რაფაელ ჩიმიშკიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''რაფაელ ჩიმიშკიანი''' (დ. [[23 მარტი]] [[1929]], [[თბილისი]]) — [[სსრკ|საბჭოთა]] ძალოსანი (50, 60 კგ). სპორტის დამსახურებული ოსტატი (1952). 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1954, 55) და ორგზის მეორე პრიზიორი (1950, 53), ევროპის ექვსგზის ჩემპიონი (1950-51, 54-57) და მეორე პრიზიორი (1953), მსოფლიო უნივერსიადების ჩემპიონი (1951). სსრკ ათგზის ჩემპიონი (1949, 51, 54, 55, 60 — პირად შეჯიბრებაში, 1948-1952 — გუნდურ ჩათვლაში). ხუთგზის მეორე (1950, 52, 53, 57, 58) და მესამე (1956) პრიზიორი, სსრკ ხალხთა I სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1956). საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე.
 
ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული ჰელსინკში (ფინეთი) მსოფლიო რეკორდით მოიგო: სამჭიდის ჯამში 337,5 კგ დაძლია. დასახელებულია საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ძალოსნად. 1952–1957 წლებში 10-ჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი: სამჭიდში 5-ჯერ, ატაცში — 3-ჯერ, აკვრაში — 2-ჯერ. 1955 წლის ივნისში, მოსკოვში საბჭოთა კავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო ძალოსანთა ნაკრები გუნდების შეხვედრა გაიმართა. თავის წონით კატეგორიაში (60კგ) 340 კგ დაძლია და მეტოქე დაამარცხა. რაფაელ ჩიმიშკიანი არის ძალოსნობაში საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. 2003 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. 2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა დავით ჭელიძის წიგნი „რაფაელ ჩიმიშკიანი“.