სანქტ-პეტერბურგის მეჩეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
ხაზი 61:
[[1798]] წელს 500-ზე მეტმა მუსულმანმა სამხედრო მოსამსახურემ მოითხოვა მათთვის აეგოთ სამლოცველო სახლი. [[1803]]-[[1804]] წლებში სანქტ-პეტერბურგში სამხედრო უწყების დაკვეთით შემუშავეს მეჩეთის გეგმები. არქიტექტორები ანდრეი ვორონიხინი და ლუიჯი რუსკა. არცერთი პროექტი არ განხორციელებულა. ადგილი [[ნამაზი]]სათვის გამოიყო ყაზარმებში. [[1862]] წელს ოფიციალურმა პირებმა უარი უთხრეს მუჰამედ-ალი ხანტემიროვს დაეწყო თანხის შეგროვება მეჩეთის ასაგებად. [[1869]] წლის აღწერებით კი სანქტ-პეტერბურგში მუდმივად 1 700 მუსულმანი ცხოვრობდა.
 
საბოლოოდ მეჩეთის მშენებლობის საკითხი მომწიფდა [[1907]] წლისთვის. ამამავე წელს სანქტ-პეტერბურგის არქიტექტორთა საზოგადოებამ გამოაცხადა კონკურსი მეჩეთის პროექტის ესკიზზე. [[1908]] წლის 11 მარტს გამოცხადდა კონკურსის შედეგები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 45 პროექტმა. შეარჩიეს ნიკოლოზ ვასილევის პროექტი. მეჩეთის შენებლობის დაწყების შესახებ თანხმობა გასცეს [[1908]] წლის 14 დეკემბერს.
 
ტაძრის საფუძვლის ჩაყრის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა [[1909]] წელს, რომელსაც ესწრებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი საზონოვი, უცხოური კონფესიების საქმეთა დეპარტამენტის დირექტორი ალექსი ხაზურინი და სხვა. მეჩეთის მშენებლობის დასრულება იგეგმებოდა [[1914]] წლისათვის, მაგრამ [[პირველი მსოფლიო ომი]]ს შედეგად შეწყდა მისი მშენებლობა.