ოზონის შრე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
თუკი მთელ [[ატმოსფერო]]ში შენარჩუნდებოდა ნორმალური პირობები და შესაძლებელი იქნებოდა მისი დაყოფა შრეებად, რომელთაგან თითოეული იქნებოდა მხოლოდ ერთი აირის შემცველი, მაშინ მთელი [[დედამიწის ატმოსფერო|ატმოსფერო]] დაიკავებდა დაახლოებით 8 კმ სისქის შრეს, ხოლო ოზონის შრის სისქე დაახლოებით 3 მმ იქნებოდა. ამ ჰიპოთეტური ოზონის შრის სისქე კონკრეტულ ადგილზე განსაზღვრავს ოზონის შრის უმნიშვნელოვანეს მახასიათებელბს, — [[ოზონი]]ს საერთო შემცველობას, რომელიც დობსონის ერთეულებში იზომება და რომელსაც სახელი ეწოდა ბრიტანელი ფიზიკოსისა და მეტეოროლოგის [[გორდონ მილერ ბორნ დობსონი]]ს პატივსაცემად.
 
[[დობსონის ერთეული]] წარმოადგენს [[ოზონი]]ს მოლეკულების იმ რაოდენობას, რომელიც საჭიროა 0,01 მილიმეტრი სისქის სუფთა ოზონის შრის წარმოსაქმნელად 0 გრადუს ცელსიუსსა და 1 ატმოსფერო ჰაერის წნევის პირობებში.<ref>[http://www.ge.undp.org/content/dam/georgia/docs/publications/ENV/UNDP_GE_ENV_Ozone_Book_201801.pdf ოზონის შრე და მისი დაცვა]</ref> მოყვანილი ოზონის შრის 3 მმ-იანი სისქე შეესაბამება დობსონის 300 ერთეულს. [[ეკვატორი]]დან დაცილებისას ოზონის საერთო შემცველობა ჩვეულებრივ იზრდება; ოზონის მაქსიმალური საერთო შემცველობა შეინიშნება [[გაზაფხული]]ს დასაწყისში, მინიმალური — [[შემოდგომა]]ზე. ეს დამოკიდებულება არამტკიცეა [[ანტარქტიდა|ანტარქიდისთვის]]. ოზონის საერთო შემცველობა შეიძლება იცვლებოდეს დობსონის 80 ერთეულიდან ([[ანტარქტიდა]]ზე გაზაფხულის ოზონურ ანომალიამდე) დობსონის 650 ერთეულამდე ([[შორეული აღმოსავლეთი|შორეულ აღმოსავლეთზე]] ზამთრის ბოლოს — გაზაფხულის დასაწყისამდე). ატმოსფერული ოზონის ძირითადი ნაწილი მდებარებოს [[სტრატოსფერო]]ში, 1%-ზე ნაკლები [[მეზოსფერო]]ში, 10-15 % [[ტროპოსფერო]]ში. ატმოსფეროში ზონის მოლეკულები მუდმივად გადაადგილდებიან. ატმოსფეროში ოზონის მთავარი წყაროა ზედა [[სტრატოსფერო]], სადაც იგი წარმოიქმნება მოლეკულური ჟანგბადისაგან [[მზე|მზის]] [[ულტრაიისფერი გამოსხივება|ულტრაიისფერი გამოსხივების]] ზემოქმედებით.
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოზონის_შრე“-დან