კაზრეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
რობოტი დამატება: ro:Kazreti
No edit summary
ხაზი 1:
'''კაზრეთი''' - [[დაბა]] [[ბოლნისის რაიონი|ბოლნისის რაიონში]]. მდებარეობს მდინარე [[მაშავერა|მაშავერაზემაშავერაის]] ხეობაში (ხრამის მარჯვენა შენაკადი). ზღვის დონიდან 680 მ, ბოლნისიდან 18 კმ, რკინიგზის სადგური (თბილის-ერევნის სარკინიგზო შტოთახაზს შეერთებულიაუკავშირდება ქალაქმარნეულ-კაზრეთის [[მარნეული|მარნეულთან]]განშტოებით). დაბის სტატუსი მიენიჭა [[1965]] წელს. მოსახლეობა 7.3 ათასი (2002). ცნობილია სამთო-გამამდიდრებელი კომბინატით, რომელიც 1972 წელს აშენდა.
 
1970-1976 წლებში კაზრეთსა და მის მიდამოებში აღმოჩნდა (ხელმძღვანელი მ. სინაურიძე) არქეოლოგიური ძეგლები:
*ადრინდელი ბრინჯაოს ხანის სამოსახლოს ნაშთი და გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის სამაროვნები (ძვ. წ. VII-VI სს.)რკინიგზის სადრუგთან ე. წ. „ველებზე“. სამარხები ქვაყრილიანი და მიწაყრილიანი იყო. მიცვალებულები იწვნენ მარჯვნივ ან მარცხნივ გვერდიდზე ხელფეხმოკეცილნი. სამარხებში აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი, რკინის შუბისპირები, ისრისპირები და სატევრები, ბრინჯაოს ფიბულა და სამაჯურები, სხვადასხვა მასალის მძივები.
 
*ანტიკური ხანის (I-III სს.) ნამოსახლარი და სამაროვანი დაბაში. აღმოჩნდა ბრინჯაოს ენოხოია, რომელზეც ამოკვეთილია მოცეკვავე ფიგურები. მინისა და თიხის ჭურჭელი.
 
*ეკლესიის ნანგრევები და სამაროვანი კაზრეთის კარიერ „ბუჩურიანში“. აღმოჩნდა VI-VII სს. ქვის სტელებისა და ჯვრების ფრაგმენტები. XI-XIII სს. პოლიქრომული ჭურჭლისა და ქართული ასომთავრული წარწერებიანი კრამიტის ნატეხები.
 
*მდინარე კაზრეთის მარჯვენა ნაპირზე პატარა ეკლესიის გათხრების დროს იპოვეს V-VII საუკუნეების სტელები, ჯვრები და XVI-XVII საუკუნეების სამაროვანი
 
*წითელი ტუფის ორფერდა სახურავით გადახურული ფეოდალური ხანის ქვიშაქვის სარკოფაგი სოფ. ბალიჭში (ხელმძღვანელი ვ. ჯაფატიძე) . გულაღმა ჩასვენებულ მიცვალებულს ჩატანებული ჰქონდა რკინისღეროიანი ოქროს საკინძი და ოქროს ბეჭედი. სარკოფაგის ჩრდილოეთით აღმოჩნდა 11 ქვის სამარხი, მიცვალებულები იწვნენ გულაღმა უინვენტაროდ. სარკოფის დასავლეთით ნაპოვნია მასიური კედლების ნანგრევები, V-VII საუკუნეების მოჩუქურთმებული ჯვრებისა და ადრინდელი ფეოდალური ხანის კერამიკის ნაშთები.
 
სოფელში ზედაპირულად აიკრიფა XI-XIII საუკუნეების კერამიკა. სოფლის აღმოსავლეთით ადგილ „სიპქვიებზე“ გამოვლინდა (Xელმძღვანელი მ. სინაურიძე) შუა ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევარი) სამარხები, რომელშიც შავპრიალა კერამიკა აღმოჩნდა.
 
*ზურაბიშვილების სასახლის ნანგრევები ადგილ „სამტრედოში“. გამოვლინდა სამეურნეო სათავსები, კარის ეკლესია. აგრეთვე XVII საუკუნის დასასრულისა და XVIII საუკუნის დასაწყისის თიხის სადა და მოჭიქული ჭურჭელი, ქაშანურისა და მინის ნაკეთობანი, სამეურნეო იარაღი.
 
კაზრეთში არის XIII საუკუნის I მეოთხედის ხუროთმოძღვრების ძეგლი - სამონასტრო კომპლექსი, რომლის ხუროთმოძღვრული დომინანტია სამების ერთნავიანი ეკლესია. გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმის მაღალი, უგუმბათო შენობა საგებია სუფთად დამუშავებული ქვით. შემკულია მდიდრული დეკორით. აღმოსავლეთით ძალიან ღრმა აფსიდი აქვს, ჩრდილოეთით და დასავლეთით - პორტალებიანი ორი შესასვლელი. ტრადიციულად შესასვლელს სამხრეთიდან აკეთებდნენ, მაგრამ აქ მთავარია ჩრდილოეთით შესასვლელი, ვინაიდან ერთადერთი მისადგომი გზა ჩრდილოეთ-დასავლეთიდანაა. ძეგლის მეორე თავისებურებაა ის, რომ აფსიდს ორის ნაცვლად მხოლოდ ერთი სადგომი ეკვრის ჩრდილოეთ მხარეს. აფსიდში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ფასადებს ამკობს სარკმლების დეკორატიული ჩარჩოები, პორტალებს - რთულპროფილიანი ჩუქურთმები. კაზრეთის მიდამოებშია ეკლესია [[სათხე]] (განვითარებული შუა საუკუნეებში).
 
==ლიტერატურა==
* ''სინაურუძე მ., დოლიძე ვ.,'' ქსე, ტ. 5, გვ. 317, თბ., 1980
 
 
 
[[კატეგორია:საქართველოს დაბები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კაზრეთი“-დან