ხამურაბი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
80.241.251.138-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Cercvadze2001-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 6:
შამშიადად I-ის გარდაცვალების შემდეგ ხამურაბი აქტიურ საგარეო პოლიტიკას დაადგა — [[მარი]]დან გააძევა ასურელი მეფე [[იასმახადადი]] და იქ თავისი კაცი [[ზიმრილიმი]] დასვა; მეფობის 30-ე წელს ჩრდილოეთ შუამდინარეთში გაილაშქრა, [[ეშნუნას სამეფო]] დაიმორჩილა და [[ელამი]] დაამარცხა. მომდევნო წელს [[ლარსა]]ც შემოიერთა. ზიმრილიმის მხრიდან ღალატში დაეჭვებული ხამურაბი მეფობის 32-ე წელს შეიჭრა მის სამეფოში და იავარჰყო იგი. მეორეჯერ მოწყობილი დამსჯელი ექსპედიციის დროს მარი საბოლოოდ შემოიმტკიცა. მალე ხამურაბიმ ასურეთის დედაქალაქი [[აშური (ქალაქი)|აშური]]ც დაიპყრო. ხამურაბის დროს [[ბაბილონი]]ს სახელმწიფო პოლიტიკურად და ეკონომიკურად გაძლიერდა, კულტურა აყვავდა. ხამურაბის პერიოდს განეკუთვნება მრავალი ადმინისტრაციული და დიპლომატიური მიმოწერის საბუთები, სააღმშენებლო წარწერები თუ იურიდიული დოკუმენტები. ჩვენს დრომდე მოაღწია ხამურაბის სახელით შედგენილმა კანონთა [[ხამურაბის კანონები|კრებულმა]], რომელიც ძველი აღმოსავლეთის საკანონმდებლო საქმიანობის მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს.
 
[[ჯეიმზ პრიტჩარდი]]ს წიგნში ჩამოთვლილია ხამურაბის 300-მდე კანონი, რომლებიც ძველ [[ბაბილონი|ბაბილონში]] მოქმედებდა. ამ კანონების თანახმად იმ დროს აუცილებელი იყო ბრძოლა აღმაშფოთებელ უპატიოსნობასთან, რასაც, როგორც ჩანს, ფეხი მოეკიდებინა მაშინდელ სავაჭრო სისტემაში. აი, რა ეწერა ერთ-ერთ კანონში წერია: „თუ მიწათმფლობელი მოწმეებისა და წერილობითი შეთანხმების გარეშე შეიძენს ან შესანახად დაიტოვებს ვერცხლს ან ოქროს, მონას ან მხევალს, ხარს, ცხვარს ან ვირს ან ნებისმიერ ნივთს სხვა მიწათმფლობელის ვაჟის ან მონის ხელიდან, მაშინ ეს მიწათმფლობელი ქურდია და სიკვდილით უნდა დაისაჯოს“
 
== რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხამურაბი“-დან