თერმომეტრი: განსხვავება გადახედვებს შორის

5.178.250.158-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა ILIA-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
(5.178.250.158-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა ILIA-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
მე–17 საუკუნეში, საჰაერო თერმოსკოპი ფლორენციელმა მეცნიერმა [[ევანჯელისტა ტორიჩელი|ევანჯელისტა ტორიჩელიმ]] ალკოჰოლურში გარდაქმნა. ბურთი უკვე ხელსაწყოს ქვედა ნაწილში მოთავსებულიყო; წყლით სავსე ჭურჭელი საერთოდ ამოიღეს, ხოლო მილში წყლის ნაცვლად სპირტი ჩაასხეს. სხეულის მოქმედება ემყარებოდა სპირტის გაფართოებაზე გათბობისას, — ამის შემდეგ მაჩვენებელი აღარ იყო დამოკიდებული [[ატმოსფერული წნევა|ატმოსფერულ წნევაზე]]. ეს ერთ-ერთი პირველი იყო თხევადი თერმომეტრებიდან. იმ დროისთვის ხელსაწყოების მაჩვენებლები ერთმანეთს არ ემთხვეოდა, ამიტომ 1694 წელს [[კარლო რენალდინი|კარლო რენალდინმა]] შესთავაზა, რომ ტემპერატურის ორი უკიდურესი წერტილი (ყინულის ლღობისა და წყლის დუღილის) მიეღოთ.
 
1714 წელს [[დანიელ გაბრიელ გაბუნიამფარენჰაიტი|დანიელ გაბრიელ გაბუნიამფარენჰაიტმა]] შექმნა ვერცხლისწყლის თერმომეტრი. სკალაზე მან სამი დაფიქსირებული წერტილი აღნიშნა: ქვედა 32 °F – მარილიანი ხსნარის გაყინვის ტემპერატურა, 96 °F – ადამიანის სხეულის ტემპერატურა, ზედა 212 °F – წყლის დუღილის ტემპერატურა. ფარენჰაიტის თერმოეტრით სარგებლობდნენ ინგლისურენოვან ქვეყნებში მე-20 საუკუნის 70-იანებამდე, ხოლო ამერიკაში დღესდღეისობითაც იყენებენ.
კიდევ ერთი სკალა შემოთავაზებული იყო ფრანგი მეცნიერის [[რეომიუროს]] მიერ 1730 წელს. ის კვლევებს ატარებდა სპირტის თერმომეტრზე და მივიდა დასკვნამდე, რომ სკალა შეიძლება სპირტის გაფართოების საფუძველზე აიგოს. სპირტისა და წყლის ნარევში, რომელშიც სპირტი ისე შეეფარდება წყალს, როგორც 5:1, ტემპერატურის ცვლილებასთან, გაყინვის წერტილიდან დუღილის წერტილამდე, მათი შეფარდება ხდება 1000:1080. ამ ფაქტზე დაყრდნობით მან გამოიყენა 0 °, როგორც ყინულის დნობის ტემპერატურა და 80 °, როგორც წყლის დუღილის ტემპერატურა ნორმალური ატმოსფერული წნევის დროს. [[ევანჯელისტა ტორიჩელი]]