ბეწვიანი მამონტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
95.104.115.182-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Cercvadze2001-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 17:
| არეალის ლეგენდა =
}}
'''ბეწვიანი მამონტი''' ({{lang-la|Mammuthus primigenius}}) — [[ამოწყდომა|ამომწყდარი]] [[ძუძუმწოვრები|ძუძუმწოვარი ცხოველი]] [[სპილოსებრნი|სპილოსებრთა]] ოჯახისა. სიდიდით თანამედროვე [[სპილო]]ს არ აღემატებოდა, მაგრამ უფრო მასიური იყო (სიმაღლე 2,5-3,5 მ, მასა 7 ტ-მდე); ჰქონდა მოკლე კიდურები, ხშირი და გრძელი ბეწვით დაფარული სხეული. გრძელი [[ეშვი|ეშვების]] მხოლოდ წვერები იყო დაფარული მინანქრით. ძირითადი კბილები გვირგვინი შედგებოდა თხელი და მაღალი ფირფიტებისაგან. [[ფაილი:Wooly Mammoth-RBC.jpg|left|thumb]]იკვებებოდა უხეში მცენარეული საკვებით. მამონტი დამახასიათებელია ანთროპოგენის კონტინენტური ნალექებისათვის. ცნობილია დასავლეთ ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის შუა და ზედა პლეისტოცენიდან. მამონტი ქვის ხანის ადამიანის თანადროული ცხოველი იყო. უძველეს ადამიანთა სადგომებში ხშირად პოულობენ მის ძვლებს, კედლებზე მოხატულ სურათებსა და სკულპტურულ გამოსახულებებს. [[ციმბირი|ციმბირსა]] და [[ალასკა]]ზე ნაპოვნია მზრალ ნიადაგში დაცული 40-ზე მეტი ლეში, 1901 წელს მდინარე [[ბერიოზოვკა|ბერიოზოვკის]] პირას ნაპოვნი ეგზემპლარი გამოიკვლიეს ანატომიურად, ჰისტოლოგიურად, ბიოქიმიურად, შეისწავლეს საკვების ნარჩენები პირის ღრუში და კუჭის შიგთავსში. ჩონჩხი და ფიტული ინახება ქალაქ [[სანქტ-პეტერბურგი|სანქტ-პეტერბურგში]] რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიურ მუზეუმში. მამონტების ეშვები ძირითადად მხატვრული ნაკეთობებისათვის გამოიყენება.
 
ფოსილური ნარჩენები ცხადყოფს, რომ მამონტები [[აზია|აზიის]], [[ევროპა|ევროპისა]] და [[ჩრდილოეთ ამერიკა|ჩრდილოეთ ამერიკის]] ვრცელ ტერიტორიებზე ბინადრობდნენ. ევროპაში იტალია, როგორც ჩანს, ამ ცხოველების არსებობის არეალის უკიდურესი სამხრეთი იყო. [[ციმბირი|ციმბირში]] მამონტების ძვლები იმდენად დიდი რაოდენობით აღმოაჩინეს, რომ შუა საუკუნეებში ის ჩინეთსა და ევროპაში გაჰქონდათ.