ბეწვიანი მამონტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 23:
[[რუსეთი|რუსმა]] მეცნიერებმა დეტალურად გამოიკვლიეს აღმოჩენილი მამონტის შინაგანი ორგანოები. ეს ცხოველი რუსეთის არქტიკულ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ რეგიონში, [[იამალ-ნენთაში]], ყინულის საფარქვეშ გაუხრწნელი იპოვეს. „მამონტებსა თუ ნებისმიერ სხვა პრეისტორიულ ცხოველებს შორის ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგად შენახული ცხოველის გვამია“, — აღნიშნა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ [[ალექსეი ტიხონოვმა]]. კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ, რომლითაც ადამიანის ორგანიზმსაც აშუქებენ, მამონტის სხეულზე არანაირი დაზიანება არ აჩვენა. მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ცხოველი, როგორც ჩანს, დაახრჩო შლამმა, რადგან მამონტის სასუნთქი გზები და საჭმლის მომნელებელი სისტემა გადაკეტილი იყო.
 
2002 წელს ციმბირში, ყინულებში იპოვეს, გადაშენებული მამონტი. სოფელ იუკაგირის მახლობლად აღმოჩენილ ამ მამონტს, რომელსაც, შესაბამისად, იუკაგირის მამონტი უწოდეს, ორი ვეება ეშვი და ნახევრად ღია თვალები ჰქონდა. თავზე მას ჯერ კიდევ ჰქონდა კანი, რომელიც ბეწვით იყო დაფარული. გამოფენაზე წარმოდგენილი ეს მამონტი კიდევ ერთი მწარე შეხსენება იყო იმისა, თუ რა საშიშროების წინაშე დგას ცხოველთა სამყარო.
 
== რესურსები ინტერნეტი==