იაპონური ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
}}
[[ფაილი:Nihongo.png|thumb|right|100px|日本語 (იაპონური ენა)]]
'''იაპონური [[ენა]]''' ( ''იაპონურად'' '''日本語''' ან '''にほんご ''' [ ნიჰო'''ნგ'''ო ] ) [[იაპონია|იაპონიის]] [[სახელმწიფო ენა|სახელმწიფო]] ენაა. იაპონურ ენაზე ლაპარაკობს, სავარაუდოდ, 127 მილიონ კაცზე მეტი და მოლაპარაკეთა რიცხვის მიხედვით ამ ენის ხვედრითი წილი მსოფლიო მოსახლეობის 2,4 % შეადგენს, რის გამოც ეს ენაიაპონური მსოფლიოს ყველაზე გავრცელებულ ენათა ჩამონათვალში მე-9 ადგილს იკავებს.
 
== გავრცელება ==
 
იაპონიის საზღვრებს გარეთ იაპონურად მეტყველებს [[ამერიკის შეერთებული შტატები|ამერიკის შეერთებული შტატებში]] დაახლ. 200.000 კაცი [[ჩრდილოეთ ამერიკა|ჩრდილოეთ ამერიკის]] [[მატერიკი|მატერიკზე]], ხოლო [[წყნარი ოკეანე|წყნარ ოკეანეში]] მდებარე [[ჰავაი]]ს [[კუნძული|კუნძულებზე]] კი - დაახლ. 220.000 კაცი. დიდია იაპონურენოვან მოსახლეთა რაოდენობა ასევე [[სამხრეთ ამერიკა]]ში და განსაკუთრებით - [[ბრაზილია]]ში, სადაც დაახლ. 380.000 კაცი ითვლება იაპონურად მოსაუბრედ. იაპონიის გარეთ იაპონურად მოლაპარაკეთა დიდრიცხოვნება გამოიწვია მე–19 საუკუნის მიწურულსა და მე-20 საუკუნის შუა ხანებში [[ემიგრაცია|ემიგრაციის]] სამმა ტალღამ.
 
: სხვადასხვა შეფასებით იაპონურ ენაზე არსებული [[ვებგვერდი|ვებგვერდები]] შეადგენს [[სრულიად მსოფლიო ბადე – (WWW)|მსოფლიო ვებსივრცის]] დაახლ. 4,9 % და ამ მხრივ მეოთხე ადგილი უკავია [[ინგლისური ენა|ინგლისურის]], [[გერმანული ენა|გერმანულისა]] და [[ფრანგული ენა|ფრანგულის]] შემდეგ.
იაპონურს არ აქვს [[რიცხვი]] და [[სქესი]], [[არსებითი სახელი]] არ [[ბრუნვა|იბრუნვის]]. [[ძირითადი ლექსიკური მარაგი]] ორმარცვლოვანია. არსებობს იაპონურის მრავალი [[რეგიონალური დიალექტი|რეგიონალური]] და [[სოციალური დიალექტი|სოციალური]] [[დიალექტი]]. იაპონურ ენას სტანდარტიზაციის პროცესში საფუძვლად [[ტოკიო]]ს ქალაქური მეტყველება დაედო .
 
== წარმოშობა და კლასიფიკაცია ==
 
საკითხი იაპონური ენის წარმოშობისა და კლასიფიკაციის შესახებ ენის მკვლევართა შორის დღემდე არ არის ბოლომდე გარკვეული. გარკვეულიანათელია მხოლოდ ერთი, იაპონური ენა ენათესავება [[რიუკიუს კუნძულები|რიუკიუს კუნძულებზე]] არსებულ ენებს, რომელთაც ასევე [[რიუკიუს ენები]] ჰქვია. ამ ენებს ზოგი ენათმეცნიერი [[იაპონური დიალექტების სია|იაპონური ენის დიალექტებადაც]] განიხილავს.
 
პირველი პრობლემა არის ის, რომ უძველესი იაპონური და დღემდე ჩვენამდე მოღწეული წერილობითი ძეგლი ([[კოჯიკი]]) ჩვ. წელთაღრიცხვის VIII საუკუნით თარიღდება, ანუ დაახლ. ამდროინდელია ასევე უძველესი ალთაური წერილობითი ძეგლები [[ორხონი|ორხონ]]–[[რუნული]] და [[ყიტანი]]ს დამწერლობები. იაპონური ენის ისტორიის შესახებ არსებული ყველა მეცნიერული მონაცემი, რომელიც უფრო ადრინდელ პერიოდს შეეხება, წარმოადგენს ლინგვისტურ რეკონსტრუქციებს, ანდა არქეოლოგიურ და გენეტიკურ გამოკვლევებს ეყრდნობა.
 
მეორე პრობლემა ისაა, რომ იაპონური მგავსებებს ავლენს [[კორეული ენა|კორეულ]] და [[ალთაური ენები|ალთაურ ენებთან]] (ერთადერთი გამონაკლისი ამ მხრივ არის ჩრდილოტუნგუსური ენები, რომლებიც სინტაქსურად სულ სხვაგვარად მოწესრიგდებიან) [[ფონეტიკა]]ში, [[მორფოლოგია]]სა და [[სინტაქსი|სინტაქსში]]. ამასთანავე, [[ძველი იაპონური ენა]] მორფოლოგიასა და სინტაქსში ბევრ საერთოობასთან (მათ შორის [[ძველი თურქული ენა|ძველთურქულთანაც]], როგორც ალთაურ ენათაგან ყველაზე დასავლეთით მდებარე და ამავდროულად ყველაზე ადრინდელი დამწერლობის მქონე ენა) ერთად „უცნაურობებსაც“ ავლენს. ყოველივეს მიუხედავად, [[ალტაიცისტი|ალტაიცისტების]] დიდი ნაწილი [[კორეული ენა|კორეულ]] და იაპონურ ენებს საერთო პროტოენის ([[მაკრო–ალთაური]]) ადრინდელ ფრაგმენტებად მიიჩნევს, ხოლო [[თურქული ენა|თურქული]], [[მონღოლური ენა|მონღოლური]] და [[ტუნგუსური ენა|ტუნგუსური]] ენები ალთაურის უფრო გვიანდელ ნამსხვრევებად განიხილება. ყოველი ამ ენისათვის საერთო დამახასიათებელი თვისება არის [[აგლუტინაცია]] არის.
 
[[გენეტიკა|გენეტიკურად]] [[იაპონელები]] არიან ორი სხვადასხვა ტომის შთამომავალნი, რომელნიც სხვადასხვა დროს [[კორეის ნახევარკუნძული]]ს გამოვლით იაპონიაში გადმოსახლებულან; ჯომონის მოსახლეობას გადმოსახლება უნდა დაეწყო [[ჯომონის ხანა|ჯომონის ხანიდან]], (პერიოდი ჩვ. წელთაღრიცხვის დაახლ. X საუკუნიდან), ხოლო იაიოის მოსახლეობას კი ეს პროცესი [[იაიოის ხანა|იაიოის ხანიდან]] (ჩვ. წელთაღრიცხვის დაახლ. IX საუკუნდან) უნდა დაეწყო. ყოველივეს გათვალისწინებით ფრიად სავარაუდოა, რომ ჟამთა სვლაში ორივე ჯგუფი გენეტიკურად და ენობრივად ერთმანეთს შერწყმოდა.
 
ჯომონის მოსახლეობის ენის შესახებ არ არსებობს სარწმუნო მონაცემები, რადგან არც ლიტერატურულ წყაროებს და მითუმეტეს - არც ამ ენაზე მოსაუბრეთ ჩვენამდე არ მოუღწევიათ, რის გამოც ვერც იმის დადგენაა შესაძლებელი, თუ ჯომონთა ენის რა ელემენტები შემორჩა თანამედროვე იაპონურს, [[რიუკიუს ენები|რიუკიუს ენებსა]] და [[აინუს ენა]]ს. მკვლევართა მიერ შემოთავაზებული თეორიების მიხედვით, არსებობს კავშირი ამ ენასა და [[აინუს ენა]]ს, ისევე როგორც [[ავსტრონეზული ენები|ავსტრონეზულ ენებს]] შორის.
 
გაცილებით უფრო მეტია ცნობილი [[იაიოის ენა|იაიოის ენის]] შესახებ; ენათმეცნიერმა რილიმ (Riley) თავის ერთ-ერთ გამოკვლევაში 2003 წელს პროტო-იაპონურისა და ისტორიული კორეის სახელმწიფოს ენის — [[გოგურიეოს ენა|გოგურიეოს]] ლინგვისტური რეკონსტრუქცია მოახდინა და შეეცადა, მათი ნათესაობა დაედგინა. ამ [[ჰიპოთეზა|ჰიპოთეზის]] თანახმად, იაპონური ქვეყნების პოლიტიკურად მოკავშირე კორეული სახელმწიფოების [[გაია]]სა და [[ბაეკლე]]ს ენები კიდევ უფრო მეტ ურთიერთნათესაობას ამჟღავნებენ. მიუხედავად ამისა, რილის ეს მოსაზრება ჰიპოთეზად რჩება საკმარისი [[არგუმენტი|არგუმენტების]] უქონლობის გამო.
 
იაპონური და კორეული ენები ერთმანეთს არაუადრეს ჩვ. წელთაღრიცხვის VII საუკუნისა უნდა დაშორებოდნენ, როცა კორეულმა სახელმწიფო [[სილა]]მ ნახევარკონტინეტზე არსებული სხვა სამეფოები დაიმორჩილა, რის შედეგადაც სილას ენამ მოიდგა ფეხი და გაბატონდა, ხოლო სწორედ ამ დროს, [[აზუკას ხანა]]ში იაპონიის ტერიტორიაზე სრულიად განსხვავებული კულტურა იწყებს განვითარებას.
 
დღესდღეობით იაპონიასა და ორივე კორეაში საკითხი ენათა ნათესაობის შესახებ არამარტო [[ლინგვისტური]], არამედ პოლიტიკური დისკუსიის ხასიათსაც იძენს, რის გამოისობითაც ხსენებულ თემასთან დაკავშირებული იაპონური და კორეული წყაროები არცთუ იშვიათად სუბიექტურად არის შეფერილი.
206

რედაქტირება