ნუგზარ შატაიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

/'
(134.19.225.210-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა David1010-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
(/')
ნუგზარ შატაიძე დაიბადა 1944 წლის 9 მარტს, თბილისში. დედა — ელენე, ხიზამბარელების ოჯახიდან იყო; მამა — ვახტანგ შატაიძე; მეუღლე — ელისაბედ ყვავილაშვილი, შვილები — ლალი, თამუნა, ნინო, ვახტანგი.
 
ნუგზარ შატაიძე სწავლობდა თბილისის ყოფილ ვაჟთა მე-20 სკოლაში (დღევანდელი 31-ე). დაამთავრა 62-ე სკოლა. სწავლობდა ჯერ [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში]], შემდეგ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ფიზიკის ფაკულტეტზე. სპეციალობით თბოენერგეტიკოსი იყო.
 
მუშაობდა თბილისის თბოელექტროცენტრალში ტურბინის მემანქანედ, საქართველოს ენერგოსისტემაში - ინჟინრად, გაზეთ „[[ლელო]]“-ს რედაქციის განყოფილების უფროსად, გამომცემლობა „მერანი“-ს პროზის განყოფილების გამგედ, ჟურნალ „ომეგა“-ს რედაქციის განყოფილების უფროსად.
* ''ელიქარი'' (მოთხრობები), რედ.: ნინო ახალკაცი; მხატვარი [[გოგი წერეთელი]], თბ. მერანი, 1996
* ''ხელეური'', რედ.: [[გივი ალხაზიშვილი]], მხატვარი [[თენგიზ მირზაშვილი]], თბ. მერანი, 1998
* ''მოთხრობები, რედ.: დათო აბულაძე ; მხატვარი ზურაბ მიმინოშვილი, თბ. საარი, 2001, ISBN 99928-39-28-7''
* ''ნოემბრის წვიმა'' (ნოველები, მინიატურები, მოთხრობები, რადიოპიესები), რედ.: ელისაბედ ყვავილაშვილი ; მხატვარი [[კარლო ფაჩულია]], თბ., 2004
* ''ევროპაში რა მინდოდა'', რედ.: [[არმაზ ბურნაძე]], თბ. არეტე, 2004, ISBN 99940-810-6-3
* ''პურის მოთხრობა'', თბ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2005, ISBN 99940-30-48-5
* ''ტრამვაი N7'' (მოთხრობები; რადიოპიესები), რედ.: არმაზ ბურნაძე, თბ. საარი, 2005, ISBN 99940-29-60-6
* ''გაღმა ნაპირი'' (მოთხრობები), სარედ. ჯგ.: ზურაბ აბაშიძე, მანანა ჯანელიძე, ირმა ხარშილაძე, თბ. პალიტრა L, 2010, (ქართული პროზის საგანძური, ISSN 1987-8850 ; ტ. 31), ISBN 978-9941-413-94-2
* ''შეხვედრა'' (რჩეული), თბ. ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, 2010, ISBN 978-9941-9141-5-7
 
ანონიმური მომხმარებელი