ეპოქა. ამ პერიოდის ადამიანი საქართველოში, თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთით, 95 კილომეტრის დაშორებით, დმანისში არის ნაპოვნი, ასაკი - მილიონ რვაასი ათასი წელი. ნაპოვნია როგორც ქალის, ისე მამაკაცის ნაშთი, ქალი სიმაღლეში 1.5 მეტრეი იყო (ტერფის ძვალზე ჩატარებული ანალიზიდან ჩანს ეს), ხოლო მამაკაცი ოდნავ უფრო ნაღალი. ასევე, ნაპოვნია ისეთი თბილი კლიმატის მოყვარული ცხოველების ნაშთები:, როგორიც არის ეშვიანი ვეფხვი, ჟირაფი და სხვა, რაც ამტკიცებს, რომ იმ პერიოდში აქაური კლიმატი საკმაოდ თბილი იყო. შემდეგი საფეხურია ქვედა პალეოლითი, ამ პერიოდის ადამიანმა, სავარაუდოდ, იცოდა ცეცხლის ხელოვნური გზით მიღება-შენახვა და გარდა ამისა, ხასიათდება იმით, რომ ადამიანები პირველყოფილ ჯოგებად ცხოვრობდნენ. შემდეგი საფეხურია ზედა პალეოლითი, ადამიანები უკვე გვაროვნულ თემებად ცხოვრობენ (სისხლით ნათესაობაზე დაფუძნებული ერთობა) და ხირად, ეს გვაროვნული თემები, გაერთიანების საფუძველზე, ტომს ქმნიდნენ. აქ ეყრება საფუძველი ხელოვნების სხვადასხვა დარგს, მაგალითად, მხატვრობას. ზედა პალეოლითში წყობა მატრიარქალური იყო, რადგან არ არსებობდა ერთპარტნიორული თანაცხოვრება და არავინ იცოდა, ვინ იყო მამა, მაგრამ იცოდნენ, ვინ იყო დედა, აქედან გამომდინარე, ნათესაობა ქალის ხაზით აითვლებოდა.
[[საქართველო]]ში პალეოლითური კულტურის არსებობა პირველად დადასტურებული იყო 1914 წელს [[საკაჟია]]ს მღვიმეში. პალეოლითის მეცნიერულ შესწავლას ჩვენში საფუძველი ჩაეყარა XX საუკუნის პირველი მეოთხედიდან. [[1926]] წელს პროფ. გ. ნიორაძემ აღმოაჩინა და მაღალ მეცნიერულ დონეზე შეისწავლა [[დევისხვრელი]]ს მღვიმე. დღეისათვის საქართველოში პალეოლითის გავრცელების 6 ძირითადი რეგიონი გამოიყოფა:
* საქართველოს შავი ზღვის ზოლი (აფხაზეთის ჩათვლით) და მისი მიმდებარე ენგურის ხეობა;
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პალეოლითი“-დან