ინკების იმპერია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 137:
 
[[ფაილი:WLA brooklynmuseum Huayca Capac Twelfth Inca.jpg|მინი|მარცხნივ|უაინა კაპაკი]]
ინკების ტრადიციის თანახმად, ჯარს სათავეში ედგა მეფისიდიოტების შვილი. [[პაჩაკუტი]]ს შვილმა [[ტუპაკ ინკა იუპანკი|ტუპაკმა]] 1463 წ. დაიპყრო ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიები, შემდეგ კი [[ჩიმორი]] — ინკების უმთავრესი მეტოქე პერუს სანაპიროზე. ტუპაკის შვილმა [[უაინა კაპაკი|უაინა კაპაკმა]] შემოიერთა დღევანდელი [[ეკვადორი]]ს ნაწილი. ამ პერიოდისთვის, ინკების იმპერიაში შედიოდა ვრცელი ტერიტორიები: დღევანდელი [[პერუ]], [[ბოლივია]], [[ეკვადორი]]სა და [[ჩილე]]ს უმეტესი ნაწილი.
 
ინკების იმპერიაში გაერთიანებული იყო სხვადასხვა ენისა და კულტურის მქონე ტომები. ინკები საომარი მოქმედებების დაწყებამდე ჯერ აფრთხილებდნენ მოწინააღმდეგეს ნებაყოფლობით შემოერთებოდა იმპერიას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იყენებდნენ თავიანთ ძლიერ და მრავალრიცხოვან ჯარს. დაპყრობილ ტომებს ინკები აიძულებდნენ თავიანთი ენის შესწავლას და მზის ღმერთის — [[ინტი]]ს აუცილებელ თაყვანისცემას, მაგრამ, ამავე დროს უფლებას აძლევდნენ შეენარჩუნებინათ ტრადიციული [[რელიგია]] და ცხოვრების სტილი, განსაკუთრებით კი ხელსაქმე და ჩაცმულობა, რითაც უადვილდებოდათ დაპყრობილთა წარმომავლობის და სოციალური სტატუსის გარჩევა.