ტრისტან და იზოლდა (ოპერა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 191:
=== III მოქმედება ===
 
კურვენალს ტრისტანი თავის სასახლეში, კარეოლში, ბრეტონში ჰყავს მოყვანილი. მწყემსი სევდიან მელოდიას უკრავს და კითხულობს, გაიღვიძა თ არა ტრისტანმა. კურვენალი პასუხობს, რომ მას მხოლოდ იზოლდას მოსვლა გადაარჩენს. მწყემსი კი ეუბნება, რომ რაიმე გემის გამოჩენისას მხიარულ მელოდიას დაუკრავს. ტრისტანი იღვიძებს („Die alte Weise – was weckt sie mich?“) და დასტირის ბედს, კვლავ დღის ყალბ სამეფოში ყოფნას და დაუკმაყოფილებელ წყურვილს („Wo ich erwacht' weilt ich nicht“). მის მწუხარებას კურვენალი ასრულებსამთავრებს, როცა ეუბნება, რომ იზოლდა მოდის. ტრისტანი, სიხარულით აღვსილი ტრისტანი, ეკითხება, ჩანს თუ არა გემი, მაგრამ მწყემსისგან მხოლოდ მწუხარე მელოდია ისმის.
 
ტრისტანი მწუხარებას უბრუნდება და ახსენდება, რომ იგივე მელოდიას უკრავდნენ მაშინაც, როცა მამის და დედის გარდაცვალების შესახებ შეიტყო („Muss ich dich so versteh'n, du alte, ernst Weise“). ის ძალის გამოცლამდე წყევლის თავის ვნებას და სიყვარულის ელექსირს („verflucht sei, furchtbarer Trank!“). მწყემსი იზოლდას გემის მოახლოვებას ატყობინებთ, კურვენალი მის შესახვედრად მიდის, ამ დროს კი ტრისტანი, აღტაცებული, წრილობებიდან სახვევებს იხსნის („Hahei! Mein Blut, lustig nun fliesse!“). როცა იზოლდა მასთან მიდის, ტრისტანი მისი სახელის ხსენებით კვდება.