ვაჟა კაჭარავა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Mehman97-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Mcs-srad-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 1:
'''ვაჟა კაჭარავა''' (დ. [[2 იანვარი]], [[1937]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] ფრენბურთელი, თამაშობდა თბილისის „ბურევესტნიკსა“ (1955-­64) და მოსკოვის „დინამოში“ (1965-­71), იყო ამ გუნდების კაპიტანი; თამაშობდა სსრკ ნაკრებში (1959­-67). 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი (1967) და მესამე პრიზიორი (1963), მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1966), მსოფლიოს თასის მფლობელი (1965), მსოფლიო უნივერსიადის ორგზის ჩემპიონი (1963, 65). სსრკ სპარტაკიადების ორგზის მეორე (1967, 71) და მესამე (1963) პრიზიორი. სსრკ ახალგაზრდული ნაკრების (1976­-77), სსრკ სტუდენტური ნაკრების (1977) და საქართველოს ნაკრების (1984­-94) მთავარი მწვრთნელი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, რუსეთისა და სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. 1990 წელს დაასახელეს სსრკ საუკეთესო მწვრთნელთა შორის. ღირსების, გორგასლის II ხარისხის და სეოკის ორდენების კავალერი.
 
2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ჯემალ კასრაძის წიგნი „ვაჟა კაჭარავა“. 2017 წლის 16 სექტემბერს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ვაჟა კაჭარავა სპორტის რაინდის საპატიო წოდებით დაჯილდოვდა, ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ფრენბურთის არენას კი მისი სახელი მიენიჭა.
 
<br />
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://sportstat.gov.ge/index.php?pg=sportsman&sid=81 ვაჟა კაჭარავა — ქართული სპორტის სტატისტიკა].
 
{{DEFAULTSORT:კაჭარავა, ვაჟა}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვაჟა_კაჭარავა“-დან