მიხეილ ღლონტი: განსხვავება გადახედვებს შორის

გენერალ-მაიორი
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''მიხეილ ღლონტი''' (დ. 25 მარტი, 1858 — გ. სექტემბერი 1924) — გენერ...
(განსხვავება არ არის)

13:26, 27 თებერვალი 2019-ის ვერსია

მიხეილ ღლონტი (დ. 25 მარტი, 1858 — გ. სექტემბერი 1924) — გენერალი. დაამთავრა საკავალერიო სასწავლებელი. კორნეტი (1886). პორუჩიკი (1890). შტაბსროტმისტრი (1895). როტმისტრი(1898). ესკადრონის უფროსი. რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომის მონაწილე. ასეულის მეთაური. პოლკოვნიკი (1910 წარჩინებისთვის). 1910-1914 წლებში კავკასიის სათადარიგო საკავალერიო დივიზიონის უფროსი. 1914-1916 წლებში კავკასიის მე-2 სათადარიგო ბრიგადისუფროსის თანაშემწე, შემდეგ უფროსი. გენერალ-მაიორი (1917 წარჩინებისთვის). დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. ა6ნას მე-3 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ხმლებით, წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, იარაღით. 1918 წლიდან ქართულ ჯარშია. მეთაურობდა პოლკს. 1921 წელს ემიგრაციაში არ წავიდა. მონაწილეობდა 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების მომზადებაში. იყო „დამოუკიდებლობის კომიტეტის“ სამხედრო კომისიის წევრი. აჯანყების შემდეგდააპატიმრეს. დაიღუპა პატიმრობისას.

ლიტერატურა

  • ბახტაზე.მ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 467.