ალექსანდრე ბატონიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
No edit summary
ხაზი 1:
{|border=0 cellpadding=10 width=100%
|- bgcolor=whitesmoke
|<small>საკუთარ სახელს "'''ალექსანდრე ბატონიშვილი'''" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: [[ალექსანდრე ბატონიშვილი]]
|}</small>
 
'''ალექსანდრე ბატონიშვილი''' (''ბაგრატიონი'') (* [[1770]] ― † [[1844]], [[თეირანი]]), [[ქართველები | ქართველი]] პოლიტიკური მოღვაწე, [[ერეკლე II | ერეკლე II-ი]]ს ძე. აღიზარდა კათოლიკე პატრების მეთვალყურეობით. 17-18 წლისა უკვე მონაწილეობდა ქვეყნის მართვა-გამგეობაში. ხელმძღვანელობდა აღა მაჰმად-ხანის შემოსევის დროს დანგრეული თბილისის აღდგენას. საუფლისწულო ქვემო ქართლში ჰქონდა. ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ ებრძოდა გიორგი XII-ს. როცა ქართლ-კახეთი რუსეთს შეუერთდა, ალექსანდრე ბატონიშვილმა დაიწყო ბრძოლა სამეფოს აღსადგენად. [[1802]]-[[1803]] დახმარება სთხოვა ამიერკავკასიის (ერევნის, ნახიჭევნის, განჯის) სახანოებს; შემდეგ კი ირანს წავიდა. რუსეთ-ირანის [[1804]]-[[1813]] ომის დროს [[თეიმურაზ ბატონიშვილი | თეიმურაზ ბატონიშვილთან]] ერთად იბრძოდა [[რუსეთი | რუსეთის]] წინააღმდეგ. ამავე დროს წერილებს უგზავნიდა რუსეთის მოხელეებს და ჰპირდებოდა, თუ ქართლ-კახეთის სამეფოს აღადგენდნენ, ბრძოლას შეწყვეტდა.