მარნეულის ვაკე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''მარნეულის ვაკე''', ''ბორჩალოს ვაკე'' — აკუმულაციური ვაკე აღმოსავლეთ [[საქართველო]]ში. წარმოადგენს [[ქვემო ქართლის ვაკე|ქვემო ქართლის ვაკის]] დასავლეთ ნაწილს. გავრცელებულია [[მდინარე]]ების [[ალგეთი]]ს, [[ხრამი]]ს, [[მაშავერა|მაშავერისა]] და [[დებედა|დებედის]] ქვემო დინებათა აუზში. სიგრძე 40 კმ, უდიდესი სიგანე 20 კმ. აბსოლუტური სიმაღლე 270 მ-დან 400 მ-მდე. ჩრდილოეთით ესაზღვრება [[იაღლუჯის ქედი|იაღლუჯის]] მაღლობი, სამხრეთით [[ლოქის ქედი]] და [[ბაბაკარი]]ს სერი, აღმოსავლეთით მდინარე [[მტკვარი]], დასავლეთით მიუყვება მაშავერის ხეობას [[ბოლნისი (ქალაქი)|ქ. ბოლნისამდე]]. აგებულია ძირითადად ძველმეოთხეული ალუვიური ნალექებით — კენჭნარით, კონგლომერატებით, ქვიშებით და თიხებით. მდინარეთა სანაპიროზე თანამედროვე ალუვიური ნალექებია — კენჭნარი, ქვიშნარი. ვაკის ზედაპირი ბრტყელია. მთავარ მდინარეთა ტერასების ამგებ თაბაშირიან თიხებში წარმოქმნილია სუფიზიური ძაბრები, ჭები, ბუნებრივი ხიდები და სხვა.
 
მარნეულის ვაკეზე ზომიერად თბილი სტეპის ჰავაა. იცის ცხელი [[ზაფხული]]. წელიწადში ნალექების ორი მინიმუმით ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 12 °C, იანვარში 0°—0,3 °C, ივლისში 23,9 °C; აბსოლუტური მინიმალური — 25 °C, აბსოლუტური მაქსიმალური 40 °C. ნალექები 490—550 მმ წელიწადში. მარნეულის ვაკეზე მიედინება მდინარეები: [[ალგეთი]], [[ხრამი]], [[მაშავერა]], [[დებედა]], [[შულავერი (მდინარე)|შულავერი]] (ხრამის მარჯვენა შენაკადი), [[ტალავრისწყალი]], [[ბოლნისისწყალი]] (მაშავერის მარჯვენა შენაკადები).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარნეულის_ვაკე“-დან