შავი ხვრელი: განსხვავება გადახედვებს შორის

185.168.227.211-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Mehman97-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
(185.168.227.211-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Mehman97-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
[[ფაილი:Black Hole Milkyway.jpg|thumb|350px|შავი ხვრელის მხატვრული წარმოსახვა]]
'''შავი ხვრელი''' — არე სივრცეში, რომელშიც გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ არაფერს, სინათლესაც კი, არ ძალუძს მისი მიზიდულობისგან თავის დაღწევა მისი მოქმედების არეალში მოხვედრისას. შავი ხვრელი სავარაუდოდ წარმოიქმნება მაშინ, როდესაც გიგანტური [[ვარსკვლავი]] ამოწურავს მთელ თავის [[ენერგია]]ს და კვდომას იწყებს.
 
ყველაზე გავრცელებული ჰიპოთეზის თანახმად, იგი საკუთარი მიზიდულობის ძალის ზემოქმედებით იწყებს შეკუმშვას და როდესაც მიაღწევს შეკუმშვის პიკს, ხდება რაღაც აფეთქებისმაგვარი მოვლენა, რის შემდეგაც ეს ვარსკვლავი ჩაქრება, ხოლო მისი [[გრავიტაცია]] იმ ზომამდე გაიზრდება, რომ იგი დაიწყებს ყველაფრის შესრუტვას — [[სინათლე|სინათლის]] ჩათვლით. სწორედ ამ თვისებიდან გამომდინარეობს ამ ობიექტის სახელი — „შავი ხვრელი“, ანუ სხეული, რომელსაც სინათლეც კი ვერ უსხლტება და უხილავი ხდება.
 
== ჰიპოთეზის წარმოშობა ==
პირველად ამგვარი ობიექტების არსებობა იწინასწარმეტყველა ფრანგმა მეცნიერმა (მათემატიკოსმა) [[ლაპლასი, პიერ|პიერ ლაპლასმა]] [[1796]] წელს. მან აღნიშნა, რომ [[ნიუტონი, ისააკ|ნიუტონის]] [[მსოფლიო მიზიდულობის კანონი]]ს შესაბამისად, [[ციური სხეული]] საკმარისად ძლიერი მიზიდულობის ძალით არ მისცემდა საშუალებას არაფერს, სინათლესაც კი, რომ მას გასხლტომოდა, ამიტომაც ის უნდა გამხდარიყო აბსოლუტურად უხილავი, ანუ „შავი ხვრელი“.
 
[[1939]] წელს მეცნიერთა ჯგუფმა [[ოპენჰაიმერი, რობერტ|რობერტ ოპენჰაიმერის]] (იგი შემდგომში ატომური ბომბის მამა გახდა) მეთაურობით დაამტკიცა, რომ ანალოგიური დასკვნა შეგვეძლო გამოგვეტანა [[აინშტაინი, ალბერტ|ა. აინშტაინის]] [[ფარდობითობის თეორია|ფარდობითობის თეორიიდანაც]].