გეორგიევსკის ტრაქტატი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 32:
ეს ფაქტი რუსეთის მთავრობის საგარეო პოლიტიკისათვის მეტად სასურველი იყო. საიმპერატორო კარმაც არ დააყოვნა საქმით დაემტკიცებინა ერეკლესთვის თავისი კეთილგანწყობილება. რუსეთის სარდლობის ბრძანებით ფათალი-ხანმა ქართლ-კახეთის წინააღმდეგ ლაშქრობა მოშალა, ხოლო ალექსანდრე ბაქარის ძე იძულებული გახდა უცხოეთში გადახვეწილიყო.
 
1783 წლის 18 ივლისს გეორგიევსკის ციხესიმაგრეში, წინასწარ შემუშავებული ცერემონიალის მიხედვით, საქართველოს დელეგაცია დიდი ზეიმით მიიღეს. დაიწყო სხდომები ხელშეკრულების მუხლების დაწვრილებით განსახილველად. 24 ივლისს ტრაქტატს ხელი მოაწერეს საქართველოს მხრიდან — იოანე მუხრან-ბატონმა და გარსევან ჭავჭავაძემ, ხოლო რუსეთის მხრიდან — გენერალ-პორუჩიკმა პავლე სერგის ძე პოტიომკინმა და მე.
 
==პირობები==
ხაზი 66:
 
==ტრაქტატის შედეგები==
ამრიგად, 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატით ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიას დაუკავშირდა, როგორც მასზე დამოკიდებული და მის მფარველობაში მყოფი ქვეყანა.ნუუ ეხლა ტრაქტატი ზღუდავდა, მაგრამ არ აუქმებდა ქართლ-კახეთის საგარეო-პოლიტიკურ ქმედითურიანობას. მართალია, მისი სუვერენიტეტი იზღუდებოდა, იგი ეკედლებოდა, ექვემდებარებოდა რუსეთს, მაგრამ არ იყო გაუქმებული მისი სახელმწიფოებრიობა, ე. ი. მაშინდელი საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით, საქართველო რჩებოდა საერთაშორისო სამართლის სუბიექტად საკუთარი შინაგანი და საგარეო პოლიტიკური ხელისუფლების ორგანოებით. 1783 წლის ხელშეკრულებით რუსეთსა და ქართლ-კახეთს შორის მყარდებოდა მფარველობითი კავშირი პირველისადმი უკანასკნელის დაქვემდებარების პირობით, რომელიც ფორმით ვასალიტეტის* ნიშნებს ატარებდა, მაგრამ არსებითად კი იყო ორი არათანაბარი სიძლიერის სახელმწიფოს ნებაყოფლობითი შეთანხმება, რომელიც ორივე მხარის საგარეო-პოლიტიკურ ამოცანებს ემსახურებოდა. ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობის დარღვევა მეორეს უფლებას აძლევდა, უარი ეთქვა ურთიერთობის გაგრძელებაზე, რაც ორივე მხარეს პირვანდელ მდგომარეობაში დააბრუნებდა — ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ერთეულებად აქცევდა.
 
გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმება საქართველოში დიდი ზეიმით აღინიშნა. გენ. პოტიომკინი წერდა იმპერატორ ეკატერინე მეორეს: „საქართველოში მყოფმა პოლკოვნიკმა ბურნაშოვმა მაუწყა, რომ გენერალ პ. ს. პოტიომკინთან ხელშეკრულების დადების შემდეგ ქართველ დესპანთა დაბრუნებამ გეორგიევსკის ციხე-სიმაგრიდან აუწერელი სიხარული და კმაყოფილება მოუტანა მეფე ერეკლეს, რომ ამ ქვეყნის გამოჩენილი ადამიანები განსაკუთრებულ იმედებს ამყარებენ, ხალხი კი ლოცავს თქვენს იმპერატორულ უდიდებულესობის მარჯვენას, რომელიც დაამტკიცებს, რომ მისთვის სიმშვიდე და კეთილდღეობა მოაქვს“. 1783 წლის 20 აგვისტოს სიონის ტაძარში შეკრებილი ხალხის წინაშე გაიოზ რექტორმა წარმოთქვა ვრცელი სიტყვა, რომელშიც შესანიშნავი ორატორული ხელოვნებით დაახასიათა ერეკლეს მოღვაწეობა და მისი პოლიტიკური კურსი. იგი მსმენელებს აუწყებდა, რომ რუსეთთან დაკავშირებით ერეკლემ „დაამტკიცა საუკუნო მშვიდობა და მყუდროება ერისა თვისისა“.