ნიკო ნიკოლაძე: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით |
|||
ხაზი 9:
[[1881]] წელს ნიკოლაძე სტავროპოლიდან პეტერბურგში გადავიდა, სადაც თანამშრომლობდა ჟურნალში „ოტეჩესტვენნიე ზაპისკი“ და ფართო ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა. პეტერბურგში ყოფნის დროს აქტიური მონაწილეობა მიიღო ნ. ჩერნიშევსკის განთავისუფლებაში. [[1886]] წლიდან მეორე დასის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. [[1887]]-[[1891]] თბილისში რედაქტორობდა გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“, თანამშრომლობდა ჟურნალ „მოამბეში“. [[1894]]-[[1912]] წლებში არჩეული იყო ფოთის ქალაქის თავად. [[1917]] თებერვლის რევოლუციას პეტერბურგში შეხვდა. [[1917]]–[[1918]] წლებში ნ. ნიკოლაძე იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს, ხოლო [[1919]]–[[1921]] წლებში საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. [[1918]] წლის [[26 მაისი|26 მაისს]] მან ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. [[1917]] წელს მისი უშუალო მონაწილეობით დაარსდა საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტია. იყო ამ პარტიის საპატიო თავმჯდომარე. [[1920]] ნიკოლაძე საზღვარგარეთ გაემგზავრა, როგორც ჭიათურის მანგანუმის საექსპორტო საზოგადოების დელაგაციის მეთაური; იქ შეიტყო საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების ამბავი და მაშინვე სამშობლოში დაბრუნება ითხოვა. [[1924]] წელს დაბრუნდა [[საქართველო]]ში. ნიკოლაძემ დიდი როლი შეასრულა ქართული ლიტერატურის კრიტიკის განვითარებაში. მანვე მოგვცა [[ილია ჭავჭავაძე|ი. ჭავჭავაძისა]] და [[გრიგოლ ორბელიანი|გრიგოლ ორბელიანის]] მხატვრული შემოქმედების ღრმა ანალიზი.
ნიკოლაძის
==ლიტერატურა==
|