მწვანე წიგნი (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 35:
| საიტი =
}}
'''მწვანე წიგნი''' ({{lang-en|Green Book}}) — რეჟისორ [[პიტერ ფარელი]]ს 2018 წლის ამერიკული ბიოგრაფიული დრამა. ფილმის მოქმედება ვითარდება [[1962|1962 წელს]] და მოგვითხრობს ცნობილი ჯაზის პიანისტის [[დონ შირლი]]სა და მისი მძღოლის [[ტონი ლიპი]]ს მოგზაურობის რეალურ ისტორიას სამხრეთ [[აშშ]]-ში, რომელთა შორის დროთა განმავლობაში მეგობრობა გაჩნდება. მთავარ როლებში მონაწილეობენ: [[მაჰერშალა ალი]], რომელმაც შეასრულა დონ შირლის როლი და [[ვიგო მორტენსენი]], რომელმაც ითამაშა ტონი ლიპის როლი. ფილმისთვის სცენარი დაწერეს პიტერ ფარელიმ, ბრაიან ჰეიეზ კარიმ და ტონი ლიპის შვილმა — [[ნიკ ვალელონგა]]მ; სცენარი დაფუძნებულია ნიკ ვალელონგას მამისა და შირლის ინტერვიუზე და აგრეთვე მამამისისა და დედამისის წერილებზე.<ref>{{cite web |last1=Diamond |first1=Anna |title=The True Story of the ‘Green Book’ Movie |url=http://www.smithsonianmag.com/arts-culture/true-story-green-book-movie-180970728/ |website=Smithsonian.com |publisher= |accessdate=|date=}}</ref> ფილმის სახელწოდება მომდინარეობს [[ვიქტორ ჰიუგო გრინი]]ს მიერ დაწერილ გზამკვლევ „[[მწვანე წიგნი|მწვანე წიგნიდან]]“, რომელიც განკუთვნილი იყო შავკანიანი ავტომობილისტებისათვის და რომელიც [[აშშ]]-ში გამოდიოდა 1936-1966 წლებში.
 
„მწვანე წიგნის“ მსოფლიო პრემიერა შედგა [[ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალი|ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე]] 2018 წლის 11 სექტემბერს, სადაც მოიგო მთავარი ჯილდო „სახალხო არჩევანი“. [[აშშ]]-ში ფილმი ორიგინალურ გაქირავებაში გამოვიდა 2018 წლის 16 ნოემბერს, სადაც დისტრიბუცია გაუწია „[[Universal Pictures]]“-მა და მსოფლიო მასშტაბით ფილმმა მოაგროვა 144 მილიონი [[ამერიკული დოლარი|აშშ დოლარი]]. ფილმმა მიიღო კრიტიკოსების დადებითი შეფასება, მაღალი შეფასება მიიღეს აგრეთვე [[ვიგო მორტენსენი|ვიგო მორტენსენმა]] და [[მაჰერშალა ალი]]მ, თუმცა ისტორიული უზუსტობების გამო ფილმმა რამდენადმე კრიტიკაც დაიმსახურა.
 
„მწვანე წიგნმა“ მოიპოვა კინოკრიტიკოსების ეროვნული საბჭოს ჯილდო 2018 წლის საუკეთესო ფილმისთვის და ასევე [[ამერიკის კინოინსტიტუტი]]ს მიერ შეყვანილი იქნა 2018 წლის საუკეთესო ფილმთა 10-ეულში. „მწვანე წიგნმა“ მოიპოვა [[ოსკარი საუკეთესო სურათისთვის]] და [[ოსკარი საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის]]; გარდა ამისა, მსახიობი მაჰარშალა ალი გახდა ოსკარის გამარჯვებული საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში, ხოლო ვიგო მორტენსენი ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო მსახიობი კაცისთვის. მწვანე წიგნი ნომინირებული იყო აგრეთვე ოსკარზე საუკეთესო მონტაჟისთვის და გახდა ოქროს გლობუსის გამარჯვებული კატეგორიაში საუკეთესო მიუზიკლისა ან კომედიისთვის და მოიგო აშშ-ის პროდიუსერების გილდიის ჯილდო საუკეთესო ფილმისთვის.<ref>{{Cite web|url=http://www.hollywoodreporter.com/news/mahershala-ali-wins-first-golden-globe-green-book-1173722|title=Mahershala Ali Wins First Golden Globe for 'Green Book'|website=The Hollywood Reporter|language=|access-date=}}</ref>
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}