სანქტ-პეტერბურგის სამების ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
ხაზი 21:
| განედი =
}}
'''წმინდა სამების ტაძარი''' ({{lang-ru|Троице-Измайловский собор}}) — [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებლური]] ქრისტიანული ტაძარი რუსეთში, [[სანქტ-პეტერბურგი]]ს ცენტრში, [[გვიანი კლასიციზმი|გვიანი კლასიციზმის]] სტილის ნიმუში. აშენდა 1825-351835 წლებში არქიტექტორ [[ვასილი სტასოვი]]ს პროექტით სპეციალურად იზმაილოვის პოლკისთვის, მას შემდეგ რაც მისი [[სანქტ-პეტერბურგი|სანქტ-პეტერბურგში]] გადაბარგების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. არაოფიციალურად ამ ტაძარს ბევრი დღემდე უწოდებს იზმაილოვის ტაძარს. ის 3000 ადამიანს იტევს. [[სსრკ|საბჭოთა პერიოდში]] სასაწყობედ იყენებდნენ. 1990 წელს რუსეთის სინოდის საკუთრებაში დაბრუნდა.
 
შენობა დიდი ცენტრალური გუმბათისაა და სიმეტრიულად განლაგებული ოთხი მცირე ზომის გუმბათისგან შედგება. ეს უკანასკნელნი კორინთული ორდერის პორტიკებს აგვირგვინებენ. ტაძრის ნიშებში მოქანდაკე [[სამუილი გალბერგი|გალბერგის]] მიერ შესრულებული ანგელოზების ბრინჯაოს ქანდაკებები დგას. თავისი არსებობის მანძილზე ტაძარი ყოველთვის ღარიბი იყო საეკლესიო რელიკვიებით, სამაგიეროდ მასში მრავლად იყო სატროფეო მონაგარი, რომელიც იზმაილოვის პოლკს ამა თუ იმ ომში ნადავლის სახით ჰქონდა მოპოვებული. ერთი პერიოდი აქ ოსმალეთის იმპერიის შენაერთებისთვის წართმეული ზარბაზნებიც კი იწონედნენ თავს. 1917 წელს ტაძარი გაძარცვეს და მასში მოთავსებული საეკლესიო თუ სამხედრო ნივთები მთლიანად გაიტანეს.