საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 11:
 
საქართეელოში გამოცემის მოსამზადებელი სამუშაოების დაგეგმვისათვის, დროისა და მოცულობის განსაზღვრისათვის ძეგლების რაოდენობა ყოველ არსებულ ადმინისტრაციულ რაიონში ნავარაუდევი იქნა საშუალოდ 100-120, გამონაკლის შემთხვეკაში -150 ვრთეული. ვარაუდმა არ გაამართლა — ძეგლების რაოდენობა ორჯერ, ხამჯერ, ზოგ რაიონში კი ხუთჯერ მეტიც კი აღმოჩნდა. ამან, ბუნებრივია, გამოიწვია სამეცნიერო-საძიებო სამუშაოების ტემპების გაუთვალისწინებელი შეფერხება, სახსრების უკმარისობა.
 
საქართველოს მატერიალური კულტურის ძეგლებისადმი ინტერესი XIX ს-ის 30-40-იან წლებში ჩაისასა (მიxეილ ბარათაშვილი, თეიმურაზ ბატონიშვილი). იმავე საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო მუშაობა ისტორიის, სელოვნების, არქიტექტურის ცალკეული ნიმუშების გამოვლების, აღწერის, სისტემატიზაციის, დაცვისა და პროპაგანდის ხაზით. ამ საქმეს უძღვებოდნენ კერძო პირები, დაწესებულებები, საზოგადოებები: კავკასიის მუზეუმი (დაარსდა 1852 წ.), კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოება (1873 წ.), ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება (1879 წ), საეკლესიო მუზეუმი (1888), მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების კავკასიის განყოუილება (1901 წ.), საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის საზოგადოება (1907 წ.) და სხვ. უკვე XIX საუკუნის ბოლო ათეულწლებში და XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო არქეოლოგიური გათხრები (აქ აღსანიშნავია ილია ჭავჭავაძის ღვაწლის ექსპედიციები, ქვეყნდებოდა (ცალკეული მეცნიერული შრომები (ალექსანდრე ხახანაშვილი, დიმიტრი ბაქრაძე, ალექსანდრე ცაგარელი, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკო მარი, დ. გრიმი, ნიკოდიმ კონდაკოვი, ა. ჰავლინოვი, პრასკოვია უვაროვა და სხვები), ქართული არქიტექტურული ძეგლებისა და კედლის მხატვრობის ცალკეული ნიმუშების ფიქსაცია (სიმონ კლდიაშვილი, ანატოლ კალგინი, ჰენრიხ ჰრინევსკი, ლადო გუდიაშვილი, დიმიტრი შევარდნაძე, მისეილ ჭიაურელი და სხვ.).
 
1918 წელს, ახლად ჩამოყალიბებულ თბილისის უნივერსიტეტთან გიორგი ჩუბინაშვილის თაოსნობით ჩამოყალიბდა ხელოვნების მეცნიერების კათედრა და კაბინეტი. აქ საფუძველი ჩაეყარა ძველი ქართული არქიტექტურის, კედლის მხატვრობის, საერთოდ ხელოვნების ნიმუშების მიზანდასახული სისტემატიზაციისა და მეცნიერული კვლევის საქმეს. ასევე უნივერსიტეტი იყო ქართულ ისტორიულ, არქეოლოგიურ (ივანე ჯავახიშვილი, სიმონ ჯანაშია, ნიკო ბერძენიშვილი, გიორგი ნიორაძე), ეთნოგრაფიულ (გიორგი ჩიტაია) მეცნიერებათა განვითარების, ძველი ქართული დამწერლობის, ენისა და ლიტერატურის შესწავლის (იოსებ ყიფშიძე, კორნელი კეკელიძე, აკაკი შანიძე) საწყისი კერა. შემდეგ ამ საქმემ ინტენსიური და ნაყოფიერი გაგრძელება ჰპოვა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის (1941 წ.) სათანადო სამეცნიერო დაწესებულებებში, რესპუბლიკის სხვა უმაღლეს ხასწავლებლებში, მუზეუმებში. ასეთმა გეგმაზომიერმა და მრავალმხრივმა მეცნიერულმა შესწავლამ მკვიდრი საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების საქმეს, რაც ჯერ კიდევ ჩვენი საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისიდან სასელმწიფოებრივი ზრუნვის საგანი გახდა. მაგრამ იმავე 20-იან წლებში მთელ სსრ კავშირში და, კერძოდ საქართველოში წარმოებულმა ე. წ. ანტირელიგიურმა კამპანიამ, შესამჩნევი ზიანი მიაყენა ჩვენ სიძველეებს — ხელოვნების მრავალი შესანიშნავი ნიმუში, ისტორიულად ღირებული ძეგლი სამუდამოდ დაიკარგა. დაზარალდა არა მარტო ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, საკულტო ძეგლები. ზოგჯერ გაუაზრებელმა, ნაჩქარევმა ქალაქებიხა თუ სოფლების, კურორტების ე. წ. სოციალისტურმა კეთილმოწყობამ და რეკონსტუქციამ დიდი ზიანი მიაყენა ქალაქმშენებლობითი ხასითის ძეგლებს, მოისპო ბევრი XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისში აგებული მხატვრულად ღირებული ნაგებობა. ამ ანტიეროვნულ მოქმედებას, მოძრაობას საბედნიეროდ წინ აღუდგა მოწინავე ქართველი სამეცნიერო და შემოქმედებითი საზოგადოებრიობა. სწორედ მათი ძალისხმვვით მოხერხდა, რომ საბჭოური წლების მანძილზე საქართველოში ძეგლთა დაცვისა და გამოყენვბის საქმე სახელმწიფოებრივ დონეზე იმართებოდა.
 
საბჭოთა კავშირში ჩვენში პირველად შეიქმნა სპეციალური სარესტავრაციო სამეცნიერო-საწარმოო სახელოსნო (1949 წ., შემდგომ — გაერთიანება), კულტურის ძეგლთა დაცვის რესპუბლიკური საზოგადოვბა (1959 წ.) და გამოიცა კრებული „ძეგლის მეგობრის“ პირველი კრებული (1964 წ.). რესპუბლიკაში ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების ყველა სახის ღონისძიებას, „ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვიხა ღა გამოყენების შესასებ“ საქართველოს სსრ კანონის საფუძველზე (დამტკიცებულია 1977 წ. 29 დეკემბერს. ძალაშია 1978 წლის 1 აპრილიდან), მოწოდებული იყო ეხელმძღვანელა სპეციალურ სამთავრობო დაწესებულებას — საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ისტორიის, კულტურისა და ბუნების ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარ სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოს (1978 წ.).
 
{| class="wikitable sortable"