გიორგი III (საქართველოს მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 95.104.24.122 ცვლილებების გაუქმება (№3440377)
იარლიყი: გაუქმება
გასწორდა შეცდომები.
იარლიყები: ვიზუალური რედაქტირება რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 40:
გიორგი III-ის დროს საქართველოში განსაკუთრებით გამრავლდნენ ფეოდალურო წარმოებიდან გამოძევებული ე. წ. გლახაკნი და მეკობრენი. ლაშქარში შეიქმნა ქონების შეძენის მიზნით უცხო ქვეყნების ბოლომოუღებელი რბევისადმი მიდრეკილება, ქვეყანაში გახშირდა ღალატი და გარეშე დამპყრობელთა მხარეზე გადასვლა. განსაკუთრებით თავგამოდებით ებრძოდნენ ცენტრალური სამეფო ხელისუფლებას დიდგვაროვანი აზნაურები. [[1177]] დაიწყო დიდი ამბოხება ამირსპასალარ ივანე ორბელის მეთაურობით. მას გვერდში ედგნენ დიდგვაროვანი ფეოდალები: ივანე ვარდანის ძე, შოთა, ძე ართავაჩოს ძისა, [[ქავთარ ივანეს ძე|ქავთარ ივანეს ძე ]] და სხვები. ამბოხებულები თითქოსდა [[დემნა (დემეტრე) უფლისწული|დემნა (დემეტრე) უფლისწულის]] ინტერესებს იცავდნენ, სინამდვილეში კი სამეფო ხელისუფლების შეზღუდვისა და თავიანთი უფლებების გაფართოებისათვის იბრძოდნენ. აჯანყება რამდენიმე თვეს გაგრძელდა. [[1178]] დასაწყისში გიორგი III-მ შეძლო მისი ჩახშობა. იგი განსაკუთრებით სასტიკად მოეპყრო აჯანყების მოთავეებს - [[ორბელები]] სიკვდილით დასაჯეს, დემეტრე უფლისწულს თვალები დასთხარეს და დაასაჭურისეს. გიორგი III-მ ორბელთა მამულები თავის ერთგულებს უწყალობა, მათ შორის დიდი ნაწილი [[ყუბასარი|ყუბასარს]], რომელიც მეფემ ორბელთა სამთავრო პატივში აიყვანა და საქართველოს [[ამირსპასალარი|ამირსპასალარად]] დანიშნა. გიორგი III-მ ასევე "უგვარო", აზნაურის ნაყმევი [[აფრიდონი]] [[მსახურთუხუცესი]]ს თანამდებობაზე დააწინაურა.
 
ორბელთა ამბოხების ჩაქრობის შემდეგ გიორგი III იძულებული გახდა დაეთმო რეაქციონერი სასულიერო პირებისათვის და ეკლესიის შეუვალობის აღდგენის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. [[1179]] მეფემ მეკობრეობის წინააღმდეგ გამოსცა სახელმწიფო დარბაზის მიერ შემუშავებული კანონი, რომელიც ამ "სენის" აღმოსაფხვრელად მკაცრ ზომებს ითვალისწინებდა. ორბელთა ამბოხების ჩახშობისთანავე, [[1178]] გიორგი III-მ საქართველოს სამეფო ტახტზე აიყვანა თავისი ქალიქალიშვილი [[თამარ მეფე|თამარი]]. მამა-შვილის ერთობლივი მეფობა გიორგი III-ის გარდაცვალებამდე გაგრძელდა.
 
==ქორწინება და შვილები==
დაახ. 1155 წელს გიორგი ირთავს ბურდუხანს (გურანდუხტი), ოსეთის მეფის ხუდანის ქალიშვილს. მათი უფროსი ქალიშვილი [[თამარ მეფე|თამარი]] გიორგის შემდეგ ტახტის მემკვიდრე ხდება. უმცროსი ქალიშვილი, [[რუსუდანი (გიორგი III-ის ასული)|რუსუდანი]], მიჰყვება მანუელ კომნენოსს (ბიზანტიის ხანმოკლე იმპერატორის ანდრონიკუსისანდრონიკეს უფროსი ვაჟი). რუსუდანი და მანუელი იყვნენ ტრაპიზონის მეფის ალექსიუსალექსი I-ის მშობლები. გიორგი III-ს კიდევ ჰყავდა ერთი ქალიშვილი, რომელიც ხარჭისაგან შეეძინა. მისი სახელი უცნობია. იგი არზრუმელ უფლისწულ მუტაფრადინს შერთეს ცოლად.
 
==ლიტერატურა==