ჰოვანეს თუმანიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
მიიღის მაგივრად მიიღო დავწერე
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 2:
'''ჰოვანეს თათევოსის ძე თუმანიანი''' (დ. [[19 თებერვალი]] <small> [ ძვ. სტ. 7 თებერვალი]</small>, [[1869]], სოფ. [[დსეღი]], [[ლორეს მაზრა]] — გ. [[23 მარტი]], [[1923]], მოსკოვი) — [[სომხები|სომეხი]] მწერალი და საზოგადო მოღვაწე.
 
პირველდაწყებითი განათლება სოფელში მიიღიმიიღო. შემდეგ ჯალალოღლის (ახლანდელი ...) ოთხკლასიან სასწავლებელში და თბილისის [[ნერსესის სასწავლებელი|ნერსესის სემინარიაში]] სწავლობდა (უკანასკნელი ვერ დაამთავრა უსახსრობის გამო). სწავლას მოწყურებულმა თვითგანვითარებას მიჰყო ხელი. 1886 წელს გამოვიდა სამწერლო ასპარეზზე. მისი ადრინდელი ნაწარმოებებია „ძაღლი და კატა“, „უიღბლო ვაჭრები“ (ორივე 1886). თუმანიანი მრავალმხრივი შემოქმედი იყო. წერდა ლექსებს, პოემებს, მოთხრობებს, ზღაპრებს, იგავებს, ბალადებს. მის ნაწარმოებებში ასახულია სომხეთის სინამდვილისთვის დამახასიათებელი სოციალური-ფსიქოლოგიური კონფლიქტები, ხალხის ზნე-ჩვეულებანი, სომეხი ხალხის წარსული და აწმყო. მისი საუკეთესო პოემებია „ანუში“ (1890, გამოქვეყნდა 1892), „მარო“ (1887, გამოქვეყნდა 1892), „თმოგვის ციხის აღება“ (1902, გამოქვეყნდა 1905), სომხების საგმირო თქმულებების საფუძველზე შექმნა პოემა „დავით სასუნცი“ (1902). ფართოდაა ცნობილი თუმანიანის მიერ სომხური და აღმოსავლური ლეგენდების სიუჟეტებზე შექმნილი მრავალი ბალადა და ზღაპარი („ერთი წვეთი თაფლი“, გამოქვეყნდა 1909; „გულადი ნაზარა“, 1908, გამოქვეყნდა 1912 და სხვა) . თუმანიანის მოთხრობები („გიქორი“, 1895, გამოქვეყნდა 1907 და სხვა) სომხური პოეზიის საუკეთესო ნიმუშებია. მათში მართლადაა გადმოცემული გლეხკაცის ფსიქოლოგია. თუმანიანი ოპტიმისტი მწერალი იყო. სწამდა თავისი სამშობლოსა და მშრომელი ხალხის ნათელი მომავალი. იგი ქართველი და სომეხი ხალხების ძმობა-მეგობრობის თავდადებულ და მგზნებარე დამცველად გამოდიოდა. ამ თემაზე შექმნა მრავალი ლექსი - „შერიგება“ (1893), „საქართველოს შესახებ“ (1916), „საქართველოს სული“ (1919), „საქართველოს პოეტებს“ (1919) და სხვა. თუმანიანის ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე. მისი არაერთი ნაწარმოები თარგმნა ქართულად ი. გრიშაშვილმა (ოვ. თუმანიანი, რჩეული ნაწარმოები, თბ., 1924).
 
== ლიტერატურა ==